x
image
კატაპულტი
როგორ დავანებოთ სიგარეტის მოწევას თავი? (12 საფეხური)
image

სიგარეტის მოწევისათვის თავის დანებება სულაც არაა ადვილი საქმე, რადგან მისადმი დამოკიდებულება არა მხოლოდ ფიზიკურია, არამედ ფსიქოლოგიურიც.ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლადაა სიტუაციები, რომლებიც სიგარეტის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია, უფრო ხშირად ესაა შესვენების მომენტები და სტრესული მდგომარეობა, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ზიანი მოაქვს სიგარეტს ჩვენი ორგანიზმისათვის ( ათი საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი)

ქვემოთ წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში გამოგადგებათ:


1.პირველ რიგში, მთავარია სურვილი და ძლიერი მონდომება, რომ თავი დაანებოთ მოწევას.ამის შემდეგ დათქვით თარიღი უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში, როდესაც დაიწყებთ სიგარეტის მოწევის შეწყვეტას.



2.თავიდან ამოიგდეთ მასზე ფიქრი და მოიშორეთ ყველაფერი, რაც მას გახსენებთ, მაგალითად, სანთებელა, ცარიელი კოლოფი, საფერფლე.ასევე ეცადეთ არ გაჩერდეთ მწეველებთან.


3.დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (არაალკოჰოლური).ყოველთვის თან გქონდეთ იგი და ეცადეთ პერიოდულად ცვალოთ გემოსდა მიხედვით.


4.ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და დადებით მოვლენებს საჭიროებს, ამიტომ იმ თანხით, რაც სიგარეტის შეძენაში უნდა დაგეხარჯათ, გაუკეთეთ საკუთარ თავს ან ახლობელ ადამიანს საჩუქარი.


5.იმოძრავეთ უფრო მეტი, ივარჯიშეთ, რადგან ფიზიკური ჯანმრთელობა მეტად საჭირო რამაა ამ დროს (და არამხოლოდ ამ დროს).


6.შეცვალეთ კვების რაციონი, კერძოდ, მიიღეთ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული.


7.შეცვალეთ სიტუაციები, რომლის დროსაც სიგარეტს ეწეოდით, მაგალითად, ყავის დალევის ნაცვლად, მიირთვით ჩაი.


8.სიგარეტზე ფიქრის ნაცვლად, გადაიტანეთ ყურადღება თქვენთვის საინტერესო თემაზე ან საქმეზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ.


9.სწორად გააცნობიერეთ, რომ თქვენი გაღიზიანებადობა ამ დროს გამოწვეულია იმით, რომ თქვენი ორგანიზმი უკვე სწორ გზას ადგას.არ ინერვიულოთ, ეს მალე გაივლის.


10.შესაძლებელია, სიგარეტზე დამოკიდებულების შესამსუბუქებლად მიიღოთ ნიკოტინის შემცველი მედიკამენტები, თუმცა ამისათვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


11.თქვენ უკვე ახლოს ხართ, თავი დააღწიოთ სიგარეტს, ამიტომ ნუ შეიცვლით არჩეულ კურსს კარგი ან ცუდი სიტუაციის შემთხვევაში, არ თქვათ “მხოლოდ ერთი ღერი", რადგან ერთს კიდევ ერთი მოჰყვება და თქვენ ისევ მწეველი გახდებით.


12.იცხოვრეთ ყოველი დღე იმ შეგნებით, რომ თქვენ თავისუფალი ხართ სიგარეტის მოწევისგან და თითოეული დღე თქვენს ჯანმრთელობაზე, გარშემო მყოფებზე და ჯიბეზე მოქმედებს.თქვენ ნამდვილად იამაყებთ ამით.


ასევე დაგაინტერესებთ:


რომელი უფრო საზიანოა, ალკოჰოლი თუ მარიხუანა?!

0
156
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0