x
image
ფიქრია ჯიქია
მაღვიძარას ზარის ნაცვლად - მაღვიძარა ყავის მადუღარა

image

მაღვიძარა-ყავის მადუღარა ბრიტანელი დიზაინერისგან

ადგომა მაღვიძარას ხმაზე და ფინჯანი არომატული ყავა - ზუსტად ასე იწყება მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის დილა. ბრიტანელი სამრეწველო დიზაინერი ჯოშუა რენოფი (Joshua Renouf) - ავტორია მარტივი, მაგრამ ამავე დროს ორიგინალური გამოგონების. მაღვიძარა-ყავის მადუღარა - ეს ხსნაა იმათთვის, ვინც დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, რადგან თქვენ გაღვიძებთ არც მეტი არც ნაკლები, ახლად მოდუღებული ყავის არომატი.

image

ყავა იწყებს მოდუღებას გაღვიძების დრომდე რამდენიმე წუთით ადრე

მაღვიძარა-ყავის მადუღარა „Barisieur“ ისეა მოწყობილი, რომ საკმარისია საღამოს მოათავსოთ მასში ყველა ინგრედიენტი, ხოლო დილით, ზუსტად დანიშნულ დროს ის ავტომატურად მოამზადებს ფინჯან ყავას. ამისთვის მის მფლობელს არ ჭირდება საწოლიდან ადგომა.

image

ყავა და შაქარი იყრება საღამოს ძილის წინ

ყველაზე სასიამოვნო ამ საოცარ გამოგონებაში არის რათქმაუნდა გამაღიზიანებელი ზარის არარსებობა. მის ნაცვლად გაღვიძებას თან ახლავს რკინის ბურთების ერთმანეთზე კაკუნი, რომლებიც ინდუქციური მეთოდით აცხელებს წყალს. და კიდევ, ყავის მადუღარას შეუძლია არა მარტო შავი ყავის მოდუღება, აქ გათვალისწინებულია სპეციალური განყოფილება რძისთვისაც.

image

მაღვიძარა-ყავის მადუღარა ადუღებს ყავას რძით

დიზაინერის აზრით დაიწყო დღე ყავის მადუღარასთან „Barisieur“ მარტივი და მოსახერხებელია, რადგან ის კარგი განწყობის გარანტიაა და არ იწვევს სტრესულ შეგრძნებებს. საღამოს მომზადების „რიტუალმა“ უნდა განაწყოს ტვინი იმ აზრით, რომ მოვიდა დასვენების და მოდუნების დრო, ხოლო დილის ფინჯანი ყავა გახდება შესანიშნავი მოტივაცია, რათა არ გახანგრძლივდეს საწოლში ყოფნა.

image

ახლად მოდუღებული ფინჯანი ყავა

image

მაღვიძარა-ყავის მადუღარა იდეალური დილისათვის

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0