"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონები ქუთაისისკენ უკვე იმერეთის ყველა რაიონიდან დაიძრა
"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონები ქუთაისისკენ უკვე იმერეთის ყველა რაიონიდან დაიძრა. იმერეთის რაიონებიდან კოლონებს "ქართული ოცნების" ლიდერები მიუძღვებიან. ქუთაისში დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციას სამტრედიიდან ორი კოლონა შეუ
ერთდება, რომელთაგან ერთი უკვე ქუთაისშია, მეორე კი სამტრედიიდან 15.00 საათზე კახი კალაძესთან ერთად დაიძრა. აღნიშნული კოლონა 2 ათასამდე ადამიანით არის წარმოდგენილი. ქუთაისისკენ უკვე დაიძრა "ქართული ოცნების" საჩხერელი აქტივისტების კოლონაც, რომელშიც 600-ზე მეტი ავტომანქანა და მიკროავტობუსები შედის. საჩხერიდან მიმავალ კოლონას "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია და "ქართული ხმების" წევრები მიუძღვებიან.
კოალიციაში არ აკონკრეტებენ, საიდან შეუერთდება ქუთაისში დაგეგმილ აქციას ბიძინა ივანიშვილი. როგორც ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ზუსტად 18.00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ტრიბუნასთან იქნება და ხალხს სიტყვით მიმართავს.
კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.