x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დაიტანეთ ეს ნახარში თმაზე, გააჩერეთ 5 წუთი და ჭაღარას სამუდამოდ დაემშვიდობეთ!
image

ჭაღარა თმა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესთეტიკური პრობლემაა, რომელიც ერთნაირად ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს. თმაში ჭაღარას გაჩენა, როგორც წესი, ადამიანის თავდაჯერებულობას საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს. ამიტომ, ასაკის მატებასთან ერთად ქალები, თმის ათასგვარ საღებავებს იყენებენ, რომლებიც, რა თქმა უნდა, საკმაოდ მავნე ქიმიურ ელემენტებს შეიცავს და თმას და თავის კანსაც კი საგრძნობლად აზიანებს.

სამწუხაროდ, დღეს უკვე 30 წელს გადაცილებულ სულ უფრო მეტ ადამიანს ექმნება აღნიშნული პრობლემა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, პრობლემის მოგვარების საუკეთესო მეთოდი კი - ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება, რაც არ დააზიანებს თქვენს ორგანიზმს.

ქვემოთ გესაუბრებით უძველეს რეცეპტზე, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ჭაღარას.


image
აიღეთ 5-6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და გათალეთ. ნათალი კანი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 2 ჩ.ჭ. წყალი. წამოადუღეთ, შემდეგ ჩაუკელით გაზქურის ალს და ხარშეთ კიდევ 15-20 წუთი. გადმოდგით ქვაბი ქურიდან. დაელოდეთ, სანამ წყალი გაგრილდება. შემდეგ კი გაწურეთ ნახარში. სითხე შეინახეთ მინის ქილაში, რომელიც ჰერმეტულად იქნება დახურული. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (მაგალითად, როზმარინი ან ლავანდა), რათა უფრო სასიამოვნო სურნელი მისცეთ.

დაიბანეთ თმა ჩვეულებრივ, შამპუნით. სურვილის შემთხვევაში კონდიციონერიც გამოიყენეთ. შემდეგ გაყავით თმა რამდენიმე სექციად, დატანეთ ხსნარი თმაზე ისე, რომ თავის კანზეც მოხვდეს, და თან დაიმასაჟეთ. გადაივლეთ მცირე რაოდენობით (!) გრილი წყალი, ან შეგიძლიათ საერთოდ არ გადაივლოთ და პირდაპირ გაიმშრალოთ ბამბის პირსახოცით.

გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე ან კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.

შედეგი პირველი პროცედურს შემდეგ არ ჩანს, თუმცა სრული კურსის ჩატარების შემდეგ ჭაღარა საბოლოოდ დამარცხდება.


ასევე გამოგადგებათ:


1. 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის!
image

2. როგორი ვართ რეალურად - ფოტოზე როგორიც ვჩანვართ თუ სარკეში? - გაითვალისწინეთ!

image

3. რა ხდება, როცა სველი თმით ვწვებით - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. რა მოუვიდა გოგოს, რომელსაც 6 თვის მანძილზე შამპუნი არ გამოუყენებია - გამაოგნებელი შედეგი!

image

5. ამ შეცდომის გამო კარტოფილით 4 ადამიანი გარდაიცვალა! - როდის ხდება კარტოფილი მომწამვლელი

image
















0
8092
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8092
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0