სხვა ტოკიოს მოსახლეობამ დაკარგული 32,5 მილიონი დოლარი პოლიციას ჩააბარა 2017, 18 თებერვალი, 20:13 ![]() პატიოსნების და გულუხვობის ნამდვილ ატრაქციონს ტოკიოს მაცხოვრებლები მუდმივად ავლენენ, როდესაც ყოველდღიურად საშუალოდ 10 მილიონ დაკარგულ იენს აბარებენ პოლიციას.ამის შესახებ სააგენტო კიოდო ცუსიმი( 共同通信社) იუწყება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის მხრივ ნაპოვნი ფულის ჩაბარება.2016 წელს დამყარდა ამ მხრივ ახალი რეკორდი, რომელიც 1990 წლიდან იყო შენარჩუნებული.იმ წელს მოსახლეობამ 3, 5 მილიარდი იენი ჩააბარა. აქედან 2, 7 მილიარდი იენი პატრონებს დაუბრუნდათ, დანარჩენის მფლობელების პოვნა ვერ მოხერხდა, ესეც ახალი რეკორდია 1999 წლის შემდეგ.კანონის მიხედვით სამ თვეში თუ ვერ იპოვეს ფულის ან დაკარგული ნივთის პატრონი, ამის შემდეგ იგი მპოვნელს უბრუნდება. ![]() სტატიები მსგავს თემებზე იხილეთ აქ 80 6-ს მოსწონს 1-ს არა
|