ქალი თუ სახის ნიღბებს სახლში ამზადებთ,ეს ინგრედიენტები თქვენს კანს არ მიაკაროთ 2017, 24 თებერვალი, 18:19 უამრავ საიტზე ნახავთ “შინაური" საშუალებებით სახის კრემების, ნიღბებისა თუ სკრაბის მომზადების რეცეპტებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ამ ინგრედიენტებს იყენებთ, ზიანი უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.
სოდა ![]() სოდას ხშირად იყენებენ სკრაბების მოსამზადებლად და თვალების ქვეშ სიშავის გასაქრობად. სოდის PH არის 9, მაშინ როცა ადამიანის PH ბალანსი 4, 5-დან 5-მდე მერყეობს.სოდა კანის დამცავ ბარიერს ანადგურებს და ბაქტერიებისგან დაუცველს ხდის.ამასთან, ძლიერად აშრობს კანს და სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. ლიმონი ![]() ლიმონის PH დონე მხოლოდ 2-ია. კანზე მის გამოყენებას შეგვიძლია პირდაპირ “დამჟავება" ვუწოდოთ.ქიმიიდან კი კარგად გემახსოვრებათ, რომ მჟავები გამანადგურებლად მოქმედებენ. ლიმონის წვენი კბილის ემალის დაშლასაც კი იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ სახის კანზე. ამასთან, აძლიერებს კანის ფოტომგრძნობელობას, რის შედეგადაც ჰიპერპიგმენტაცია ვითარდება. კბილის პასტა ![]() “წაისვით კბილის პასტა “პრიშიკებზე" და დილით მათი კვალიც არ დარჩება"-ეს რჩევა დღესაც აქტუალურია და ამართლებს კიდეც, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. კბილის პასტა არღვევს ლიპიდურ ბარიერს და კანს აშრობს, ხოლო თუ მათეთრებელი ეფეტი აქვს, მაშინ შესაძლოა კანის დამწვრობაც განვითარდეს. კბილის პასტის მაგივრად გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი. ვაზელინი ![]() ვაზელინის დახმარებით კანი ტენიანდება, სწორდება და კარგად გამოიყურება, მაგრამ ვაზელინი კანში ღრმად აღწევს და იქ გროვდება.კანის საფარის ქვეშ დაგროვილი ვაზელინი კი ცხიმს, მტვერს, ჭუჭყსა და ბაქტერიებს ისრუტავს. წყალბადის ზეჟანგი ![]() მშვენიერი მადეზინფიცირებელი საშუალებაა ჭრილობებისა თუ ნაკაწრების დასამუშავებლად. ნუ გამოიყენებთ სახის კანზე, რადგან ე.წ ოქსიდატიურ სტრესს იწვევს:აჩქარებს თავისუფალი რადიკალების გამრავლებას, რაც თავის მხრივ კანის ნაადრევად დაბერებას იწვევს. შაქარი ![]() შაქარს სკრაბებში იყენებენ, მაგრამ სახის ნაზ კანს შაქრის ნაწილაკები მექანიკურ ზიანს მიაყენებენ.თუ მაინცდამაინც შაქრით გადაწყვეტთ სკრაბის მომზადებას, გამოიყენეთ პუდრას სახით. სპირტი ![]() სპირტი ანადგურებს კანის დამცავ ბარიერს.შლის უჯრედების გარსს და მათ ნაადრევ სიკვდილს იწვევს.შედეგად კანი მკვდარი უჯრედების ფენით იფარება, რაც ფორების დახშობას იწვევს, ვითარდება კომედონები და სახე არაჯანსაღ შეფერილობას იძენს. 365 1-ს მოსწონს
|