თავის მოვლა რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? 2017, 17 თებერვალი, 13:35 გასტრიტი კუჭის ლორწოვანი შრის ანთებაა, რომელიც სხეულის ფუნქციებს არღვევს. გასტრიტის საწყის ეტაპზე ნელდება საკვების მონელება, რაც იწვევს ენერგიის დაკარგვასა და ზოგად სისუსტეს. გასტრიტი, როგორც ყველა დაავადება, შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. გარდა ამისა, გამყოფენ კუჭის მაღალი, დაბალი და ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტს.
გასტრიტს შეიძლება მე-20 საუკუნის სენი ეწოდოს, რადგან მისით ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზარდები. საქართველოს მოსახლეობის 50% მაინც დაავადებულია გასტრიტით. არსებობს გასტრიტის გამომწვევი შიდა და გარე მიზეზები. მწვავე ანთების დროს ხდება კუჭის ლორწოვანის მჟავების, ტუტეების და სხვა ქიმიური ნივთიერბებით დაზიანება. გასტრიტს ახასითებს შემდეგი სიმპტომები: სიმძიმის შეგრძნება; გულძმარვა; ღებინება; დიარეა ან ფაღარათი; შეშუპება; მეტეორიზმი; პირის ღრუში უსიამოვნო სუნი. ქრონიკული გასტირტის შემთხვევაში ვითარდება ატროფია. ჯანსაღი უჯრედების ადგილას პათოლოგიური უჯრედები წარმოიქმნება. ეს ხდება კუჭის წყლულისა და სიმსივნური წარმონაქმნის მიზეზი. გასტრიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს; მათ შორის ალკჰოლიზმი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთირებების მიღება: აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), ანალგინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, იბოქსიკამი და ა.შ. არასწორი კვება, ჰელიკოპილორით ინფიცირება და სხვა უამრავი მიზეზი. გასტირის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლისა და ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების მიღება. საჭიროა, დაიცვათ დიეტა. საკვები პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მიირთვათ გასტრიტის დროს: კივი, ატამი, შოკოლადი, ნიორი, ნაყინი, კაკალი, ნუში, თხილი, მარცვლოვნები, ყურძენი, არაქისი, ხორცის შემცველი პროდუქტები, ღორის ხორცი, იხვისა და ბატის ხორცის, სალა, ხორცისა და თევზის კონსერვები, პილმენი, ღვიძლი. საკვები პროდუქტები, რომლებიც, აუცილებლად უნდა მიირთვათ: ქათმის ხორცისა და თევზის ბულიონები, ხილი, კენკრა, რძის ნაცვლად მიირთვით რძის შემცველი პროდუქტები (კეფირი, მაწონი), ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი, წიწიბურა, შვრიის ფაფა, ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი, მსუბუქი ჩაი. გთავაზობთ გასტრიტის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს: ზეითუნის ზეთი- ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გასტრიტის სამკურნალოდ. დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა უგაზო, მინერალური წყლით, 30 წუთის შემდეგ დალიეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი და ისევ, 30 წუთის შემდეგ, მიირთვით საკვები. ზეითუნის ზეთის მიღება, ჭამამდე, დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ. თუმცა, არა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ზეითუნის ზეთს აქვს ნაღველმდენი ფუნქცია და მისი ხშირი გამოყენება დაუშვებელია; თაფლი- გასტიტისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი საშუალებაა. 1ჩ/კ თაფლი გახსენით თბილ და არა ცხელ წყალში და მიირთვით ყოველ დილით, ჭამამდე, 30წუთით ადრე და ყოველ საღამოს ანალოგიურად. უმჯობესი იქნება, თუ ყავვილების ან მთის თაფლს გამოიყენებთ, მკურნალობის კურსი ერთი თვე; ოროვანდის ფესვები- 1 ს/კ ოროვანდის ფესვს დაახით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. დადგით 12 საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1ჭიქა დღეში 4ჯერ; კარტოფილის წვენი- დილით ადრე, მიირთვით ერთი ჭიქა, ახალგამოწურული, კარტოფილის წვენი. დაწექით ნახევარი საათით და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ საკვები. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. ასეთი სამი კურსის ჩატარებაა საჭირო. აუცილებლად დაიცავით კურსებს შორის 10 დღინი შუალედები. საჭირო დიეტისა და მკურნალობის კურსის გავლის შემთხვევაში, სიმპტომები ნელ-ნელა გაქრება და კუჭ-ნაწლავიც ნორმალურად იფუნქციონირებს. 13310 5-ს მოსწონს |
tempo60@mail.ru