x
ანეკდოტები (ძალიან ბევრი და ძალიან მაგრები)

image



























— თქვენ ბრალი
გედებათ ქრთამის აღებაში.


— ცოტაოდენი კონიაკი
და ცოტაოდენი შოკოლადი რა
ქრთამია?!


— ერთი ამას
უყურე რა, ორი ვაგონი
”სარაჯიშვილი” და ერთი ვაგონი
”ბარამბო” ცოტაა?!


**************************


ზარმაცმა კამიკაძემ 94 წელი
იცოცხლა.


*************************************


მიხო სკოლაში დაიბარეს. გეოგრაფიის მასწავლებელი ეუბნება:


— თქვენი შვილი
გეოგრაფიას არ სწავლობს.


— რა ჩემს
ფეხებათ უნდა რო, მე
მაგაი სამოგზაუროდ მაინც
ვერ გავგზავნი!


******************************


ჭიჭიკია მელოტია და თან ერთ ფეხი ხისა აქვს. ერთხელაც გადაწყვიტა ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვას რომ მისი, ზემოთ აღნიშნული, ნაკლები აღარ გამოჩენდეს. რჩევისთვის ბიჭიკიას მიმართა. მან ცოტა ფიქრის შემდეგ ურჩია:


— მღვდლის სამოსი ჩაიცვი, აღარც შენი ტლოპნა თავი გამოჩნდება და აღარც შენი ხის ფეხი. — ჭიჭიკიამ იუარა.


— მაშინ... მეკობრის ტანსაცმელი ჩაიცვი, მელოტ თავზე ბენდენას წაიკრავ და ხის ფეხიც ”კაკრაზ” იქნება. — ჭიჭიკიას არც ეს იდეა მოეწონა.


— მაშინ, შე ჩემა, ეგ შენი ხის ფეხი ტ...ში გაიკეთე, ტლოპინა თავი ქე გაქ და ”ჩუპაჩუპსი” იქნები.


******************************


დილით ქმარი იძახის:


— წუხელის ცუდად მეძინა.


ცოლი საყვედურობს.


— შენ ხომ ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.


******************************


გოგო ეკითხება ბიჭს.


— ჩემს ქორწილში ხო იქნები?


— ვიქნები. — უპასუხა ბიჭმა.


გოგომ კი თავისთვის ჩაილაპარაკა:


— სიძის საკითხიც მოგვარებულია...


******************************


ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი ეჩხუბება მოსწავლეს:


– გუშინ რატომ არ იყავი სკოლაში?


– მასწ. ავად ვიყავი?


– ბიჭი ავად იყო. ახლა არ მითხრა სტრიპტიზ კლუბში სამკურნალოდ ვიყავიო!


– მასწ. მე... მე...


– თავს ნუ იმართლებ, სცენიდან ყველაფერი ხელისგულივით ჩანს.


******************************


— ხომ ვერ მეტყვით, ამ მოკრივეს რათ უნდა ამხელა კონტაქტური ლინზები?




— ეგენი, ორთაბრძოლის დაწყებამდე, სათვალეები იყო.





* *
*

-ექიმო მაკოცეთ.

-არ შემიძლია. ჩვენ, ექიმებს ჩვენი სამედიცინო ეთიკა გვაქვს, რომელიც პაციენტების კოცნას გვიკრძალავს. ისე თქვენთან დაწოლაც არ იყო სწორი.






* * *

თედომ ეზოში იგრეთი ვირი დააბა ნოდარა ცოლს გაშორდაო.






* *
*


მეგრელ გოგონას ვიღაც გააუპატიურებს გაგიჟებულ მამას მეზობლები აწყნარებენ ამ დროს ჭიშკართან მაგარი ჯიპი ჩერდება და დაცვის თანხლებით იქედან ახალგაზრდა კაცი გადმოდის და ზუკუს ეუბნება თქვენი ქალიშვილი მე გავაუპატიურეო, ძუკუ მოსაკლავად მიიწევს ბიჭი ეუბნება 5 წუთი მაცალე ჩემსას ვიტყვი და მერე თუ გინდა მომკალიო. თუ შენს გოგოს ბიჭი შეეძინება ცოლად შევირთავ შენ კი 5 მილიონს ჩაგირიცხავ ანგარიშზე თუ გოგო შეეზინება ცოლად ვერ მოვიყვან მაგრამ 5 მილიონს მაინც ჩაგირიცხავ ბავშვს კიდევ არაფერს მოვაკლებო. ერთი შეკითხვა შეიძლება? ეკითხება ძუკუ, ბრძანეთ ბატონო, დავუშვათ და არ დაფეხმძიმდა ჩემი გოგო მეორედ მო....ნავთ პატივცემულო?






* * *


პარკში სკამზე 6 წლის ბიჭი ზის და სიგარეტს აბოლებს. გამოიარა ერთმა ქალმა: -ბიჭი, დედაშენმა იცის სიგარეტს რო ეწევი?

-შენმა ქმარმა თუ იცის უცნობ მამაკაცებს რო ელაპარაკები? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ბიჭუნამ.






* * *


სვანი მიდის სასიმამროსთან გოგოს ხელი უნდა თხოვოს. სვანი წამოუყენებს მოთხოვნებს.



- შავი ბმვ გყაავს?



- არა



- სამსართულიანი გააქვს?



- არა



- 25 სმ-იანი გაააქვს?



- არა



- მაშინ ვერ მოგათხოვებ გოგოს.



სვანი წამოვიდა და გზაში ფიქრობს ე.ი მერსედესს გავყიდი ბმვ-ს ვიყიდი, ხუთსართულიანს 2-ს მოვანგრევ სამიანი გახდება მაგრამ ამ 30 სმ-იანს რა ვუყო ამის ...?




* * *


ორი ნარკომანი ლაპარაკობს:

— გაიგე, კუკუშა სამედიცინო უნივერსიტეტში მოწყობილა.

— ვაა! რა უნდა შეისწავლოს?

— არა, შენ ვერ გამიგე… ეგ უნდა შეისწავლონ…


* **


მიხო დადის ტრ..ში თითგაკეთებული. ერთი ეკითხება:

- მიხო, რატომ გაგირჭია ტ..კში თითი?

- 2 თვეა არაფერი მიჭამია და მეშინია არ შემიხორცდეს








* * *

მამაკაცმა მატარებელში ფანჯარასთან მდგომი ქალი შენიშნა‚ რომელიც გამწარებული ტიროდა:

– უკაცრავად‚ ქალბატონო‚ რა მოგივიდათ?

– მეუღლე სადგურზე ჩავიდა‚ ჟურნალ-გაზეთებს ამოვიტანო და ამოსვლა ვეღარ მოასწრო.

– ო... სამწუხაროა‚ მართლა გაგიჭირდებათ კითხვის გარეშე მგზავრობა.



***

– ჩვენ აგარაკის ყიდვა გვინდა და გადავწყვიტეთ‚ ეკონომია გავაკეთოთ. მამა თავს ანებებს სმას‚ მე – მოწევას. შენ რა შეგიძლია? – ეკითხება‚ შვილს დედა.

– მე შემიძლია სკოლას დავანებო თავი...



***

– ალო‚ ეს ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაა?

– ყურმილში შენი სუნთქვა მესმის‚ რატომ არ მპასუხობ?!

***

განცხადება:

„რესტორანს ესაჭიროება „მოპატიჟე“ და „გამგდები“. სასურველია‚ შეთავსებით ორივე თანამდებობაზე.

***

გუშინ ჩემი ქმარი ჩამოვიდა მივლინებიდან...
შემოვიდა‚ თვალებჩაწითლებული‚ აღგზნებული‚ სულ კანკალებს...
მხეცივით მეცა და შემომადღლიზა...

– კაბა?

– არა‚ ზურა...

***

– გიტარაზე რატომ აღარ დადიხარ?

– იცი რა‚ მე მხოლოდ 4 თითი მაქვს‚ ის კიდევ ექვსსიმიანია...

– ვაა‚ ჩემი! რა მუტანტები უკრავენ პიანინოზე?!

***

ცოლი ლანძღავს ქმარს:

– გამაგებინე‚ ყოველდღე რატომ ბრუნდები ნახევრად მთვრალი?

– მაპატიე‚ უბრალოდ‚ ფული არ მყოფნის ხოლმე...


* * *


ტელეფონის ზარი:


– ალო! ეს ფოტომოდელების სააგენტოა?


– დიახ.


– მოდელებს რამდენს უხდით?


– კარგად ვუხდით, მაგრამ მხოლოდ 90–60–90 პარამეტრის მოდელებს ვიღებთ.


– ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, ჩემი ყველაფერი ემთხვევა – სიმაღლეც, ასაკიც და წონაც...


* * *


ცოლი და ქმარი პარკში სეირნობს.


– ძვირფასო, გთხოვ, შეეცადე ისეთი სახე მიიღო, თითქოს უზომოდ ბედნიერი ხარ, –
ეუბნება ცოლი ქმარს.


– რატომ?!


– ჩვენსკენ რომ კაცი მოდის, ჩემი პირველი ქმარი იყო.


* * *


ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:


– დიდი ხანი არ არის რაც ცოლი მოვიყვანე და უკვე შევწუხდი, სულ ჯიჯღინებს, სულ უკმაყოფილოა, სულ ფულს ითხოვს! შენ როგორ გაქვს საქმე?


– ნორმალურად. როგორც კი ცოლი მოვიყვანე, მაშინვე ვაჩუქე წიგნი
"ოჯახის ბიუჯეტის ეკონომია".


– მერე, გიშველა?


– ჰო, უკვე მესამე დღეს სიგარეტის მოწევას თავი დავანებე!


* * *


– გოგონი, დამიჯერეთ, მთვრალი არ ვარ, თქვენ მართლაც ლამაზი ხართ!


– ვინაა შენი გოგონა, პატრული ვარ!


* * *


გამომძიებელი დაკავებულისგან ჩვენებას იღებს. დაკავებული სიგარეტს მოუკიდებს.


– პაპიროსს ეწევით? – ეკითხება გამომძიებელი.


– ვეწევი, მერე რა?


– ნარკომანი ხარ?


– არა, საიდან მოიტანეთ?


– პაპიროსისგან მოსახერხებელია მოსაწევის გაკეთება. ასეთი ჩვევები ბევრ რამეზე მეტყველებს.


დაკავებული გამომძიებელს შეხედავს და სკამთან ერთად რაც შეიძლება უკან გაჩოჩდება.


– ეს რატომ გააკეთეთ? – ეკითხება გაკვირვებული გამომძიებელი


– თქვენ საწერ–კალამს ხშირად იდებთ პირში!


– მერე რა?


– ასეთი ჩვევები ბევრ რამეზე მეტყველებს.


* * *
მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:


– ამგვარად, ბრალდებულო, განგვიმარტეთ, ნადირობის დროს რატომ ესროლეთ თქვენ მეგობარს?


– მე ის შველი მეგონა.


– როდის მიხვდით საკუთარ შეცდომას?


– როდესაც შველმა სროლითვე მიპასუხა!


* * *





ზედამხედველი პატიმარს ეუბნება:


– თქვენი ცოლი მოვიდა თქვენთან პაემანზე.


– ვაპროტესტებ, განაჩენში ასეთ პუნქტი ჩაწერილი არ ყოფილა!


* * *


სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მამას ეუბნება:


– მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში პატარა მშობელთა კრებაა.


– რას ნიშნავს – პატარა მშობელთა კრება?


– მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით მხოლოდ.


* * *


რესტორანში მომხიბვლელი გოგონა მარტო მყოფ მამაკაცს მაგიდასთან მიუჯდება და ეუბნება:


– ამ მოღრუბლულ, ცივ საღამოს მარტოხელა ქალის გათბობას ხომ არ ინებებდით?


– ოფიციანტ! ორი ორას–ორასი მოგვიტანეთ!


* * *


ნადირობის დროს:


– შეხედე, შენი ძაღლი ერთი მეორის მიყოლებით მოათრევს იხვებს, – ეუბნება ერთი მონადირე მეორეს.


– ეგ რა არის, შენ დათვებზე ნადირობის დროს უნდა ნახო!


* * *


ბიჭი გოგონას ურეკავს:


– ალო, ძვირფასო, რომელი უფრო მეტად გიყვარს ბანანი თუ ატამი?


– შენ რა, ბაზარში ხარ?


– არა, აფთიაქში.


* * *


ახალგაზრდა მამაკაცი მკითხავს თხოვს მომავალი უწინასწარმეტყველოს. მკითხავმა ბანქოს ქაღალდი გაშალა და ეუბნება:


– გაფრთხილებ, გზაზე ერთი კაცი გადაგეღობებათ.


– თქვენ ჯობია ის კაცი გააფრთხილოთ, მე ტაქსის მძღოლი ვარ.


* * *


ჯარისკაცი ოფიცერს მოახსენებს:


– ბატონო ოფიცერო, მანქანა არ იქოქება.


– არა უშავს! წავიდეთ, მერე დაქოქავ.


* * *


ქმარს მეუღლის კალთაში უდევს თავი. ცოლი თმებზე ეფერება, შემდეგ სათვალეს მოხსნის და ნაზად ეუბნება:– ძვირფასო, სათვალის გარეშე შენ იმ ვაჟკაცს გავხარ, რომელსაც ცოლად გავყევი.


კაცმა ცოლს ახედა და პასუხობს:


– იცი რა, სათვალის გარეშე შენც ლამაზად მეჩვენები!


* * *


მეთაური ჯარისკაცებს უბრძანებს:


– ასე! ამოთხარეთ აქ, აქ და აქ! მე კი წავალ და გავიგებს, სად უნდა ამოვთხაროთ...


* * *


სამი ქვეყნის ჯარისკაცებს შორის შეჯიბრი მოაწყვეს, რომელი ჯარისკაცი უფრო მეტ პურს შეჭამს. გამოვიდა ამერიკელი ჯარისკაცი და ორი პური შეჭამა.შემდეგ გამოვიდა ფრანგი ჯარისკაცი და სამი პური შეჭამა. დადგა რუსის ჯერი. ერთი პურის მეტი ვერ შეჭამა. თავდაცვის მინისტრმა მისი ოფიცერი გამოიძახა და უყვირის: – ეს ვინ შეარჩია? ერთ პურს ხომ მეც შევჭამდი!ოფიცერი თავს იმართლებს:– თავადაც არ ვიცი, რა მოუვიდა. შეჯიბრამდე 10 წუთით ადრე ვავარჯიშე და 12
პური შეჭამა!


* * *


ერთი ჰაკერი მეორეს ტელეფონზე ურეკავს:


– თქვენთან როგორი ამინდია?


– არ ვიცი, ინტერნეტი არ მუშაობს, – პასუხობს მეორე ჰაკერი.


* * *


კაცი ბარში შედის, თვალისმომჭრელი სილამაზის ორ გოგონას გვერდით მიუჯდება და ბარმენს გასძახებს:


– ორი ლუდი გოგონებს. გოგონებო, თქვენ რომელი ლუდი მოგწონთ?


– დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. ჩვენ ლესბოსელები ვართ, – პასუხობს ერთ–ერთი გოგონა.


– ეს როგორ?


– ჩვენ ქალებთან სექსი გვიყვარს.


– ბარმენ, სამი ლუდი ჩვენთვის, ლესბოსელებისთვის.


* * *


ლონდონის მდიდრულ რესტორანში ინტელიგენტური შესახედაობის, სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი შედის და მაგიდას მიუჯდება. მასთან ოფიციანტი მივა და ეკითხება:


– რის დალევას ინებებთ?


– არაფრის. იცით, ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა, – პასუხობს მამაკაცი.


– მაშინ, სიგარას ხომ არ ინებებთ?


– არა, გმადლობთ, ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა. და საერთოდ, აქ შვილს ველოდები...


– როგორც ვხვდები, შვილიც ერთი გყავთ.


* * *


დილით გაღვიძებული ქმარი ცოლს ეუბნება:


– ძვირფასო, წუხელ ისე ცუდად მეძინა!


– საერთოდ, რამის კარგად გაკეთება შეგიძლია?! – პასუხობს ცოლი.


* * *


საცოლე სასიძოს ეკითხება:


– სვამ?


– არა.


– ეწევი?


– არა.


– ბანქოს თამაშობ?


– არა.


– ე.ი. უარყოფითი თვისებები არ გაქვს?


– ერთი მაქვს, ტყუილი მიყვარს...


* * *


სომხეთის რადიოს ეკითხებიან:


– რა არის არატრადიციული სექსი რუსულად?


– სექსი არყის გარეშე, – პასუხობს სომხეთის რადიო.


* * *


ზურგზე უზარმაზარ ჩანთამოკიდებული ქალი გზაზე მიდის.


– აღარ შემიძლია, დავიღალე, უკვე ორი საათია, მივდივართ!


– მოითმინე, ძვირფასო, მალე მივალთ.


– არ შემიძლია! ჩანთამ მხრები მატკინა, ფეხსაცმელები მიჭერს, მზე მწარედ იკბინება!


– მე რა შემიძლია გავაკეთო, საყვარელო?


– იქნებ ჩანთიდან ამოსულიყავი?


* * *


მეხანძრეებმა საავადმყოფოში ხანძარი ჩააქრეს და მეთაური სახანძროს უფროს მოახსენებს:


– დავალება შესრულებულია, ხანძარი ჩამქრალია, მაგრამ არიან დაზარალებულები, ცხრა კაცი. შვიდის მოსულიერება მოვახერხეთ, მაგრამ ორი ვერ გადავარჩინეთ.


იქვე მდგარი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გონებას დაკარგავს. მოსულიერების შემდეგ მეხანძრეთა უფროსს ეუბნება:


– ბიჭებო, რომელი შვიდი გადაარჩინეთ, თქვენ ხომ პროზექტურაში აქრობდით ხანძარს...


* * *


შვილი დედას ეკითხება:


– დედა, საჩუქრები ვის მოაქვს?


– თოვლის პაპას, შვილო, – პასუხობს დედა.


– ბავშვები ვის მოჰყავს?


– წეროს, შვილო.


– მაშინ მამა რაღაში გვჭირდება?!


* * *


ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდება და ამბობს:


– დღეს სკოლაში დედა დაგვახატინეს.


– კი მაგრამ, გუშინაც დედა არ დახატეთ?! – ეკითხება დედა.


– მასწავლებელი კლასში შემოვიდა და ასე გვითხრა: დახატეთ, თქვენი დედა!


* * *


ბავშვი დედას ეძახის:


– დედიკო, დედიკო, ტუალეტში მინდა!!!


– ეჰ...
მე კი პარიზში... – პასუხობს ოცნებებში წასული დედა.


* * *


ქალი და კაცი განცხადებით გაიცნობენ ერთმანეთს და შეხვედრაზე კაცი ქალს ეუბნება:


– თქვენ ისეთი მომხიბვლელი ხართ! იმ დეფექტს ვერ ვამჩნევ, რომელზეც განცხადებაში წერდით. სად არის?


სად არის და სკოლაში, მალე მოვა!


– გავიგე, ახალი მდივანი გყოლია.


– ჰო, ცოლმა შემირჩია.


– როგორი გარეგნობისაა?


– ძველ რომაელ ქალღმერთს ჰგავს.


– ისეთი ლამაზია?


– არა, ძველი.


* * *


თვითმფრინავი ჰაერში ამოყირავდა და თავდაყირა მიფრინავს. სალონში პანიკაა.


– დაწყნარდით! – ყვირის სტიუარდესა, – პილოტი თვალში წამალს ჩაიწვეთებს და თვითმფრინავიც გასწორდება.


* * *


ძვირფასი მანქანების გამოფენაზე ჩოხატაურში:


– ა, აგი კნოპკა წვიმის საწინააღმდეგოა. დამაყურე აგერ, გაწვიმდება თუ არა, უნდა მიაწვე ამ კნოპკას.


– და სახურავი იხურება, არა?


– მაი ძველ მაშინებშია, შე აბდალო.


– აპა?


– წვიმა წყდება.


* * *


– ჯონდოია, რაზე ოცნებობ?


– პამელა ანდერსონზე.


– მერე, შე შტერო, მაგი ხომ უიმედო და ცალმხრივი სიყვარული იქნება?


– მერე რა. არა უშავს, დეიტანჯოს! მაგან ცოტა კაცები დატანჯა?!


* * *


– რომელი ფრინველია ყველაზე სასარგებლო?


– მწყერი კეცზე.


* * *


მთვრალი გურულის მუცელში გარჩევაა. არაყს ზემოდან მწვადის ნაჭერი დააწვა:


– რას სვამდი, სიმონ? – ეკითხება არაყს მწვადი.


– აფრასიონის სადღეგრძელოს... მეიცა, სა მიხვალ?


– გამიშვი ერთი, ავალ და ვნახავ, რომელი აფრასიონაა მაგი.


* * *


მასწავლებელი:


– ვაჟიკო, ვთქვათ, შენ გაქვს ორი ვაშლი, ერთი მე მომეცი. რამდენი ვაშლი დაგრჩება?


– რა თქმა უნდა, ორი.


ერთი ხომ მე მომეცი?


– ან მოგეცი და ან არა!


* * *


მეთევზემ ანკესზე ჭია წამოაგო და წყალში ისროლა. ცოტა ხანში ხედავს, რომ ჭია ნაპირისკენ მოცურავს.


– შენ ხომ არ გაგიჟდი, სად მოდიხარ?! – გადაირია მეთევზე.


– გიჟი შენ ხარ, კინაღამ შემჭამეს თევზებმა!


* * *


მომაკვდავი კახელი ცოლს უბარებს:


– ჩემი მერსედესი უფროს ბიჭ მიეცი, გაიგე შენა? აგარაკი მეორე ბიჭისთვინ მინდა.


– როგორც შენ იტყვი, ზაქროვ, როგორც შენ იტყვი.


– 5 ათასი დოლარი, ელიკოი რო ჩემგან ბიჭი ჰყამ, რამინაი, იმაი მიეც...


– ვაიმე, მიშველეთ, ბოდააამს!





* * *


ქუთაისელს სოფლიდან ჩამოსული გლეხი აჩერებს:


– უკაცრავად, აქ საქონლის ჯოგი ხომ არ გაუტარებიათ?


– რაია, ჩემი ბიძია, ჩამორჩი?


* * *


მეხანძრე კონსერვატორიაში აბარებს.


– აბა, ყმაწვილო, თქვენ რაზე უკრავთ? – ეკითხება გამომცდელი.


– პიანინოზე.


– კარგით, დაუკარით, მაგრამ ჯერ ის მითხარით, რა განსხვავებაა პიანინოსა და ვიოლინოს შორის?


– პიანინო უფრო დიდხანს იწვის.


* * *


ცოლი ქმარს:


– შენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი.


– მაინც რა?


– შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია და სხვა კაცს მივყვები.


– ახლა ცუდი თქვი.


* * *


– დირექტორთან შესვლა შეიძლება? მე მისი სკოლის მეგობარი ვარ.


– რატომ იტყუებით ამ ხნის კაცი?! ჩვენს დირექტორს სკოლაში არასოდეს უვლია.


* * *


– დედიკო, მამიკო სადაა? –
ეკითხება შვილი ჭია დედა ჭიას.


– დაწყნარდი, შვილო, მეთევზეებმა სპეცოპერაციაზე წაიყვანეს, ვიღაცა უნდა დაიჭირონ.


* * *


– მაყვალ, ჩვენი დარიკო ხომ არ მამკვდარა?


– მაკვდა, მააშ!


– ვაა, მეც არ გამიკვირდა, რათ ასაფლავებენ–მეთქი...


* * *


მარკეტში:


– მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ჩემთვის ხურდა არ მოგიციათ.


– მიპატიებია, შე კაცო, რა მოხდა მერე!


* * *


– სექსი თუ გქონია? – ეკითხებიან იმერელს.


– ქალთან არ მქონია და ისთე, რამდენიც გაგეხარდება.





* * *


დირექტორი ცუდ ხასიათზე დაბრუნდა სახლში.


– რა იყო, რამე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვა სამსახურში? – ეკითხება ცოლი.


– მეტი უსიამოვნება რაღა უნდა იყოს? ის თავგასიებული კოლა, რომელზეც მთელ ჯავრს ვიყრი ხოლმე, მაინცდამაინც დღეს არ მოეთრა!


* * *


ქუთაისელს შუაღამეზე ურეკავენ:


– ალო, საბოზეთია, სიმონ?


– აპა რა, მეიცა, დედაშენს დოვუძახებ, თუ გათავისუფლდა.


* * *


– გამარჯობა, კოტიკო შენი!


– მე იდიოტებს არ ვესალმები.


– მე კი ვესალმები.


* * *


– რაც შვილი ინსტიტუტში მეეწყო, ერთი ფეხი ზესტაფონში მაქ და მეორე თბილისში.


– ფრთხილად იყავი, ქალო. გორში ვინმემ ზევით რომ ამოიხედოს, ხომ გადარიე საწყალი!


* * *


კახელი დედა შვილს უყვირის:


– შე დეგენერატო, იდიოტო, უტვინო, ნამუსგარეცხილო!


ვენახიდან ქმარი გამორბის:


– რათ მეძახი, დედაკაცო, არ უნდა მამასვენო?


* * *


ორი ნარკომანი ვენტილატორის წინ ზის:


– ვაა, არ აგრილებს, ვასკა!


– რატომ, შე ჩემა?..
აბა, მოდი, ჩავრთოთ.


* * *


– მე, ძმაო, სხვებივით უსაქმური კი არ ვარ. ოჯახი რომ ვარჩინო, მთელი დღე ოფლში ვიხვითქები.


– მაღაროში მუშაობ?


– არა, მექისე ვარ.





* * *


– ჩვენ გადავწყვიტეთ, ოჯახში ეკონომია გავაკეთოთ, – ეუბნება დედა შვილს.


– მაგრები ხართ.


– მე მოწევას ვანებებ თავს, მამაშენი – სმას, შენ რას გვპირდები?


– ძაან მეძნელება, მაგრამ ოჯახისთვის რას არ იზამ. ჯანდაბას, ხვალიდან აღარ წავალ სკოლაში.


* * * – რატომ ხარ დაღონებული, ისაკიჩ?


– ურჩი შვილი გამომადგა. კაცო, ვეხვეწე, შვილო, ან
"გპი"–ში ჩააბარე ან აგრარულში, კაცი გამოხვალ–მეთქი, მაგრამ გამიგონა? მაინცდამაინც უბედურებაში გაყო თავი. ჯერ 18 წლისაა და მინისტრის მოადგილეა...


* * *


გურული მატარებლით მგზავრობს. ხედავს, რომ მის წინ მჯდომი ქალი ძალიან ნერვიულობს.


რა განერვიულებთ, ქალბატონო?


– ჩემი ქმარი ჟურნალის საყიდლად ჩავიდა, მატარებელი დაიძრა და ის დარჩა. რა მეშველება ახლა მე?


– მაგიზა დარდობთ, ქალბატონო? მაი აფერი, აგერ მე გათხუებ ჟურნალს.


* * *


ოსს ეკითხებიან:


– როგორ შეხვდი ახალ წელს?


– ალ სევხთი, პილდაპილ თვითონ მოვიდა.


* * *


– კაცო, ყოველდღე მთვრალი რათ მოდიხარ სახლში? – ეჩხუბება სერგოს ცოლი.


– ის არ გეყოფა, ფხიზელი რო გავდივარ სახლიდან?


* * *


– ძალიან ზარმაცია ჩემი მამალი.


– რაში გამოიხატება მაგის სიზარმაცე?


– სხვები რომ ყივიან, ეს თავს უქნევს.


* * *


– დაბრუნდა ჩემი ქმარი გუშინ მივლინებიდან. მე არ ვიცი, ასე რამ გააცოფა, დამინახა თუ არა, მეცა და ყელიდან მომაგლიჯა.


– რა, ყელსაბამი?


– არა, საყვარელი.


* * *


რა განსხვავებაა ციხესა და საავადმყოფოს შორის.


– ციხიდან იცი მაინც, როდის გაგიშვებენ.


* * *


დგას გურული, ხელში თოფი უჭირავს:


– შეიძინეთ უნიკალური ნივთი, იმფერი უნიკალურია, რომეეე...


– რა აქვს მაგ ჟანგიან თოფს უნიკალური? – დაცინვით ეკითხება გამვლელი.


– ამ თოფით ხვიჩამ გოჩა მოკლა. არ იცი, შე აბდალა, "მამელუქი"?


– ხვიჩამ გოჩა ხომ ხმლით მოკლა?


– ხო და იმიტომაა იშვიათი და უნიკალური აგი თოფი.


* * *


ტიპი თევზაობს, მიუახლოვდა მეორე:


– როგორი თევზებია?


– ცუდი...
ჭია არ უყვართ.


* * *


– გუშინ მობილური მომპარეს ჯიბიდან.


– პოლიციაში იყავი?


– ვიყავი, მაგრამ სულ გაიწყვიტეს ყველაფერი ფიცით, ჩვენ არ მოგვიპარავსო.


* * *


– ღმერთო, გამახსენე... შენთვის რაღაც უნდა მეთქვა, – ეუბნება ცოლი სევერიანს.


– მიდი და გეიხსენე, საყვარელო.


– ჩემო სევერ... არა... ძვირფასო სევ...
არც ეს. საყვარელო სევერი... ააარააა! ხო, გამახსენდა: სევერიან, შე დეგენერატო!


* * *


ექიმი ნარკოზიდან გამოსულ ავადმყოფს:


– თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, ცუდი და კარგი.


– ცუდით დაიწყეთ.


– თქვენ შეცდომით მარჯვენა ფეხი მოგაჭერით.


– კარგი?


– არც მარცხენა ყოფილა მაინცდამაინც მოსაჭრელი.


* * *


იალბუზის წვერზე ასული ორი დაღლილი ალპინისტი საუბრობს:


– ახლა დაბლა რომ ჩავალთ, ქორწილში ვარ დაპატიჟებული, მაგრამ ვერ წავალ ალბათ.


– რატომ? ფული არ გაქვს თუ დალევა არ გინდა?


– სვანეთისუბანშია და ასვლა არ გინდა იმ აღმართზე?


* * *


– ექიმო, მთელი ტანი მექავება.


– შენ ახლა მე წამალს მოგცემ... თუმცა მოიცა, ბანაობ ხოლმე?


– ზღვაზე?


– ზღვაზე კი არა, კაცო, სახლში.


– კი, ყოველდღე ვიღებ აბაზანას.


– ხოდა, ხანდახან აბაზანაში წყალი გამოცვალე.


* * *


– რა ცხვირპირი ჩამოგტირის, ლევარსიჩ?


– სულ გამიხულიგნდა ბიჭი.


– მერე? აუხსენი, რომ წესიერად უნდა მოიქცეს და მინისტრი გახდება.


– აზრი არ აქვს, უკვე კაზინოში დადის.


– მაშინ შეარცხვინე.


– არაფერი გამოდის, უსირცხვილოა.


მაშინ ცოლი შერთე.


– არც ეგ გამოდგა, გუშინწინ გააგდო მეხუთე ცოლი.


– მაშინ ცემე!


– შენც მასწავლე რა... გინდა, წიხლქვეშ მომკლას?!


* * *


– სვამთ?


– კი.


– ეწევით?


– კი.


– სექსი?


– აუცილებლად, უცოლო ვარ და...


– სამივეს თავი უნდა გაანებოთ.


– სიგარეტს და დალევას დავთმობ, სექსს ვერა.


– ცოლი შეირთეთ და ნელ–ნელა შეგძულდებათ.


* * *


– თქვენ ბრალი გედებათ თაღლითობაში. ადრეც ჰყიდდით გამაახალგაზრდავებელ მალამოს?


– დიახ,
1600, 1750 და
1895 წლებში


* * *


– შვილო, გიტარაზე შაგიყვანო? – ეკითხება მიხო შვილს.


– არა, ვერ შავძლებ, მამი.


– რათა, შე აჯამო, რათა?


– მე ხო ხუთი თითი მაქ, გიტარაი კიდენა შვიდი სტრუნა აქვ!


– შე ვირიშვილო, შენა, მა პიანინოზე როგო უკრამენ?


* * *


ვაჭარი ექიმთან მივიდა:


– უძილობა მჭირს.


– ადექი და ძილის წინ ქათმების თვლა დაიწყე.


– ეგეც ვცადე, მაგრამ ვითვლი, ვითვლი... სადაცაა უნდა ჩამეძინოს და... იყივლებს ხოლმე ის ტარტაროზი მამალი!


* * *


ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:


– წარმოგიდგენია, გუშინ კინოში ფილმის ჩვენების დროს შუქი გამოირთო და დარბაზი მთელი ნახევარი საათი ჩაბნელებული იყო!


– წარმომიდგენია, როგორი პანიკა ატყდებოდა!


– აბა რა! ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც სინათლე აინთო...


* * *


ბიჭი გოგონას ეუბნება:


– შეიძლება ყავის დასალევად გესტუმრები?


– პირველ პაემანზე ბიჭს სახლში არ ვეპატიჟები!


– კარგი, მაშინ ეს ჩვენი ბოლო პაემანი იყოს!


* * *


სიძე სიდედრთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ შვილს ეუბნება:


– შვილო, ერთი მეორე ოთახში შეირბინე და ტუჩების საცხი გამოიტანე.


– რომელი?


– პატარა კოლოფში რომაა და "მომენტი" აწერია.


* * *


ახალგაზრდა მასწავლებელ ქალს ბავშვები ზოოპარკში ჰყავს ექსკურსიაზე და ზედამხედველს ეუბნება:


– მაიმუნების ნახვას ვერ შევძლებთ?


– სამწუხაროდ, ვერ შესძლებთ. მათ ახლა შეწყვილების სეზონი აქვთ და გალიაში არ გამოდიან.


– ოჰ, რა სამწუხაროა... ბავშვებს მაიმუნების ნახვა სურდათ... იქნებ როგორმე გამოვიტყუოთ, ვთქვათ თხილი რომ გადავუყაროთ...


– შენ თვითონ ასეთ დროს გამოხვიდოდი?


* * *


კაცი მეგობარს ეწვია და ეუბნება:


– შეიძლება ერთი თვით შენთან დავრჩები, სახლში დიდი პრობლემები მაქვს?


– რა თქმა უნდა, მაინც რა მოხდა?


– სიდედრი ერთი კვირით მესტუმრა და...


* * *


ქალი სტომატოლოგ მამაკაცთანაა. ექიმი კბილს უბურღავს. ამ დროს ავადმყოფის მობილური ტელეფონი რეკავს. ქალი ანიშნებს, რომ მან უპასუხოს. ექიმი ტელფონს აიღებს:


– ალო, ვინ ბრძანდებით!


– ქმარი ვარ!


– მომისმინე, ახლავე გავათავებ, მერე თქვენი ცოლი გადააფურთხებს და გადმოგირეკავს!!!


* * *


აეროპორტი. თვითმფრინავი მოსკოვში მიფრინავს. შედის ოსი და ბიზნეს კლასში იკავებს ადგილს. მასთან ბორტგამცილებელი მიდის და უხსნის:


– უკაცრავად, ეს სხვისი ადგილია, თქვენი ადგილი ეკონომკლასშია.


– მე, სენი წილიმე, მოსკოვში მივფლინავ, – პასუხობს ოსი და ადგილიდან არ დგება.


ბორტგამცილებელი ვითარებას პილოტს მოახსენებს. პილოტი ოსთან მივა, ყურში ჩასჩურჩულებს, ოსი მაშინვე წამოხტება და ეკონომკლასში გადავა. გაკვირვებული ბორტგამცილებელი პილოტს ეკითხება:


– რა უთხარით ასეთი, რომ მაშინვე დაგიჯერათ?


– ვუთხარი, ბიზნესკლასი მოსკოვში არ მიფრინავს–თქო!!!


* * *


ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:


– ბიჭო, გასაკვირია, როგორ მიგატოვა შენმა შეყვარებულმა როცა გაიგო, რომ მილიონერი ბაბუა გყავს!


– რა არის გასაკვირი? ახლა ჩემი ბებიაა...


* * *


საავადმყოფოში პროფესორის კაბინეტიდან გამოსული ქმარი ცოლს ეუბნება:


– როგორც ჩანს, დედაშენს მალე გამოწერენ.


– ასე რატომ გგონია, უკვე კარგადაა? – ეკითხება ცოლი.


– პროფესორმა მითხრა, უარესისთვის მოემზადეო.


* * *


მუზეუმში ოსი უზარმაზარი სურათის წინ ჩაფიქრებული დგას და თვალს არ აცილებს.


– როგორ მოგწონთ ეს სურათი, დიდებულია არა? თქვენ რას ფიქრობთ? – ეკითხება მუზეუმის თანამშრომელი.


– ალბათ ოლი ვედლო კლასკა ეყოფოდა ამის დახატვას, – პასუხობს ოსი.


* * *


ახალგაზრდა მფრინავს თვითმფრინავი დასაჯდომად მიჰყავს და გადაწყვიტა დისპეტჩერს გაეხუმროს:


– აბა, გამოიცანი ვინ ვარ?


დისპეტჩერმა დასაფრენი ზოლის ყველა შუქი გამორთო და პასუხობს:




– აბა, გამოიცანი, სად უნდა დაეშვა?!





მიხო წავა ცხოველების ბაზრობაზე. დაინახავს ერთი ვირი განსაკუთრებით იწევს მიხოზე, ბოლოს აიწყვეტს და მისდევს ! მიხო სახლის ჭიშკარს მივარდება და აბრახუნებს .მარო:

-რომელი ხარ?!

-შე დედა მოტ....ო ვირი 10 წლის წინ მოვ..ი ამან მიცნო და შენ ვერა მცნობ შე კარგ მოტ.........ო



ებრაელი შტაინბერგი და იტალიელი სხედან რესტორანში სადილს მიირთმევენ. უცებ ებრაელმა იტალიელს მუშტი ჩაარტყა სახეში. იტალიელი ეკითხება:-რა დაგიშავე?-ეს მუსოლინისთვის. იმ დროს 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა, -მიუგო შტაინბერგმა.იტალიელმა მოიწმინდა სისხლი და განაგრძეს სადილი.ახლა იტალიელმა დაარტყა ებრაელს. ებრაელი ძლივს წამოდგა.-ეგ რისთვის? შეეკითხა გაკვირვებული შტაინბერგი.-ტიტანიკის ჩაძირვის გამო, მაშინ იქ 500 იტალიელი დაიღუპა, -განუმარტა იტალიელმა.-მერე, მე რა შუაში ვარ?-ეკითხება შტაინბერგი.-აისბერგი და შტაინბერგი ჩემთვის სულერთია!-მიუგო იტალიელმა.






ძალიან დიდი მადლობა, ექიმო, რომ მომარჩინეთ, სამწუხაროდ, ახლა ვერ გადაგიხდით, მაგრამ აუცილებლად მოგიხსენიებთ ჩემს ანდერძში. –ძალიან კარგი, მომეცით რეცეპტი, რომელიც წეღან გამოგიწერეთ, რაღაც შესწორება უნდა შევიტანო...





სტალინს მოახსენეს: მარშალ როკოსოვსკის ძალიან ბევრი ქალი ჰყავს და რა ვქნათო? რა უნდა ვქნათ და უნდა შეგვშურდესო





ორი ნარკომანი საუბრობს: ბიჭო, რამდენი კილო ხარ?-ეკითხება ერთი მეორეს. 35 უპასუხა ერთმა და შენ? 40 ვააააა, პუტკუნ-გაიკვირვა მეორემ







სადისტი, ზოოფილი და მაზოხისტი აღმოჩნდნენ ერთად:

სადისტი:ნეტა ერთი კატა მომცა, რას ავჭრიდი ნაწილ-ნაწილ

ზოოფილი:მე კი მისით ისე დავტკბებოდი...

მაზოხისტი:მიაუუუ...





სვანმა დაჭრა სიძე ფეხში..

- ბიჯო, სიძე რატომ დაჭერი, არ გრცხვენაო???- ეკითხება პოილციელი (რომ დაიჭირეს)

- სანამ დავჭრიდი, არ იყო თანახმა სიძეობაზე


მიხო დაიბარა სკოლაში მასწავლებელმა--შენი ბიჭი ოროსანია, ცუდათ იქცევა და აღმზრდელობითი სამუშაო ჩაუტარეო...წამოვიდნენ სახლისკენ მამა-შვილი თავჩაღუნულები.ამ დროს ორმა მაგარმა ნაშამ ჩაუარათ გვერდით. თვალი გააყოლეს ორივემ..და მიხო ეუბნევა შვილს:

-მოგეწონა ბიჯო??

-ჰოო მაიმი...მაგრათა..

-ხოდა-ეგეთებსა ხუთოსნები სტ...ვენო....





ცოლი - ქმარს:

აიო, ჩემი დაქალის ქმარიო. არც ეწევაო, არც სვამსო და მუშაობსო.

ქმარს უკვირს, ვაო, არ ეწევაო!?

არაო

არც სვამსო!?

არაო

და მუშაობსო?!

კიო

ვირი ყოფილა ეგ შობელძაღლიო..





ფრანგი, ამერიკელი და რუსი მოხვდნენ უკაცრიელ კუნძულზე და იპოვეს ჯინი რომელიც თითოეულს ორი სურვილის ასრულებას დაჰპირდა:

ფრანგი:მაგარი ქალი და სახლში დამაბრუნე

ამერიკელი:მილიონი დოლარი და სახლში დამაბრუნე

რუსი:სამი ყუთი არაყი და ის ორი უკან დააბრუნე





მასწავლებელი დაავალებს ბავშვებს ლექსი დაწერეთო...

მეორე დღეს გამოდის ვოვაჩკა დაფასთან და კითხულობს თავის ლექსს:

Стоит статуя

В лучах заката

С огромным Х#ем

В руках лопата



მასწავლებელი: - Вовочка, а можно без ЭТОГО?



ვოვა:

Стоит статуя

В лучах заката

С маленьким Х#ем

В руках лопата



მასწავლებელი: - а можно СОВСЕМ без Этого?!



ვოვა:

Стоит статуя

В лучах заката

Совсем без Х#я

В руках лопата



მასწავლებელი: -Вовочка, я же просила - совсем без Этого....



ვოვა:

Стоит лопата

В лучах заката

Статуя с Х#ем

У�?ла куда-то...


ორმა სვანმა ტაქსი გააჩერა:

- სამ კაცს დიდუბეში არ გაგვიყვან?

- თქვენ ხომ ორნი ხართ?

- როგორ, შენ არ მოდიხარ?





გამოცდა არის უნივერსიტეტში. 10 ადამიანი უნდა მიიღონ ერთ ჯგუფში. ვისაც ფული აქ გადახდილი. დანარჩენები უნდა ჩაჭრან.


შევა ერთი ბიჭი და ყველა კითხვას უპასუხებს


ვერაფრით ჩაჭრიან ბოლოს ერთი ლექტორი ეკითხება


-მანქანით რომ მიდიოდე და დაგცხეს რას იზავ?


-ფანჯარას ჩავუწევ


-ხოდა რო ჩაუწევ რა სიჩქარით შემოვარდება ჰაერი მანქანაში?


-არ ვიცი


-არ იცი და ჩაჭრილი ხარ


ნუ ამ მეთოდით ჭრიან ყველას მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე გაბაზრდება რომ ამ კითხვით ყველას ჭრიან


ბოლოს მიხო შედის გამოკითხავენ ყველაფერს და ყველა კითხვას უპასუხებს ამასაც ეკითხებიან: -მანქანით რომ მიდიოდე და დაგცხეს რას იზავ?


-კონდიციონერს ჩავრთავ


-კიდევ რო დაგცხეს?


-მაიკას გავიხდი


-კიდევ რო დაგცხეს?


-შარვალს გავიხდი


-კიდევ რო დაგცხეს?


-ტრუსიკს გავიხდი


-კიდევ რო დაგცხეს?




-სულ დედა რო მეტყვ***ოდეს მაგ ფანჯარას მაინც არ ჩავუწევ.





თებრო ექიმთან მივიდა და შესჩივლა:

- რა ვქნა ექიმო, კაცი მინდა.

- ქმარი ხომ გყავს?

- მყავს, მაგრამ კიდევ მინდა.

- მაშინ საყვარელი გაიჩინე.

- საყვარელიც მყავს, მაგრამ არ მყოფნიან.

- შენ ავადმყოფი ყოფილხარ.

- ჰოდა, ექიმო, ცნობა მამეცი რომ ავად ვარ, თორე მეზობლები ბოზს მეძახიან...





მიხომ და თებრომ უცხო ქალი შეიფარეს. რადგან ერთი ხელი ლოგინის მეტი არ ჰქონდათ, სტუმარი შუაში ჩაიწვინეს.

მეორე დღეს გაკვირვებული მეზობლები ეუბნებიან თებროს:

- შუაში რო ჩაიწვინეთ უცხო ქალი, რა გარანტია გქონდა, მიხო არ მიეპარებოდაო?

- "გარანტია" მთელი ღამე ხელში მეჭირა- უპასუხა თებრომ.





მთვრალი მიხო დაიჭირეს და გამოსაფხიზლებელში შეაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ ოსიც იქ მიიყვანეს და მიხოსთან შეაგდეს.

მიხო ყვირის:

- მე კახეთის მეფე ვარ!

ოსი ყვირის:

- მე კიდევ ოსეთის მეფე ვარ!

დილით გამოფხიზლებულებს ეკითხებიან:

- აბა, წუხელ რას ყვიროდითო?

მიხო იმეორებს: - მე კახეთის მეფე ვარ!

ოსი: - მე კიდე ეხლა, სენი წილიმე, კახეთის დედოფალი ვარ!





მიხოს სიდედრი მოუკვდა და ასაფლავებს. მკვდარს წინ თხა მიუძღვის, უკან კი კილომეტრზე გაჭიმული კაცთა კოლონა. მოპირდაპირე მხრიდან მოდის უცხო კაცი. იგი მიუახლოვდა მიხოს და ეკითხება:

- ეგ მკვდარი შენი რა არის?

- სიდედრი.

- თხა რატომ მიუძღვის წინ?

- როგორ თუ რატომ, მაგან მოკლაო.

- რა კარგი თხა გყოლია, ერთი დღე მათხოვე რა.

- რას ამბობ, ეს ხალხი მკვდარს კი არ მოსდევს, თხის რიგში დგანან...





მილიციელმა მიხოს შეაგინა. მიხოს უნდოდა გაემწარებინა მილიციელი და უთხრა:

- შენ რა გელაპარაკო, გინდა შენთვის მითქვამს, გინდა ჩემი განავლისთვის, ორივენი ძმები ხართო.

- რაზე ვართ ძმები, - გაცხარდა მილიციელი

- იმიტომ რომა, ორივენი შინაგან ორგანოებს ეკუთვნით...





ერთმა კაცმა რაჭველისგან პარაშუტი იყიდა. ცოტა ხნის შემდეგ უკან მიუტანა, დაზიანებულია და შეიძლება არ გაიხსნასო.

- შე კაცო, რა განაღვლებს, წაიღე, გადმოხტი ჯერ, სცადე და თუ არ გეიხსნა აქ არ ვარ?მომიტანე და გამოგიცვლი-მიუგო რაჭველმა.





სეროჟამ ცოლი ზღვაზე გაგზავნა დასასვენებლად
"ჟეშტის კუპალნიკით".

ორი კვირის შემდეგ ზღვიდან ჩამოსულ მეზობლებს სეროჟამ ცოლის ამბავი ჰკითხა.მათ უპასუხეს:

- შენი ცოლი ჟეშტის კუპალნიკით" დადის და კაცები კონსერვის გასახსნელით დასდევენო..





მოხუცებული ცოლი შვებულებიდან დაბრუნდა. ქმარი ეკითხება.

- რამდენი იშოვე ამჯერად?

- ათასი მანეთი.

- გასაკვირია, მე შენი გულისთვის 15 კაპიკსაც არ დავდებდი

- თითო კაციდან მეტი არც ამიღია...





ავიაკატასტროფის შემდგომ გადარჩენილი ქალები და კაცები სხვადასხვა კუნძულზე მოხვდებიან.ერთ მხარეს მხოლოდ კაცებია, მეორე მხარეს- მხოლოდ ქალები.

20 წლის მამაკაცები ამბობენ:- ეხ, კაცებო! რაღას ველოდებით, გადავცუროთ ქალებთან!

30 წლის მამაკაცები ამბობენ:- მშვიდად, კაცებო! გავაკეთოთ ტივი და გადავცუროთ ქალებისკენ!

40 წლის მამაკაცები ამბობენ:- ნუ ჩქარობთ კაცებო, ქალები თვითონ გადმოცურავენ ჩვენსკენ!

50 წლის მამაკაცები ამბობენ:- ნეტა რას ხმაურობთ კაცებო, აქედანაც მშვენივრად ჩანს ყველაფერი..







მთვრალ კაცს ღამე თავის სახლში მეგობარი მოჰყავს.ყველას სძინავს.ის ბინას აჩვენებს:

- ეს ჩემი სასტუმრო ოთახია, ეს ჩემი საძინებელი.ეს ჩვენი ლოგინია, აგერ ჩემ ცოლს სძინავს.ეს კი მე ვარ მის გვერდით...





ცოლი აღვიძებს ქმარს.

- მე მცივა!

ქმარი დგება და მეორე საბანი მოაქვს.

- მე მცხელა!

ქმარი დგება და ფანჯარას აღებს.რამდენიმე ხნის შემდეგ, ესმის:

- მე კაცი მინდა!

- აბა სად გიშოვო მე ღამის ორ საათზე კაცი. - პასუხობს ქმარი.





ორი მამაკაცის საუბრიდან:

- იცი გუშინ ცოლმა საყვარელთან შემომისწრო

- მერე რა გითხრა?

- არაფერი.ის ორი კბილი ისედაც ამოსაღები მქონდა.





ცოლი ბრუნდება ტურისტული მოგზაურობიდან პარიზიდან.

- მომიყევი, როგორი დრო გაატარეთ - ეკითხება ქმარი.

- დასაწყისში ჩვენ წაგვიყვანეს ელისეის მინდვრებზე. იქ ვისეირნეთ, ბევრი ვისეირნეთ, მერე კი ყველა, გარდა მარინა ივანოვნასი, გაგვაუპატიურეს. მეორე დღეს ყველანი ეიფელის კოშკზე აგვიყვანეს, ხოლო როდესაც ჩამოვედით ყველა, გარდა მარინა ივანოვნასი, გაგვაუპატიურეს.დილით კი ბულონის ტყეში გაგვიყვანეს, და მერე კი ყველა, გარდა მარინა ივანოვნასი, გაგვაუპატიურეს.

- კი მაგრამ, მარინა ივანოვნას ხელს რატომ არ ახლებდნენ?

- მას არ უნდოდა და...



*****************

ინსტრუქციის ამონაწერი ინგლისის პოლიციელი ქალებისათვის:

"თუ თქვენ თავს დაგესხათ მოძალადე, თქვენ უნდა ეცადოთ თავი დაიცვათ ხელკეტით!თუ ეს არ გიშველით, აუცილებელია სამჯერ, გამაფრთხილებლად ჰაერში გაისროლოთ! და თუ ამანაც არ გიშველათ, მოდუნდით და შეეცადეთ სიამოვნება მიიღოთ.



***********

ქალი მიდის გინეკოლოგთან. გინეკოლოგი იცმევს ხელთათმანს და იწყებს თითებით პაციენტის დათვალიერებას. ამ დროს რეკავს ტელეფონი. ექიმი აგრძელებს პაციენტის გასინჯვას და თან ტელეფონზე საუბარს იწყებს:

- გაივლით პარკს, შემდეგ სკოლას წრეს შემოუვლით, შემდგომ ბილიკს გამოუყვებით და იქვეა ჩვენი პოლიკლინიკა.როდესაც ექიმი საუბარს ამთავრებს, პაციენტი მიმართავს მას:

- ექიმო თუ შეიძლება სკოლას ერთხელაც შემოუარეთ.


***


იეღოველების ოჯახი...ქმარი მოულოდნელად ბრუნდება შინ..ცოლი აღებს ფანჯარას და საყვარელს უყვირის:

- გადახტი!

- რას ამბობ, ეს ხომ მე-13 სართულია.

- გადახტი, ეხლა ცრურწმენების დრო არ არის...


***********************


მიხო სახლში მივიდა და შარვლიდან ქამრის მოხსნა დაიწყო.

- რასა შვრები, კაცო, ცუდ რამეს ხო არ მიპირებ?- ეკითხება თებრო

- არა ბიჭოდა, ლახტაობა უნდა გეთამაშო..


*************


"კაცი ვარ და ქუდი მხურავს"
- მიიმღერის "გაზ-24"-ის მფლობელი.

"მეც კაცი ვარ, ეგრე რატო მიყურებ" - ღიღინებს "ჟიგულის" მფლობელი

"ყოველი მხრიდან დაჩაგრული"... ჩურჩულით მღერის
"ზაპოროჟეცის" პატრონი.

უკან მიჩანჩალებს ვირზე შემომჯდარი მიხო და უყურებს მანქანებს. უცბად ვირი რაღაცას დაეჯახა და დაიყროყინა.

"სატრფოს ხმას რო გავიგებ..." - ჩაიმღერა მიხომ.
************

ვედრების წაღებაზე შეჯიბრია და მეგრელი, კახელი და სვანი მივლენ სვანს ეკითხებიან შენ რამდენ ვედრას წაიგებო, ორსო, დაიჭერს წაიღებს. მეგრელს ეკიტხებიან შენ რამდენს წაიღებო სამსო, როგორო? თითოს ხელებში დავიჭერო ერთცალს **ეზე ჩამოვიკიდებო. კაიო. ეხლა კახელს ეკითხებ შენ რამდენს დაიჭერო? ხუთსო, როგორო? თითოს ხელებში დავიჭერ და მეგრელ **ეზე დავისომო..

*****
გურული წეიყვანს შვილს აბანოში. ბიჭს დოუსრიალდება ფეხი და მამამისს ჩამეეკიდება სასქესო ორგანოზე. გურული ეუბნება:



*************

– კიდო კაი დედაშენს არ გამოყევი თვარა ხო დაასხამდი ტვინს...

***
ცხრა ძმა ხერხეულიძედან ერთ-ერთი ძმა მოიყვანს ცოლს.დანარჩნი 8 იძახის:

*****************
- იფ იფ რა თხილივით გოგოა...

4
2285
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ივი
ივი
2285
  
2012, 11 ივნისი, 14:56
უიიიიიიიი... სიტყვა გამომრჩააა.. :D
2012, 11 ივნისი, 14:00
პატარა ხარ ალბათ :D
2012, 11 ივნისი, 10:42
თედომ ეზოში იგრეთი ვირი დააბა ნოდარა ცოლს გაშორდაო. ეს ვერ გავიგე :D:D:D
0 1 4