x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამდვილი კატის კოდექსი

image


კატა – სახლში მთავარია! მაგრამ მას, საკუთარი კოდი აქვს, რომელსაც ყოველთვის იცავს, რომ ღმერთმა არ ქნას, და მომდევნო ცხოვრებაში, ადამიანად დაიბადოს! მისი მოვალეობა და ვალდებულება კი ასეთია:


1. კატამ ადამიანი სახლის მცენარეებისგან უნდა დაიცვას.image


2. კატა მუდმივად უნდა ზრუნავდეს, რომ პატრონი ფორმაში იყოს. მას ბინაში მოძრაობას და დახრას აიძულებს, კალმების, ფანქრების, წინდების და სხვა, მის მიერ დაყრილი ნივთების შესაგროვებლად.image


3. კატას მაგრად უნდა ეჭიროს კბილებით კალამი, ან ფანქარი, ვიდრე ადამიანი რაღაცის დაწერას ცდილობს.image


4. კატამ მუდმივად უნდა მოაწყოს მაცივრის შემოწმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ამის წინააღმდეგია. image


5. კატამ ყოველ ღამე უნდა შეამოწმოს, ხომ არ შეძვრა პატრონის საბნის ქვეშ გველი, ან მავნე მწერი.image


6. კატა, დრო და დრო, ცირკის წარმოდგენაში, მოულოდნელად მონაწილეობისთვის ვარჯიშობს. ამისათვის ის, სახლის "გუმბათის" ქვეშ დაფრინავს, ჭაღზე ხტება და ავეჯის თავებზე დადის.image


7. კატა ადამიანს საწოლის გაშლაში უნდა დაეხმაროს.image


8. კატას უნდა ახსოვდეს, რომ ძილი ადამიანებისთვის – დროის კარგვაა... ამიტომ, როგორც კი, მას მძინარეს დაინახავს, სასწრაფოდ მუცელზე, ან თავზე უნდა დაახტეს.image


9. კატამ ადამიანისგან ცუდი სიზმრები უნდა განდევნოს. თუ ის შეამჩნევს, რომ პატრონი საწოლში ხშირად ტრიალდება, მაშინვე უნდა მივიდეს და გააღვიძოს.image


12. კატამ უნდა იმღეროს, რომ ადამიანს სიხარული მოუტანოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმღერა მოსაწყენია.image


13. კატამ უნდა შეამოწმოს, რა მიზეზით დატოვა ვიღაცა უჯრა ღია.image


14. კატამ უნდა იცოდეს, რა არის ყველა ყუთსა, თუ ჩანთაში... და პირადი გამოცდილებით ნახოს, თუ რამდენად კომფორტული და კარგია იქ ყოფნა.image


15. კატას უნდა ეძინოს, პატრონის, მისი ყველა ნათესავის, მეგობრის და მეზობლის, ერთად აღებულის, ნაცვლად.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ორთოგრაფიული შეცდომა, რომელიც ომების მიზეზი გახდა

* რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი არც ყოფილიყო

* შეიძლება ბევრი რამ მოიკლოთ, მაგრამ ამაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0