პროფილაქტიკა როგორ მოვიქცეთ, თუ გაგვიტყდა თერმომეტრი: რჩევები, რომელსაც შეუძლია ადამიანის გადარჩენა უბედურებისაგან ! 2017, 26 თებერვალი, 20:51 ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის გატეხვა - პრობლემაა, რომელიც შეშფოთებას იწვევს მოზრდილ ადამიანებშიც. ბევრმა არ იცის, როგორ შეაგროვოს სწორად ვერცხლისწყლის გაფანტული ფრაგმენტები, რათა ზიანი არ მიადგეს საკუთარ თავს და ახლობლებს. დღეს, ჩვენ გაგაცნობთ ძირითად წესებს, რომელიც უნდა დაიცვათ, რათა არ მოხდეს ვერცხლისწყლით მოწამვლა. 1.გამოიყვანეთ იმ შენობიდან ყველა, სადაც მოხდა თერმომეტრის გატეხვა, არ დაივიწ- ყოთ შინაური ცხოველებიც. 2.გამოიყენეთ კონდინციონერი (არსებობის შემთხვევაში), რათა მოხდეს ტემპერატუ- რის დაწევა ოთახში 16-18 გრადუსამდე. 3. კარგად დაკეტეთ კარები და გააღეთ ოთახის ფანჯრები. 4. დარწმუნდით, რომ ვერცხლისწყალი არ არის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე. 5. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიკეთეთ სამედიცინო ნიღაბი. 6. მოამზადეთ შუშის ქილა თავსახურით (სადაც შეაგროვებთ ვერცხლისწყალს) არ დაგავიწყდეთ ქილაში წყლის ჩასხმა. 7. შეაგროვეთ ვერცხლისწყლის ბურთულები სამედიცინო ოყნით ან შპრიცის გამოყე- ნებით და მოათავსეთ წყლიან ქილაში. ამ პროცედურის ბოლოს, აუცილებელია ორჯერ მოწმინდოთ იატაკი მათეთრებელი ხსნა- რით, რომელიც შეიცავს ქლორს, ერთ ლიტრ წყალზე 1 სკ ხსნარით, იატაკი მოვწმინდოთ გულდასმით კვირაში ორჯერ. არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ ვერცხლისწყლიანი ქილა, ის მიიტანეთ სპეციალურ განყოფილებაში, თუ კი ასეთი არსებობს თქვენს ქალაქში. 4120 8-ს მოსწონს
|