x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქეთი ხომერიკი:"რაც მე და ირაკლი დავქორწინდით ჩვენი ურთიერთობა შეწყდა"-ჟურნალისტი ზაქარია ქუცნაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს

image

ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"ოფიციალური პოზიცია! ბევრი ადამიანი მწერს და ახლა მოკლედ გიპასუხებთ
ყველას.... სამწუხაროდ, უძველესი დროიდან კაცობრიობის ისტორიაში არ იცვლება
ბინძური პოლიტიკური მეთოდები! ვინ მიტირის იმ 9 წელს, როცა დღევანდელი დღე
მგონი უარესია...... ამას არ დავწერდი პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე რომ არ
იყოს ზეწოლა! დღევანდელ უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, დეპუტატ
ზაქარია ქუცნაშვილთან წლების წინ ჩამომიყალიბდა პირადი ურთიერთობა, რომელიც
ჩემთვის სავალალოდ გაგრძელდა და მთავრდება! იგი იყო ჩემი რეკომენდატორი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობისას, მას შემდეგ რაც მე
და ირაკლი დავქორწინდით ჩვენი ურთიერთობა შეწყდა! და მან სამინისტროდან
რეკომენდაცია უკან გამოითხოვა როგორც გავიგე, რის შემდეგაც გამათავისუფლეს
სამინისტროდან! ამ დეტალებს დღემდე არ ვამხელდი! თუმცა მას მერე რაც
შევიტყვე რომ ძალოვან სტრუქტურებში ვერანაირ სამსახურს ვერ დავიწყებდი
ყველა წყაროთი შევიტყვეთ რომ მბლოკავდა ბატონი დეპუტატი, რაც მან პირად
საუბარშიც დამიდასტურა! იმ გარემოებებიდან გამომდინარე რაც დღეს ხდება
ჩემსა და ჩემი ოჯახის თავს გამომაქვს დასკვნა რომ ბატონი დეპუტატის მხრიდან
ზეწოლა არ წყდება! რაც დამტკიცდა კიდევ ჩემი მის ახლობელთან შემთხვევითი
შეხვედრით, მის ვინაობას ვასახელებ, მან მითხრა ღიად რომ ჩემს ძველ პირად
ურთიერთობაზე ხმა არ ამომეღო, რომელიც დაფიქსირებულია ჩემს
დიქტოფონზე, რომლის შინაარსიც არავითარ პოლიტიკურ მოტივებს არ შეიცავს და
მით უფრო მიკვირს რომ მოდის მოდის ასეთი ზეწოლა და მოთხოვნა
შუამავლებისგან! ამ ეტაპზე ამას ვაჟღერებ იმის გამო რომ მე და ჩემს ოჯახს
რომელუც განიცდის სახელმწიფო მანქანის ზეწოლას გავლენიანი უმრავლესობის
დეპუტატის მხრიდან არ დაემატოს კიდევ უფრო მეტად ჩვენი დევნა!!!!"


image



შეგახსენებთ, ამა წლის 7 თებერვალს ქეთი ხომერიკის მეუღლე, ადვოკატი
ირაკლი კერესელიძე ვაკეში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. როგორც
დაკავებულის ადვოკატმა ანა ჟღენტმა განუცხადა, კერესელიძეს თაღლითობას
ედავებიან და გეგმავენ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით
წაუყენენონ.

ქეთი ხომერიკმა ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი სამუშაო მასალების
დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა, მათ შორის იყო დიქტოფონის ჩანაწერები და
მეხსიერების ბარათები.

image


ასევე შეგახსენებთ, რომ ირაკლი კერესელიძე ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს

განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. 1995 წლის 22
აგვისტოს, გარდაბნის პოლიციამ, ლოჭინის ხეობაში ორი ადამიანის
დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს, რამდენიმე
დღის შემდეგ, წმინდა ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიაგნეს.

სამართდამცავებმა კერესელიძე დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ მაშინ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას აღნიშნული სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეეცვალა.

1
1052
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1052
  
2017, 26 თებერვალი, 17:36
ჟურნალისტი ჰქვია და სისულელეს წერს, რეკომენდაცია გაიცემა სამსახურში მიღებისას წარსადგენად, მისი მოქმედება წყდება მიღებისთანავე და მისი უკან გამოთხოვნა აბსურდია.
0 1 1