x
image
ნინიკ
კანადის "ცრემლიანი გზატკეცილი"-მისტიური მკვლელობების ადგილი
imageსაიდუმლოებით არის მოცული კანადის ერთ-ერთი გზატკეცილი, სადაც დაახლოებით 50 ქალი (ახალგაზრდები უფრო) გაუჩინარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ბევრი მიიჩნევს, რომ მე-16 გზატკეცილზე, რომელიც პრინც ჯორჯის და პრინც რუპერტის გზატკეცილებს შორის მდებარეობს, ჩადენილი დანაშაულები სერიული მკვლელის ნამოქმედარია, რომელიც ქალის სხეულებზე ლოცულობს და მსხვერპლად წირავს. ამიტომაც ამ გზატკეცილს მეტსახელად -"ცრემლიან გზატკეცილსაც" ეძახიან.

მაგრამ პოლიციას არ გამოუვლენია დამნაშევე მთელი ამ წლების განმავლობაში და ამბობენ, რომ ეს შემთხვევები შეიძლება უბრალოდო კანადის უდაბნოების მკაცრ კლიმატს უკავშირდებოდეს, რაც ნაკლებად დასაჯერებელია.image

ბოლოს, ამ ადგილიდან 2011 წლის 20 ივლისს, გაქრა 20 წლის Madison Scott-ი, რომლის კვალსაც პოლიციამ დღემდე ვერ მიაგნო.


გოგონას მშობლები დღემდე ეძებენ მას და ნებისმიერი დამხმარე ინფორმაციის შემთხვევაში 100 000 დოლარიან ჯილდოს პირდებიან.

მსხვერპლთა უმეტესობა ამ ადგილებში ცხოვრობს და ხშირად უწევდათ ამ ადგილზე გავლა, რაც მათ უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს. ამის გამო ბევრი ქალბატონი არიდებს თავს ამ გზატკეცილს, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ.

დაკარგულების ოჯახის წევრები უკმაყოფილები არიან, რომ პოლიცია საკმარის გამოძიებას არ ატარებს და ამიტომ თავად ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას- "ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ამის ახსნის რაიმე საშუალება და ვინმე დაგვეხმარება ამაში. პოლიციას უნდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ გვინდა პასუხი კითხვაზე: სად არიან ჩვენი შვილები? ".

imageimage

1
111
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
111
  
0 1 1