x
image
ლეელ
თუ ყური გაქვთ ისმინეთ, თუ გონება - იაზროვნეთ.

image

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი, საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს სტატუსს:"თუ ყური გაქვთ ისმინეთ, თუ გონება - იაზროვნეთ."




დღეს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თითქოს მათ არ უთქვამთ, მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებულ ბრალში საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირის მკვლელობის მომზადებაზე იყო საუბარი.
„ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საუბარი ეხება ერთ-ერთ პირს პატრიარქის გარემოცვიდან-ო: (სავარაუდოდ აქცენტი შორენა თეთრუაშვილზე გადააქვთ)
გთავაზობთ ქრონოლოგიურად იმ განცხადებების შინაარს, რომელიც ამ დღეებში გააკეთეს ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა.
1. 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება".
იმავე დღესვე ბრიფინგს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ:
2. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ტრაგედიას გადავრჩით. ეს ტრაგედია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა. ყველა ჩვენთაგანისთვის ეს ეროვნული ტრაგედია იქნებოდა. დანაშაული, რომელიც მთავარი პროკურორის განცხადებიდან ჩანს, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული”
3. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა...
...გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს".
3. ვიცე პრემიერიმა კახი კალაძემ კი თქვა, რომ "ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე".
4. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით კი, "ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც კოორდინირებულად იმუშავეს და რაც მთავარია, იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი".
პ.ს. გაქვთ რაიმე კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მზაკვრობას გეგმავდა, მამალაძე კი არა, ხელისუფლება?
ჩვენ ნამდვილად გადავრჩით მეგობრებო. საზოგადოებას ეყო გონება რაციონალური დასკვნების გამოსატანად და არ წამოეგო იმ პროვოკაციას, რომელსაც შეეძლო სავალალო შედეგებამდე მივეყვანეთ.
მათ, ისრის სანაცვლოდ გვესროლეს ბუმერანგი, რომელიც უკან დაუბრუნდათ და ახლა ცდილობენ, საკუთარი ხელით დადგმული ავანტიურიდან თავის დაძვრენას.
ვერ შედგა ერისა და ეკლესიის შუაზე გახეთქვა, რის შემდეგაც ოლიგარქი ადვილად დაიმორჩილებდა კიდევ ერთ ინსტიტუციურ შემადგენლობას, რომლის მართვაც სანუკვარ ოცნებად ექცა. მათ შესძლეს წყლის ამღვრევა, თუმცა ის თევზი, რომელიც სურდათ დაეჭირათ, ხელიდან გაუსხლტათ.
მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის გრანდიოზული მასშტაბის მზაკვრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.


image

1
118
3-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
118
  
2017, 17 თებერვალი, 10:29
ოხ გაგიკვირდეთ ეხლა , რა არის ახალი იმაში რო აცხადებენ ერთს გამოდის მერე მეორე და ამბობს "არა ესე არ უთქვიაო" დაუდებ წინ ჩანაწერს და გამოვა მესამე და იტყვის "ეგ არ იგულისხმაო"
0 1 1