x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?
სარეცხის მანქანის არსებობის უდიდესი მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ის საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მძიმე და მოსაწყენს გვარიდებს თავიდან. თუმცა ცხადია, რომ ის არც თუ ისე ხელმისაწვდომი ტექნიკაა, რომელსაც საგანგებო მოვლა და მოფრთხილება ჭირდება. იმისათვის, რომ ის მწყობრიდან არ გამოვიდეს, პერიოდული წმენდვა ჭირდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია რეგიონებსა და რაიონებში მაცხოვრებლებისთვის, იქ, სადაც მძიმე და ხისტი წყალია, რომელსაც ადვილად შეუძლია დააზიანოს სარეცხი მანქანა მიუხედავად მასში არსებული ფილტრისა.


image


მასშტაბური ქიმიური დანამატები, რომლებიც რეგულარულად ჩნდება ტელევიზიით, წმენდს სარეცხის მანქანის ფილტრსა და ე.წ. "სპირალს", თუმცა არაა ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებელისთვის და ზოგ შემთხვევაში არ შველის უკვე გაფუჭებლ საქმეს, წარმოსადგენად კი ძალიან ძნელია სარეცხის მანქანაში გარეცხილი თქვენი შვილის ტანსაცმელზე როგორ გადადის უხილავად ნადები და სოკოს გამომწვევი მრავალი ბაქტერია. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ნადებისა და ზოგადად მიკრობებისგან გაწმენდვის ერთ მეტად მარტივ ხერხს.


როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?



ამ მეტად უსაფრთხო და მარტივი გზის მეშვეობით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სარეცხის მანქანის გაფუჭებაზე ფიქრს. უბრალოდ ნებისმსიერ სურსათში შეიძინეთ ლიმონმჟავა, რომლის 60 გრამს გამოიყენებთ 4 კგ-იან სარეცხის მანქანაზე, ხოლო 6 კილოგრამიან მანქანაზე კი 100 გრამს. ჩაყარეთ ლიმონმჟავას ფხვნილი სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ მანქანა მაღალ ტემპერატურაზე- ბამბეულის რეცხვის რეჟიმზე.


ადვილად რომ წარმოიდგინოთ თუ როგორ სუფთავდება ამ დროს თქვენი სარეცხის მანქანა, აიღეთ ჩაიდანი, სადაც წარმოქმნილია ნადები, ჩაყარეთ 1.5 კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი, დაასხით წყალი და წამოადუღეთ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.



მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ წელიწადში სამჯერ გაწმინდოთ თქვენი მანქანა, ხოლო თუ ადგილი მძიმე და ხისტ წყალს აქვს, შეგიძლიათ ოთხჯერაც. ცდად ნამდვილად ღირს, არ ინანებთ.




იხილეთ აგრეთვე:

● სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?

● თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

● როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე

● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო

● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?

● თუ თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიცივეს ატარებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ

● 10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

● სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით!


0
18634
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
18634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0