x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები

imageალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ თაფლი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. თაფლით ნაწლავების წმენდა ყველაზე ეფექტურია, მსხვილი ნაწლავის ანთებისა და კოლიტის დროს. 1ჭიქა ცივ წყალში გახსენით 1ს/კ თაფლი და მიირთვით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღის განმავლობაში, სულ 3ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით ორ კვირას შეადგენს. თაფლი ნაწლავებს შლაკებისა და მავნე ბაქტერიებისაგან წმენდს. ასევე ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვიტამინების შეთვისებასა და ჰორმონების გამომუშავებაში. ქრონიკული კოლიტის დროს, მიიღეთ თაფლისა და ვაშლის ძმრის ნაზავი. ამ რეცეპტის მომზადება მარტივია: 1ს/კ ვაშლის ძმარი გახსენით ჭიქა წყალში და დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. დღეში 3-4 ჭიქა ასეთი ნარევი უნდა მიირთვათ. კურსის ხანგრძლივობა 1-1, 5 თვეს შეადგენს. წლის განმავლობაში სასურველია 3-4 ასეთი კურსის ჩატარება.

image
ნაწლავების გაწმენდა საკვები პროდუქტებითაც შეიძლება. ამისათვის ბურღულეულის ფაფები იდელური საშუალებაა. თანაბარი რაოდენობის (ნახევარი ჭიქა) ბრინჯი და შვრია აურიეთ ერთმანეთს, დაასხით წყალი და ადუღეთ შესქლებმამდე. გადმოდგით და დაასხით 2, 5 ჭიქა წყალი. ფაფა მიირთვით სადილისა და ვახშმის დროს. რამდენიმე დღეში თქვენ თავად იგრძნობთ შედეგს. ეს ფაფა გამოდევნის ნაწლავებიდან ნარჩენებს, მავნე ბაქტერიებს, რომლებიც აზიანებენ ნაწლავებს. შეგიძლიათ ფაფა რეგულარულად მიირთვათ, ეს შეუწყობს ხელს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას.



imageეს ხალხური საშუალება საფუძვლიანად გაგისუფთავებთ ნაწლავებს. აიღეთ შავი ქლიავის ჩირი (100გრ), გარგრის ჩირი (100გრ) და ჭინჭრის გამხმარი ფოთლები (100გრ). ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ იმავე რაოდენობის ზეითუნის ზეთი და თაფლი, კარგად ამოურიეთ. ვისთვისაც ალკოჰოლი არ არის უკუნაჩვენები, შეუძლიათ დაამატონ 100გრ არაყი. ეს ნარევი ინახება მაცივარში, შუშის ბოთლში. მიიღეთ ღამით, 2-3 ს/კ ჭამიდან სამი საათის შემდეგ და დააყოლეთ 300მლ თბილი წყალი. 7-10 საათის განმავლობაში, ნახავთ როგორ მუშაობს ეს რეცეპტი. კურსის ხანგრძლივობა ერთი თვეა. განმეორებითი კურსის ჩატარება, 6თვის შემდეგ შეიძლება. imageღვიძლისა და ნაწლავების გაწმენდის კიდევ ერთი ხალხური საშუალება: 0, 5 კგ შავი ქლიავის ჩირს (კურკების გარეშე), დაუმატეთ 140გრ ხოლოსასი (იყიდება აფთიაქებში) და 50 გრამი ანწლი. მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ. 20-30 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, გადმოდგით და გაგრილების შემდეგ მაცივარში შეინახეთ. მიირთვით ღამით, ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ეცადეთ დილამდე არაფერი არ მიირთვათ. ამ საშუალებით, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

0
14108
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
14108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0