x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათ
ჩვენს დღევანდელ პრაქტიკულ ცხოვრებაში ავტომობილის არსებობა ფუფუნების საგანას აღარ წარმოადგენს, მას ყველა მართავს განურჩევლად სქესისა. გარდა იმისა, რომ ის სწრაფი გადაადგილებისთვის მეტად კომფორტული საშუალებაა, მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვასა და მოვლას, რომელთა გათვალისწინება არა მარტო იცავს ავტომობილს დაზიანებისგან, არამედ აისახება გარე ფაქტორებზეც. მხოლოდ ძრავსა და კოლოფში ზეთის არსებობა, შესაბამისი სეზონის საბურავები და ჟანგები არ განსაზღვრავს ავტომობილის კარგ შეფასებასა და მდგომარეობას, ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია სუფთა სავარძლები, რომლებიც ადვილად ისვრება გარკვეული სხვადასხვა მიზეზების გამო. გამოცდილი მძღოლები კი დამეთანხმებით, რომ ქიმწმენდაში გაწეული საქმე გარკვეულ სახსრებთანაა დაკავშირებული, რომელთა უქონლობა ხშირად გვაიძულებს ვიაროთ დასვრილი ავტომობილით. მე კი დღევანდელ სტატიაში გასწავლით ერთ, მეტად მარტივ და იოლ გამოსავალს, თუ როგორ გავწმინდოთ ჩვენი ხელით ავტომობილის სავარძლები ყოველგვარი ქიმწმენდისა და დახმარების გარეშე.


image


როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად?


ამისათვის დაგჭირდებათ:



● თხევადი საპონი.

● ძმარი.

● გაზიანი მინერალი.



ეს ბუნებრივი, მეტად იაფი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ინგრედიენტები იდეალურად გაწმენდს თქვენი ავტომობილის სავარძლებს (და არა მარტო ავტომობილის). 1 ჭიქა თხევადი საპონი, 1 ს.კ. ძმარი და გაზიანი მინერალი ჩაასხით ბოთლში, შეურიეთ ერთმანეთს მძლავრად შენჯღრევით, მიასხურეთ დალაქულ ადგილებს და დააყოვნეთ 7-10 წუთით, შემდეგ კი მშრალი ღრუბლით ან ფუნჯით გაასუფთავეთ წრიული მოძრაობით. გაგიკვირდებათ როგორ ადვილად გაშორდება ლაქები თქვენ სავარძლებს.


თუ ლაქა ღრმად არის ჩამჯდარი და ერთი ცდით არ ამოშორდა სავარძლიდან, მოსინჯეთ მშრალის ნაცვლად თბილ წყალში ჩასველებული ღრუბლით და პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ.


იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ და აღარ მოგიწევთ ქიმწმენდაში ზედმეტი თანხის ხარჯვა.



იხილეთ აგრეთვე:


რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში?

ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებ
როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით
ფერარი- (Ferrari).
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი.
მომავლის ავტომობილების პროტოტიპები Tokyo Motor Show 2013-ზე.
10 ყველაზე იაფ ფასიანი ავტომობილი მსოფლიოს ისტორიაში.
American Detroit Motor Show 2014-ის უახლესი ავტომობილები.
ახალი Lamborghini Huracan LP 610-4.
სიახლე BMW-სგან "მოტომოყვარულთათვის"



4
16927
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
16927
  
2017, 2 მარტი, 18:57
:)) თუ დაგვასწარით, შთაბეჭდილებები გაგვანდეთ :)) გამოცდილება არ მაქვს და რეკომენდაციას ვერ გაგიწევთ :)
2017, 2 მარტი, 16:45
თუ არ დამეზარა უნდა ვცადო იმედია უარესი არ დაემართება :-))

და თუ დაემართა მერე მივმართავ ქიმწმენდას :-))
2017, 27 თებერვალი, 17:54
არც მე არ მიცდია, საჭიროების დროს მოვსინჯავ :)
2017, 27 თებერვალი, 14:53
ეს არ ვიცოდი, მე წყალბადის ზეჟანგში დასველებულ ნაჭერს ვიყენებდი.
0 1 4