AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი, საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს საკმაოდ სახალისო შინაარსის სტატუსს:
"უკრაინული ვიკილექის მორიგ დაშიფრულ ჩანაწერს ასაჯაროვებს, რომელსაც "სულანნიუნსი" უცვლელად გთავაზობთ.
ფარული ჩანაწერი სულ ახლა-ხანს შედგა ჯეჯელავასა და შექსპირს შორის:
- უილიამ კაცო, შენ ამ 66 სონატას რომ წერდი, რა მამაძაღლობა გედო გულში?
- რას ბრძანებთ ბატონო ჯეჯელ?
- აბა, უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნაო, ვისზე ამბობ?
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენ საერთოდ არ მიგულისხმიხართ...
- რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად-ო, არც მანდ იგულისხმე ჩვენი მთავრობა?!
- იცით რა, აი... აი...
- რა ენა ჩაგივარდა? ახლა ის მითხარი, რატომ აფარჩაკებ ეკა ბესელიას ჩაცმულობას?
- სად? როდის ბატონო ჯეჯელ?
- აბა ეს რას ნიშნავს, "რადგან არარამ შეიფარა ძვირფასი ფარჩაო?
- იცით რა... აი... აი... ეს...
- "აი"-ის გაჩვენებ შენ! ახლა იმაზე მიპასუხე, მაროშკინამ რა დაგიშავა?!
- მაგას საერთოდ არ შევხებივარ.
- ნუ ცრუობ! აბა ვისი მრუშობით შეილახა უმანკოება?!
- ბატონო ჯეჯელ...
- ბატონო ჯეჯელ კი არა, ბატონო ვიცეპრემიერო!
- გასაგებია...
- ივანიშვილს რაღას ერჩი?!
- არ ვერჩი ბატონო ვიცე პრემიერო.
- კაცო, შენ მე სულელი გგონივარ? აბა ვისზე წერ "რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა"-ო?!
- მაგრად დამღალეთ რა!!!
- და ასე დაღლილი ამქვეყნიდან გაქცევს არჩევ ხო?!
- ხო!
- წასულხარ მამაჩემის მამასთან!"