თავის მოვლა როგორ მოვუაროთ დახეთქილ ქუსლებს - მკურნალობა სახლის პირობებში 2017, 20 თებერვალი, 15:58 ბევრი ადამიანი იტანჯება ფეხის ქუსლებზე ნახეთქებით. ბზარები შეიძლება იყოს ღრმა ან ზედაპირული. ეს ნამდვილად არ გამოიყურება ლამაზად. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ თქვენ ჰიგიენას არ იცავთ და ამიტომ გამოიყურება ასე ცუდად თქვენი ქუსლები. რეალურად კი, ნახეთქების გაჩენის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: 1.პირველ რიგში, ეს გახლავთ ვიტამინების ნაკლებობა. თქვენს ორგანიზმს აკლია A და E ვიტამინი. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ თქვენი კანის სიჯანსაღეს; 2.ხშირად ამის გამომწვევი მიზეზია დიაბეტი. ამ დროს კანი შრება და შედეგად ნახეთქები წარმოიქმნება; 3.ნახეთქები შეიძლება წარმოიქმნას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, ან რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადების დროს; 4.სოკოვანი ინფექციები ქუსლის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია; 5.არაკომფორტული ფეხსაცმელი აზიანებს თქვენს კანს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყოველდღიურად მოუვლით ფეხის კანს, ნახეთქებისგან თავს დაიცავთ. ყოველ დილა-საღამოს დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით, ქუსლების გასასუფთავებლად გამოიყენეთ პემზა და გაშრობის შემდეგ, მკვებავი კრემი წაისვით. თუ არ გაწუხებთ რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, ნახეთქების მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. გამოიყენეთ სოდიანი წყლის აბაზანები, დამარბილებელი ზეთები. საჭიროა, კანის სიჯანსაღეზე ყოველდღიური ზრუნვა. გთავაზობთ ნახეთქების მკურნალობის ხალხურ მეთოდებს: უამრავ მცენარეს აქვს სამკურნალო თვისებები. გვირილას, კრაზანას ან კალენდულას 4 ს/კ გამხმარ მცენარეს, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. ინფუზიისთვის მომზადებული ნაზავი თბილი უნდა იყოს. ჩააწყვეთ ფეხები 15-20 წუთით, შემდეგ კი შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.ნახეთქების მოშუშებაში სოდიანი წყლის აბაზანებიც დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად 2 ს/კ საკვებ სოდას, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ პემზით ნაზად დაიმუშავეთ. ნარჩენების მოსაშორებლად სუფთა წყალი გადაივლეთ, შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით. თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი. თანაბარი რაოდენობის თაფლი და ზეითუნის ზეთი შეურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე. 15 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სპეციალური კრემი წაისვით. დაზიანებული ქუსლების სამკურნალოდ იყენებენ ვაშლის ძმრისა და გლიცერინის ნაზავს. 3 ჩ/კ გლიცერინს დაამატეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. ნაზავს ისვამენ კანზე, იხვევენ პოლიეთილენის პარკს და იცვამენ წინდას. საჭიროა, ნაზავის ერთი საათით გაჩერება. ამ პროცედურის გაკეთება დღეგამოშვებით შეგიძლიათ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, თქვენი კანის სტრუქტურა საგრძნობლად გაუმჯობესდება. იხილეთ აგრეთვე: როგორ მივიღოთ თმის სასურველი ფერი და რომელი საღებავით შევიღებოთ თმა?- საღებავებისა და ფერების კატალოგი როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს! რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი! 6373 7-ს მოსწონს
|