x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
ფოთში ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობამდე "ფეისბუქზე" წერილი დაუტოვა შეყვარებულს
image

ფოთში ახალგაზრდა ქალი მე-7 სართულიდან გადმოხტა.35 წლის ს.ქ.-ს თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ქალმა სიკვდილის წინ პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქზე", რაც სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ თვითმკველელობის მიზეზი ღალატია.


„ეს ის ფოტოებია, რომლებიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს
მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს... კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და
რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა... უფრო სწორად არ გაწყობდა...
აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც „სულ ყველაზე ლამაზი უწოდე“... თუმცა
იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე...

არასდროს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ...
მარტივი არ არის ადამიანი ამ მდომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა...
წარმატებებს გისურვებ... ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში...
დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე...ეს დასასრულია..


imageსაქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამე მიყვანას გულისხმობს.


9
135
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
საშინელება , მიკვირს როგორ აგრძელებს სინდის დამძიმებული ცხოვრებას
2017, 18 თებერვალი, 18:39
სიყვარულის გამო ზოგი თავს იკლავს და ზოგი აქეთ კლავს..ორი უკიდურესობააა//ორივე ძალიან ცუდია,ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგიურ გადახრასთან გვაქვს საქმე... თუმცა მეორე ვარიანტი უფრო სასტიკი პათოლოგიაა..და პირველი უფრო ბევრად შეცოდებას იმსახურებს
2017, 18 თებერვალი, 18:24
მე მესმის, ჩემმა კლასელმაც მოიკლა თავი, მაგრამ მას სხვა მიზეზი ჰქონდა–რუსეთში სწავლისას წამალზე "შეჯდა" და რომ ჩამოვიდა ამის გამო დედა დაემდურა.
პირობა მისცა არ გავეკარებიო, ვერ შეასრულა და თავი მოიკლა დედას ტყუილი როგორ ვაკადრეო.
სიკვდილი არასოდეს არაა გამოსავალი...
2017, 18 თებერვალი, 18:08
მესმის, რომ აზრს ვერ შეგაცვლევინებ, მითუმეტეს, რომ მეც იგივე აზრის ვარ. მე სწორედ ადამიანური გრძნობებიდან გამომდინარე დავწერე კომენტარი, რადგან ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს ვისმა ოჯახის წევრმა თუ ნათესავმა ამ გზით დაასრულა არსებობა და ვიცი რამდენად მტკივნეულია ეს მათთვის...
2017, 18 თებერვალი, 17:58
მე ადამიანურად მესმის შენი, მაგრამ სიყვარულის, საყვარლის თუ ქმრის გამო თავის მოკვლა იდიოტობაა...
ვისაც უნდა დამძრახოს, მაგრამ მე ამით აზრს ვერ შემაცვლევინებს.
2017, 18 თებერვალი, 17:34
რელიგიას არ შევეხები, მაგრამ პირველი ფრაზა "კარგია საზოგადოება იწმინდება" საზიზღრობაა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობაზე მეც იგივე აზრის ვარ, როგორც შენ, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ამ გზით ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო... ამიტომ სამწუხაროა მსგავსი წინადადების მოსმენა ნებისმიერი ადამიანისგან...
2017, 18 თებერვალი, 17:27
მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ სამწუხაროდ არის მომენტები, როცა ადამიანის ფსიქიკა პიკს აღწევს და მეტი აღარ შეუძლიათ. ეს ნაბიჯი კი აფექტს უფრო გავს და ეს ყველაფერი წამებში ხდება, საუბარი მაქვს უმეტეს შემთხვევებზე...
2017, 18 თებერვალი, 17:07
რა სჭირს ამ ხალხს! ვის რა დააკლო ახლა თავი რომ მოიკლა ამით :/
2017, 18 თებერვალი, 16:18
კარგია, საზოგადოება იწმინდება...
არ დამიწყოთ ახლა ვინმემ არაქრისტიანულია როგორ განიკითხავო!?
თვითმკვლელებ ს არანაირი გამართლება არა აქვს, გარდა ერთი შემთხვევისა როცა მებრძოლი თავს იფეთქებს ტყვედ ჩავარდნის საფრთხის გამო.
"ბასტა"...
0 1 9