სხვა ბეგონია – მოვლა, გამრავლება, დაავადებები და მკურნალობა 2017, 17 თებერვალი, 11:25 ოთახის მცენარეებს შორის, ბეგონია, ალბათ, ყველაზე პოპულარული მცენარეა. ამ უმშვენიერესი მცენარის სამშობლო ასამა (ინდოეთის ჩრდ-აღმ.) არის. ის ევროპაში პირველად, 1858 წელს, დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა. ხოლო შემდეგ, უკვე მალაიზიიდან, გასული საუკუნის 40-იან წლებში, მცენარის სხვადასხვა სახეობა, ისევ ბრიტანეთში შეიტანეს და სწორედ ამ მცენარეებმა მისცეს საწყისი ბეგონიას დღეს არსებულ მრავალრიცხოვან ჰიბრიდულ ჯიშებს. დეკორატიულ-ფოთლოვანი ბეგონია ვერ დაიკვეხნის ლამაზი ყვავილებით. მისი მთავარი ღირსება – ფერადი და უჩვეულო ფორმის ფოთლები არის. ამ ჯგუფის მცენარეებში, უპირობო ფავორიტი სამეფო ბეგონიაა – დიდი ფოთლებით, რომელთა ფერი, ვერცხლისფერიდან – წითელში, გრადიენტულად გადადის. დეკორატიულ-ყვავილებიანი ბეგონია, უნიკალური სილამაზის და მრავალფეროვანი ყვავილების გამო, ძალიან მოსწონთ ლანდშაფტის დიზაინერებს. მათი განსაკუთრებით საყვარელი სახეობა, ღია გრუნტის სახეობებს შორის, რომელიც პირველ ყინვებამდე ყვავის – ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია არის. ყვავილობის დროს, ის ცოცხალ ხალიჩას ქმნის, ყველა შესაძლებელი ფერთა გამით. თუ ქოთნის დიდი მცენარეები მოგწონთ, ლამაზი ყვავილებით, მაშინ არჩევანი ბეგონიების დეფოფალზე – მარჯნის ბეგონიაზე უნდა შეაჩეროთ. ეს მცენარე, თავისი კასკადისებური წინწკლებიანი ფოთლებით, მაშინაც კი ლამაზია, როდესაც ყვავილები არა აქვს. ბეგონია მარჯნის პირობები მცენარისთვის თუ გინდათ, რომ სახლის პირობებში, ბეგონიამ თავი კარგად იგრძნობს, ის დასავლეთის და აღმოსავლეთის ფანჯრის რაფებზე უნდა მოათავსოთ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაისიდან ოქტომბრამდე მას არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივები, წლის დანარჩენ დროს – მზეზე უნდა იდგეს. გრუნტი და ქოთანი. ბეგონიასთვის გრუნტუ, თანაბარი რაოდენობით, 4 კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს. ეს კომპონენტებია: სათბურის მიწა ოთახის მცენარეებისთვის; ორგანული სასუქი ნაკელის და წყალმცენარეების საფუძველზე; ტორფი; მცირე ზომის მდინარის ქვიშა, კარგი დრენაჟისთვის; რაც შეეხება ქოთანს – მისი დიამეტრი 14 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. განათება. ყვავილოვან ჯიშებს დიდი რაოდენობის სინათლე ესაჭიროება. ზაფხულის ცხელ დღეებში, მას მსუბუქად უინდა მოუჩრდილოთ, რომ მცენარე არ დაიწვას. დეკორატიულ–ფოთლოვან მცენარეებს კი ამდენი სინათლე არ ესაჭიროებათ. ამ ჯიშებს, უფრო მეტად, ჩრდილი და ნახევრადჩრდილები მოსწონთ. ტემპერატურა. ბეგონიას ძალიან მაღალი ტემპერატურა არ მოსწონს. ზაფხულში ოთახის ტემპერატურა +21-23° С არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ზამთარში – +15-18° С უნდა იყოს. ტენიანობა. მცენარის სამშობლოში ნოტიო კლიმატი არის და ევროპაში “გადმობარგებული" ბეგონია, თავის ჩვევებს არ ღალატობა. მას მაღალი ტენიანობის ატმოსფერო ესაჭიროება. მაგრამ, მცენარეზე წყლის მისხურება რეკომენდირებული არ არის – წყლის ფოთოლზე მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება, მუქი ფერის ლაქები გაჩნდეს. საუკეთესო ვარიანტი მცენარისთვის, ქოთნის ნოტიო ხრეშზე (კენჭებზე) დადგმა არის. ამასთან, წყალი კონტეინერში იმდენი უნდა ესხას, რომ ქოთნის ძირი არა სველდებოდეს (შენიშვნა: კენჭების ზედა ფენა მშრალი უნდა იყოს. ქოთნის ძირი წყალში თუ იდგება, ფესვი სუნთქვას ვერ შეძლებს და მცენარე გახმება). კონტეინერიდან აორთქლებული წყალი, სავსებით საკმარისი იქნება, მცენარისთვის საჭირო ნოტიო მიკროკლიმატის შესაქმნელად. მორწყვა. ბეგონიას ძალიან უყვარს ნოტიო ნიადაგი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ცხელა. ყურადღება მიაქციეთ ნიადაგს – როგორც კი ის 1-1, 5 სმ-ზე გაშრება – მორწყეთ, წინა დღით აღებული (+20° С) წყლით. ზაფხულში კვირაში 2-ჯერ მაინც დასჭირდება წყლის დასხმა. ზამთარში მორწყვა შეამცირეთ – კვირაში ერთხელ საკმარისი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მცენარე ბაღში დგას, ზამთარში მორწყვა საერთოდ არ უნდა. სასუქი. სასუქის მიცემა ბეგონიასთვის აპრილიდან აგვისტოს II ნახევრამდე არის საჭირო. სასუქი თხევადი უნდა იყოს და 10-14 დღეში ერთხელ, წყალთან ერთად უნდა მიაწოდოთ. რაც შეეხება სასუქის სახეობას, ის მცენარის კლასის მიხედვით უნდა შეურჩიოთ: ფოთლოვან მცენარეებს სასუქი ფოთლების ზრდისთვის და ხარისხის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება და ამიტომ, ის აზოტს უნდა შეიცავდეს. ხოლო, ყვავილოვანი ჯიშებისთვის, აუცილებელია კალიუმ-ფოსფორიანი სასუქი, რომ ყვავილის ზრდა-განვითარების სტიმულირება მოახდინოს (1-2 გრ. სასუქი – 1 ლ. წყალზე). გადარგვა. თუ ბეგონიას გადარგვა გინდათ, ეს გაზაფხულის დასაწყისში უნდა გააკეთოთ და იმ შემთხვევაში, თუ მცენარის ფესვები მთელს ქოთანს დიკავებს. გადარგვის დროს, ძალიან ძლიერ არ აჯანჯღაროთ სუბსტრატი, რადგან მცენარეს საკმაოდ მყიფე ფესვები აქვს და შეიძლება სულ ადვილად დაიმტვრეს. ქოთნის ფსკერზე მოათავსეთ სადრენაშო ფენა. ეს შეიძლება იყოს ნიჟარები და მსხვილი ქვიშა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსუბუქმა ქოთანმა დიდი ზომის მცენარე შეიძლება ვერ დაიკავოს, ამიტომ რეკომენდირებულია მძიმე, კერამიკული ქოთნის გამოყენება. და კიდევ, ბეგონიას ძალიან ეშინია ორპირი ნიავის, ვერ იტანს თამბაქოს კვამლს და მაღალ ტემპერატურას. გამრავლება. ფოთლებით მცენარის გამრავლება, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება: ამოირჩიეთ ყველაზე კარგი ფოთოლი > გამოაჭერით 2 სმ-იანი კვადრატები ორივე მხარეს ან ფოთლი დანით ჩაჭერით 5 მმ-ზე, ფოთლის ძარღვიან ადგილებზე. მაგრამ ბევრ ადგილზე ჩაჭრა არ შეიძლება, თორემ შეიძლება დალპეს > ფოთოლი ჰორიზონტალურად უნდა მოათავსოთ ნოტიო სუბსტრატზე, რომელიც ფხვიერი და მსუბუქი იქნება. ხოლო ზედა ფენა, აუცილებლად, მდინარის ქვიშა უნდა იყოს > ხელით მსუბუქად დააწექით მას, რომ ფოთოლი მიწას კარგად მიეკრას > ჩაჭრილი ადგილები უფრო მეტად ჩაამაგრეთ (1-2 მმ) მიწაში (კარგი იქნება, თუ ფოთოლს მავთულებით ჩაამაგრებთ. ამისთვის, მავთული დაჭერით 2 სმ. სიგრძის ნაწილებად, გადაღუნეთ და ფოთოლში ჩაარჭეთ) > დადგით გამზადებული კონტეინერი ჩრდილში. ახალი მცენარეები 1-2 თვის შემდეგ გამოჩნდებიან.
მართალია, მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე წელია, მაგრამ თუ გინდათ, რომ ის ლამაზად გამოიყურებოდეს, ყოველ წელს უნდა განაახლოთ, ზემოთ აღწერილი მეთოდით, რადგან ბეგონია ასაკის მატებასთან ერთად, გარეგნულ მიმზიდველობას კარგავს. დაავადებები. თუ მცენარეს ცენტრალურ ნაწილში ან ქვედა ფოთლებზე ფქვილისებურ ნამს და ლპობის ნიშანს შეამჩნევთ, ე.ი. მეტისმეტად ბევრ წყალს ასხავთ. მოაცილეთ დაზიანებული ფოთლები და მორწყვა შეამცირეთ, რადგან სოკოვანი მავნებლები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ხოლო გადაჭრის ადგილები ანტისეპტიკური საშუალებებით დაამუშავეთ, მაგ., შეიძლება ამისთვის “ბრილიანტის მწვანე" გამოიყენოთ. თუ ბეგონიას ფოთლები რომელიმე მხარისკე აქტიურად იწევს და თან ყვითლდება – ის სინათლის ან სასუქის ნაკლებობას განიცდის. მცენარეზე ნაცრისფერი ობის გაჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ოთახი ცუდად ნიავდება და მეტისმეტად მაღალია ტენიანობა არის. თუ ფოთოლს კიდეები მოახმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე ტენის ნაკლებობას განიცდის ან მოჭარბებული სინათლის გავლენის ქვეშ იმყოფება. ბეგონიას დახვეული ფოთლები, ტენის ნაკლებობაზე და მისთვის, ჰაერის მეტისმეტად მაღალ ტემპერატურაზე მიუთითებს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ბარაქის ხის თავისებურებები და მოვლის წესები * ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს! * უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს * სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო * ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს 7000 11-ს მოსწონს
|