ლონდონის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ, 2017-18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. მან ქართულ მოტივებეზე პირველად შექმნა კოლექცია. დევიდ კომა თბილისში დაიბადა, შემდეგ ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. დიზაინერის მაგისტრის წოდება კი ლონდონში მოიპოვა. როგორც ჩანს, იგი არ ივიწყებს თავის ფესვებს და მსოფლიოს ქართულ ტრადიციებს აცნობს. მისი თქმით; სწორედ ქართული ცეკვა "დაისი", ქალისა და მამაკაცი დრამატული დაპირისპირება და მამაკაცის ეროვნული სამოსი "ჩოხა" გახდა ინპირაციის წყარო. ![დევიდ კომას ქართულ მოტივებზე
შექმნილი კოლექცია- 2017-18 წლის
შემოდგომა-ზამთარი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017022109542279430.jpg)
ქალის სამოსში გამოყენებულია ჩოხის დეტალები. ასევე ქურთუკებს ამშვენებს ბეწვი, რაც ნაბდის იმიტაციას ქმნის. ქართველი დიზაინერის კოლექცია, მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, დევიდ კომას ორიენტირი, ყოველთვის ძლიერ ქალზეა. მისი კოლექცია გამოირჩევა თავისი დეტალებით, ქალური სილუეტის გამოკვეთით და ამავდროულად მამაცი და ძლიერი ქალის იმიჯის შექმნით. ![დევიდ კომას ქართულ მოტივებზე
შექმნილი კოლექცია- 2017-18 წლის
შემოდგომა-ზამთარი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017022110011679430.jpg)
დევიდ კომას ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ხშირად აცვია მომღერალ ბიონსეს, ასევე ჯენიფერ ლოპესს. შოუ ბიზნსის უამრავ ვარსკვლავს მათ შორის: სინდი კროუფორდს, მეგან ფოქსს, ქლოე კარდაშიანს, ჯიჯი ჰადიდს და ა.შ.
![დევიდ კომას ქართულ მოტივებზე
შექმნილი კოლექცია- 2017-18 წლის
შემოდგომა-ზამთარი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017022110092679430.jpg)
![დევიდ კომას ქართულ მოტივებზე
შექმნილი კოლექცია- 2017-18 წლის
შემოდგომა-ზამთარი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017022110074779430.jpg)
![დევიდ კომას ქართულ მოტივებზე
შექმნილი კოლექცია- 2017-18 წლის
შემოდგომა-ზამთარი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017022110083779430.jpg)