კოლექციები დევიდ კომას ქართულ მოტივებზე შექმნილი კოლექცია- 2017-18 წლის შემოდგომა-ზამთარი 2017, 21 თებერვალი, 10:12 ლონდონის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ, 2017-18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. მან ქართულ მოტივებეზე პირველად შექმნა კოლექცია. დევიდ კომა თბილისში დაიბადა, შემდეგ ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. დიზაინერის მაგისტრის წოდება კი ლონდონში მოიპოვა. როგორც ჩანს, იგი არ ივიწყებს თავის ფესვებს და მსოფლიოს ქართულ ტრადიციებს აცნობს. მისი თქმით; სწორედ ქართული ცეკვა "დაისი", ქალისა და მამაკაცი დრამატული დაპირისპირება და მამაკაცის ეროვნული სამოსი "ჩოხა" გახდა ინპირაციის წყარო. 98 4-ს მოსწონს
|