x
image
ნინიკ
ბულგარეთში ვამპირის ჩონჩხი აღმოაჩინეს
image"თუ თქვენ ფიქრობთ რომ ვამპირი უბრალოდ მითია და გამოგონილი- დაფიქრდით"-ასეთი სათაურის სტატია გამოქვეყნა MailOnline-მა .
არქეოლოგებმა ბულგარეთში აღმოაჩინეს ორი სკილეტი, რომელიც შუა საუკუნეების იქნება და რომელთაც მკერდში რკინის სოლები ჰქონდათ ჩარჭობილი, რომ ცოცხალ მკვდრებად არ გადაქცეულიყვნენ (როგორც ლეგენდები მოგვითხრობს).
აქედან კარგად ჩანს, რომ ცენტრალური ევროპის მოსახლეობას, როგორ მტკიცედ სჯეროდათ ვამპირების და მათი ტრანსფორმაციის.
ორი სკილეტი, რომელთა ასაკი 800 წელია, როგორც ირწმუნებიან, აღმოაჩინეს მონასტრის ახლოს ბულგარეთის შავ ზღვასთან, ქალაქ Sozopol-ში. image

ბულგარეთის ნაციონალური მუზეუმის უფროსი Bozhidar Dimitrov-ი ამბობს: "ეს ორი სკილეტი, ილუსტრაციას უკეთებს იმ ფაქტს რაც იყო გავრცელებული მე-20 საუკუნემდე ბულგარეთის სოფლებში. ადრე სჯეროდათ, რომ ადამიანი რომელიც ცუდი იყო სიცოცხლეში, შეიძლება ვამპირად გადაქცეულიყო სიკვდილის შემდეგ, ამიტომაც მკერდს ხის ან რკინის სოლით უპობდნენ სანამ დაასაფლავებდნენ. ამას ადასტურებს ის, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში 100 სკილეტი აღმოაჩინეს, ესეთივე მდგომარეობაში ბულგარეთში. აღსანიშნავია რომ "ვამპირები" ხშირას არისტოკრატები და კლერკები იყვნენ. ასევე აღმოჩენილ ჩონჩხებს შორის არც ერთი არ არის ქალის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბულგარელებს ალქაჯების არ ეშინოდათ"- ამატებს Dimitrov-ი.

თუმცა გასულ თვეს იტალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ქალი "ვამპირის "ჩონჩხი ვენეციაში, რომელსაც აგური ჰქონდა ყბებს შორის ჩადებული.

ფლორენციის ანთროპოლოგი Matteo Borrini-ი ამბობს:" ეს ჩონჩხი, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება, არის პირველი მტკიცება იმისა თუ როგორ ებრძოდნენ ვამპირებს შუა საუკუნეებში და როგორ მტკიცედ სჯეროდათ მათი არსებობის".


imageimageimageimage

9
2079
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
2079
  
2016, 26 ივნისი, 16:22
დავიჯერო ეხლა ეს მართალია?
2013, 1 მარტი, 11:40
ვამპირი არა ს...რი,კიდე გჯერათ ზღაპრების??? )))))
2013, 11 თებერვალი, 21:11
ჟურნალისტმა ალბათ არ იცის სკილეტი ქართულად ჩონჩხი რომაა
2012, 11 ივნისი, 23:41
ფაქტია რომ ხალხს ადრე სჯეროდათ :))))
2012, 8 ივნისი, 21:38
შეიძლება იყვნენ მაგრამ კბილები ნამდვილად არ მგონია გაზდოდათ და ასე შემდეგ
2012, 8 ივნისი, 20:13
არა მგონი არის აბა ვინ მოიგონებდა ისე...
2012, 6 ივნისი, 21:39
ვამპირი არა ნეფხვი სულ გამოზიგმუნდნენ ეს ბულგაარელები
2012, 6 ივნისი, 20:05
არა ეს ბოლო სურათი მაგარი პრიკოლია :D :D :D
0 1 9