x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის
image ნიღაბი განკუთვნილია ცხიმიანი, ნორმალური და კომბინირებული კანისათვის. ეს ნიღაბი წმენდს ფორებს და სახის კანს ჯანსაღ იერს უბრუნებს. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ნიღბები, რომლებიც დადებით ეფექტს ახდენენ თქვენს კანზე. ერთ-ერთი ასეთი ეფექტური ნიღაბი ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირისაგან მზადდება. ეს ნარევი ასუფთავებს კანს შავი წერტილებისაგან, ნაწიბურებისაგან, დაგეხმარებათ აკნესგან განკურნებაში. აქტივირებული ნახშირი სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი კომპონენტია. იგი გამოიყენება არამხოლოდ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, არამედ წყლის გასაფილტრადაც. კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად, რათა ფორები გაიწმინდოს და კანის სიმშრალე გამოირიცხოს. აქტივირებული ნახშირის შემადგენლობაში შედის: ჟანგბადი, წყალბადი, ნახშირწყლები.

image


ჟელატინი შედგება ბუნებრივი კოლაგენისაგან, რომელიც ადვილად შეიწოვება სახის კანში. გარდა ამისა, ჟელატინი მდიდარია ვიტამინებითა და ამინომჟავებით მათ შორის: გლიცინით, გლუტამინით, ალანინითა და პროლინით. ამინომჟავებს ფაქტობრივი გავლენა აქვთ სახის კანზე. ისინი ჟანგბადით ამდიდრებენ, უნარჩუნებენ წყლის ბალანსს, ჩააქრობს ანთებას, შველის სისხლჩაქცევებს და აღადგენს კანის უჯრედებს.image


ჟელატინისა და ნახშირის ნიღაბი გაგიქრობთ ლაქებს, მოაშორებს კანს ზედმეტ ბზინვარებასა და შესძენს ბუნებრივ ვარდისფერ იერს, ამცირებს ნაოჭებს, არბილებს კანის რელიეფს, ბლოკავს ანთების კერებს, ასუფთავებს ფორებს ჭუჭყისაგან. ჟელატინი ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და ათეთრებს კანს. ნიღბის მომზადება ძალიან მარტივია: ჩაის კოვზ მშრალ ჟელატინს დაუმატეთ ერთი ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი და 2ჩ/კ წყალი ან რძე. არსებობს ასევე თეთრი ნახშირი, მაგრამ ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ შავი აქტივირებული ნახშირი გამოიყენეთ. კარგად შეურიეთ ერთმენეთს ინგრედიენტები, შემდეგ 15 წამი გააჩერეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში, რათა შეთბეს. პირველ რიგში, სახე უნდა დაიბანოთ და სუფთა კანზე დაიტანოთ ნიღაბი. ფუნჯით ნაზად დაიტანეთ კანზე მიღებული მასა. სახის გარდა, მისი გამოყენება კისრისა და დეკოლტეს არეშიც შეგიძლიათ.image


უმჯობესი იქნება, თუ ნიღბის დატანის შემდეგ წამოწვებით. ამ დროს, სახის კანი მოდუნებულია და უფრო ადვილად აღწევს მასში სასარგებლო ნივთიერებები. ნიღაბის გამოყენება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ, საუკეთესო შედეგი გექნებათ თუ 6 კვირის განმავლობაში გამოიყენებთ ამ ნიღაბს და შედეგ ცოტა ხანს შეისვენებთ.მისი რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი კანი. მოგაშორებთ მიმიკურ და ასაკობრივ ნაოჭებს, შეამცირებს კომედონებს, გაგისუფთავებთ კანს. გახსოვდეთ, რომ თქვენს კანს რეგულარული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.








იხილეთ აგრეთვე:


სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!


დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები


რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?


სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო


რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი?


ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!


























0
2069
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2069
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0