x
image
ნინო დვალაშვილი
სოსო ოხანაშვილი პატრიარქზე: ''გარდაცვლილ გმირებზე თქვა, ჩემი ანაფორა გადააფარეთ არ შესცივდეთო...''

imageორი კვირის წინ, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II გერმანიაში, ოპერაციის გასაკეთებლად იმყოფებოდა, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკითხვაზე დაიბარეს პატრიარქის უკვე ყოფილი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომელსაც პატრიარქთან ნათესაური კავშირიც აქვს. სოსო ოხანაშვილს დაკითხვის დროს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მას საქმის დეტალებზე საუბარი ეკრძალება. ''ციანიდის'' საქმის განხილვის პროცესში, პატრიარქის დაცვის უფროსი და დაცვის 17 წევრი საპატრიარქოდან დაითხოვეს. სოსო ოხანაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ''პოსტსკრიპტუმის'' ეთერში ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. მან გაიხსენა აგვისტოს ომის დროს, ''შინდისის გმირების'' ისტორია, როდესაც პატრიარქმა მოითხოვა იმ ადგილის ნახვა, სადაც იმ ვაჟკაცების გვამები ესვენა, რომლებაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ოხანაშვილის იხსენებს :'' როდესაც პატრიარქმა გმირების გვამები დაინახა, თქვა, ჩემი ანაფორა გადააფარეთ არ შესცივდეთო''. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ იმ უსამართლობის გამო დატოვა დაკავებული თანმდებობა, რაც ამჟამად საპატრიარქოს წინააღმდეგ ხდება. ოხანაშვილი 14 წელი ემსახურებოდა პატრიარქს და ამბობს, რომ ეს დაპირისპირება საპატრიარქოში წლების წინ დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურას მისი ''ციანიდის'' საქმესთან რამენაირად დაკავშირება სურდა და დღემდე აქვთ ამის მცდელობა. ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან საუბრისას ოხანაშვილი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძესთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და შეუძლებელია მას ვინმეს მკვლელობა ჰქონოდა დაგეგმილი. იმის გამო, რომ მას ''გაუთქმელობის'' ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, ღიად ვერ საუბრობს საქმის დეტალებზე და პირობას დებს, რომ აუცილებლად გააცნობს საზოგადოებს საქმის ვითარებას არამარტო შექმნილ სიტუაცეზე, არამედ საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ქონებასა და დოკუმენტაციაზე. მამა გიორგი მამალაძე ჯერ კიდევ არ დაუკითხავს პროკურატურას და როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღეში დაკითხავენ. ასევე რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტში, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ: '' როდესაც მამა გიორგი ჩვენებას მისცემს ''ციანიდის'' საქმე თავდაყირა დადგება. საპატრიარქოს გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით, საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს. ასე რომ, სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა ლოდინისა. დაველოდოთ საქმის გამოძიებასა და მოვლენების განვითარებას.

0
129
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0