სხვა საგნები, რომლებსაც სახლში სიკეთე ან ბოროტება შემოაქვთ - დაიმახსოვრეთ ისინი! 2017, 22 თებერვალი, 16:26 დროთა განმავლობაში სახლში უამრავი საგანი გროვდება - იქნება ეს დეკორატიული თუ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის, მცირე თუ დიდი ზომის. ბევრი ადამიანი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სახლში ახალი საგნის შეტანას: აკვირდება მის შემადგენლობას, ზუსტად განსაზღვრავს ბინაში მის მდებარეობას - მოკლედ, იცის, რომ ნებისმიერი საგანი საკუთარ თავში გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს. შესაბამისად კარგი იქნება, თუ გვეცოდინება, რომელი საგანი როგორ ენერგეტიკას ატარებს - დადებითს თუ უარყოფითს - და აქედან გამომდინარე, რომელ მათგანზე უნდა ვთქვათ უარი და რომელი შევიტანოთ სახლში. საგნები, რომლებიც უარყოფით ენერგიას ატარებენ ადამიანები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ მათ სახლებში ხშირად ხდებიან ავად, ხშირად იკარგება საგნები, ვერ ხარობს მცენარეები, ხშირად იწვება ნათურები - ყველაფერი ეს შეიძლება სახლში დაგროვებული უარყოფითი ენერგიის ბრალი იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასეთი ენერგიის მატარებელი საგნები თავიდან მოიშოროთ. ჩიტების ქანდაკებები შეეცადეთ რაც შეიძლება მალე მოიშოროთ თავიდან მტრედის არწივის, წეროს და სხვა ჩიტების ქანდაკებები. დეკორაციის ამ ელენეტს სახლში უბედურება მოაქვს. სპილოს ქანდაკებები სპილოს ქანდაკებას, რომელსაც ხორთუმი მაღლა აქვს აწეული, სახლში წარმატება და ბედნიერება მოაქვს. ხოლო ჩამოშვებული ხორთუმის მქონეს - პირიქით, დარდი, ვარამი და მძიმე ფიქრები. საჩუქრები, რომლებიც ჩუქებისას არ მოგეწონათ ასეთი ნივთებიც, უმჯობესია, მოიშოროთ, რადგან ისინი ინარჩუნებენ წარსულის ენერგეტიკას. მათზე, სავარაუდოდ დარჩენილია იმ გრძნობებისა და ემოციების კვალი, რომლებიც განიცადეთ მათი მიღებისას. თევზის გამოსახულება ეს ელემენტი თქვენს თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს უფრო ძლიერი ენერგიის მქონე ადამიანების წინაშე. ამიტომ თევზის გამოსახულებაც უნდა მოაშოროთ სახლიდან. ცხოველის რქები დეკორაციის ამ ელემენტს ნამდვილი უბედურების მოტანა შეუძლია, მათ შორის საყვერლი ადამიანის სიკვდილიც კი. ამიტომ არ ღირს მისი სახელში გაჩერება. გაბზარული ან გატეხილი ჭურჭელი გაბზარული ჭურჭელი კარგავს ენერგეტიკულ სისრულეს და არღვევს მასზე მოთავსებული საკვების ენერგეტიკასაც. გაცვეთილი ფეხსაცმელი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამგვარი ფეხსაცმლის შენახვა. ისინი მათ მფლობელზე იზიდავს "ცუდ თვალსა" და ჭორებს. სახლში წარუმატებლობის მომტანი სხვა საგნების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე. საგნები, რომლებსაც დადებითი ენერგეტიკა აქვთ მოხატული ჭურჭელი ჭურჭელი, რომელზეც უძველესი ხალხური სიმბოლოებია ხელით დახატული. მათი უმეტესობა, როგოც წესი, მაგიურ სიმბოლოებს წარმოადგენს, რომლებიც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასცვას ემსახურება. ნაქარგი ბალიშები ხელით ნაქარგი ბალიშები ოჯახურ კეთილდღეობასა და ცოლ-ქმრულ სიყვარულს იცავს. ფიკუსი შესანიშნავი ოთახის მცენარე, რომელიც ირგვლივ დადებით ენერგეტიკას იკრებს, ხელს უწყობს აზრების მოკრეფასა და განტვირთვას. ხორბლის თავთავი შესანიშნავად ახდენს სახლში შემოსული უარყოფითი ენერგეტიკის ნეიტრალიზებას. კარგი იქნება, თუ ხორბლის თავთავს ლარნაკში მოათავსებთ და იმ მაგიდაზე დადებით რომელთანაც, ჩვეულებრივ, მთელი ოჯახი იკრიბება. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს - მოიშორეთ ისინი! 2. საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! 3. 9 ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტო, რომელთა ნახვისას შიშის ზარი დაგეცემათ 4. შეცდომები, რომლებსაც სახლის ინტერიერის მოწყობისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ! 5. 9 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას უწყობს ხელს 5756 5-ს მოსწონს 1-ს არა
|