სხვა აღარასდროს გადაყაროთ ტიკ-ტაკის კონტეინერები! 2017, 18 თებერვალი, 21:52 ვის არ უყვარს ტიკ-ტაკი?
ეს პატარა ტკბილეული საოცარია, მაგრამ, იცოდით, რომ მათი ყუთიც საოცარია? აღარ გადააგდოთ ტიკ-ტაკის კონტეინერები, თუ რატომ, ამას სტატიაში ნახავთ.
შემოგთავაზებთ 9 იდეას, თუ როგორ შეგიძლიათ ამ პაწაწინა ყუთების გამოყენება.
1. იმის გასარჩევად, თუ რას რგავთ ქინძის, ჭარხლის, კამას, პომიდორის, კიტრის, კომბოსტოს, ან სხვა ხილის, ბოსტნეულის თუ მწვანილის თესლების შესანახად ტიკ-ტაკის კონტეინერები იდეალურია. ყუთზე წარწერის გაკეთებით თქვენ გაგიმარტივდებათ თესლების ერთმანეთისგან გარჩევა. 2. ფანქრის ნათლელის ჩასაყრელი ნუ დააბინძურებთ ნათლელებით რვეულებს თუ ფურცლებს. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეგიძლიათ ტიკ-ტაკის ყუთის გამოყენებით. 3. აღარ დაკარგოთ ქინძისთავები და თმის სარჭები თმის აქსესუარებს შორის თმის სარჭი ყველაზე მარტივად დასაკარგია. მორთეთ ტიკ-ტაკი ყუთი ლამაზად და მოათავსეთ შიგნით თმის სარჭები! 4. კიდევ ბევრი რამის მოთავსება შეგიძლიათ ტიკ-ტაკის კონტეინერში ყურის ჩხირების და კბილის საჩიჩქნების შესანახად ტიკ-ტაკის ყუთი იდეალურია! 5. შეგიძლიათ, კონტეინერში საქსოვი ძაფიც შეინახოთ ეს კარგია იმისთვის, რომ ძაფის თავი აღარ დაგეკარგოთ. 6. ერთად მოათავსეთ მძივები და ბისერები შეხედეთ, რა ლამაზად არის დალაგებული მძივები! თითქოს კონტეინერი მათი პატარა სახლია. 7. ტიკ-ტაკის კონტეინერი კარგია ლენტების შესანახადაც ყუთი მოსახერხებელია ლენტების შესანახად და მათ მარტივად ამოსაღებად, თუ ლენტს თავს გარეთ დაუტოვებთ. 8. როგორც ასანთის ყუთი უბრალოდ, მიაწებეთ ზუმფარას ქაღალდი ტიკ-ტაკის ყუთის ერთ მხარეს, შიგნით კი ასანთის ღერები ჩააწყვეთ. 9. სანელებლებისთვის კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პატარა და ადვილად გასახსნელი ტიკ-ტაკის ყუთი კარგი კონტეინერია ბევრი რამის შესანახად, როგორიც არის სანელებლები, პილპილი, მარილი, ბალახეული და სხვა. 72 3-ს მოსწონს
|