სხვა ინტერნეტში აქტიურად ადარებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორ ფოტოს 2017, 22 თებერვალი, 23:47 სოციალურ ქსელებში აქტიურად ადარებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორ ფოტოს, რომელიც მხოლოდ 6 დღის ინტერვალით არის გადაღებული. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკური განსხვავება შეამჩნია ბლოგერმა რუსეთის ფედერაციიდან რობერტ მიროშკინმა, რომელმაც ერთდროულად გამოაქვეყნა თავის ფეისბუკ გვერდზე ფედერალურ ასამბლეასადმი ყოველწლიური მიმართვის დროს კრემლის მასპინძლის გამოსვლის ფოტო და რუსეთის პირველი არხის „КВН“-ს (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) 55 წლის იუბილის ტელეტრანსლაციის სკრინშოტი, რომელსაც ის ასევე ესწრებოდა.
როგორც რუსმა ბლოგერმა აღნიშნა, „პუტინის ორეულმა დროა დაიკლოს წონაში“.
„КВН“-ს იუბილეზე, რომლის გადაღებაც მიმდინარეობდა 24 ნოემბერს კრემლის დიდ სასახლეში (ჩანაწერი 3 დეკემბერს აჩვენეს), რუსეთის პრეზიდენტის სახე საკმაოდ შევსებულია.
ამავე დროს, მხოლოდ 6 დღის შემდეგ, 1 დეკემბერს ფედერალური ასამბლეასადმი მიმართვისას, როგორც პრეზიდენტი გამოვიდა საკმაოდ სუსტი ასაკიანი მამაკაცი.
რომელია მათ შორის ნამდვილი რუსეთის სახელმწიფო ლიდერი, ეხლა გამოცნობას აქტიურად ცდილობს ინტერნეტ მომხმარებელი. 1187 1-ს მოსწონს
|