ფეხბურთი ჰოლანდიამ თავისი ასპარეზობა ევრო2012ზე მარცხით დაიწყო 2012, 10 ივნისი, 1:48 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფის პირველ მატჩში ჰოლანდიის ნაკრები დანიის ეროვნულ ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა რომელიც “ბრონდბიუს" ნახევარმცველმა მიკაელ კრონ-დელიმ რაიწერა თავის ანგარიშზე, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ორი მცველი მოატყუა და ჰოლანდიელთა გოლკიპერს ბურთი ფეხებშუა გაუტანა. საბოლოოდ პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა ქულები: პორტუგალიასა და ჰოლანდიას აქვთ 0 ქულა ხოლო დანიასა და გერმანიას 3-3 ქულა. 18 2-ს მოსწონს
|