მხატვრობა ქართველი გოგონა, რომლის ნამუშევრებმაც მსოფლიო აღაფრთოვანა 2017, 26 თებერვალი, 14:12 ქარგვითა და ფოტოგრაფიით გატაცებული მეკო გელაშვილი თბილისში ცხოვრობს. მის ყოველდღიურ საქმიანობას, მხატვრობასთან არაფერი აქვს საერთო. იგი ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების სპეციალისტად მუშაობს. ქარგვამ ოთხი წლის წინ გაიტაცა, რაც პირველ რიგში, მისი დედის დამსახურებაა. მეკოს დედა უკვე წლებია დაკავებულია ამ საქმით და შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნის. ქარგვის რამდენიმე სახეობიდან, მეკო წყლით ქარგვას ანიჭებს უპირატესობას, რაც ძაფითა და ნემსით ხატვას გულისხმობს. გარდა ქარგვისა და ფოტოგრაფიისა, მას სიმღერის ნიჭიც აქვს. წლების წინ ამ საქმითაც იყო დაკავებული, ახლა კი მთელ ენერგიას თავის შემოქმედებას უთმობს. მსოფლიო შედევრებს აბრეშუმის ქსოვილზე, ფერადი ძაფებით ქარგავს. 61 5-ს მოსწონს
|