თავის მოვლა 7 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ლამაზი და მკვრივი მკერდისთვის 2017, 16 თებერვალი, 20:57 ![]() ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * მეომრის პოზა ![]() 1. ფეხები დადგით ერთმანეთისგან შორს, ერთმანეთის პარალელურად. 2. მარცხენა ფეხი 90 გრადუსით უკან გასწიეთ. 3. მარჯვენა ფეხი მყარად უნდა გედგათ. აწიეთ მკლავები მხრების გასწვრივ. მიატრიალეთ თავი ისე, რომ მაჯას უყურებდეთ. 4. გაიმეორეთ 7-10-ჯერ და შემდეგ იგივე მარჯვენა მხარეს გააკეთეთ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * სამკუთხედის პოზა ![]() 1. დადგით ფეხები განზე. მოაბრუნეთ მარცხენა მხარე 90 გრადუსით და მარჯვენა - 15 გრადუსით. 2. შეეხეთ მარცხენა კოჭს მარცხენა ხელით (დროთა განმავლობაში იმასაც შეძლებთ, რომ გაშლილი ხელისგულით შეეხოთ იატაკს) და გაჭიმეთ მარჯვენა ხელი ზევით. მუხლები და ხერხემალი გაჭიმულ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ. 3. აწიეთ თავი მაღლა და უყურეთ თითებს. შემდეგ გაიმეორეთ იგივე მოძრაობები მეორე მხარეს. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * კობრას პოზა ![]() 1. დაწექით მუცელზე და შეისუნთქეთ ღრმად. ზედა ტანი ნელა აწიეთ მაღლა და ქვედა ტანი იატაკზე დატოვეთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო. წონასწორობა გადაანაწილეთ ფეხებზე და მკლავებზე. 2. აწიეთ თავი და იყურეთ მაღლა. 3. ნელა ამოისუნთქეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ყოველი გამეორებისას, ეცადეთ, უფრო დიდ ხანს დარჩეთ კობრას პოზაში. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * რკალის პოზა ![]() 1. დაწექით მუცელზე, ამოისუნთქეთ, მოღუნეთ მუხლები და აწიეთ ისე, რომ თავს ზევით მოგექცეთ. სცადეთ კოჭების ხელით დაჭერა. 2. ისევ ნელა ამოისუნთქეთ და ეცადეთ, მკლავებით ფეხები იმდენად აწიოთ მაღლა, რამდენადაც შეგიძლიათ. ბარძაყები და მკერდი იატაკისკენ უნდა გქონდეთ და წონასწორობა მუცელზე დაწოლით უნდა დაიცვათ. 3. სცადეთ ამ პოზის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * ბორბლის პოზა ![]() 1. დაწექით ზურგზე, მოათავსეთ ფეხები მხრებზე ოდნავ განზე, შემდეგ აწიეთ დუნდულები. 2. ხელისგულები დადეთ თითებით სახისკენ. ამოისუნთქეთ და ეცადეთ, მკერდი და ბარძაყენი იმდენად მაღლა ასწიოთ, რამდენადაც შეგიძლიათ. 3. სცადეთ, ძალა გადაიტანოთ ხელებზე. დარჩით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * ყირაზე დგომა ![]() 1. დაჯექით მუხლებზე და დადეთ წინამხრები იატაკზე. გადააჯვარედინეთ თითები თასისებურად (როგორც ფოტოზეა), შემდეგ კი მოათავსეთ თავი ამ "თასში". 2. მოკეცეთ მუხლები, ამოისუნთქეთ და აწიეთ ფეხები ჰაერში. 3. გაჭიმეთ ფეხები და დარჩით ამ პოზაში 30 წამიდან 2 წუთამდე, როგორც შეძლებთ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * აქლემის პოზა ![]() 1. დადექით მუხლებზე და მოათავსეთ ფეხები ერთად. 2. ნელა გადაიხარეთ უკან და ხელებით შეეხეთ ქუსლებს. გადაწიეთ ზურგი თაღისებურად და დაჭიმეთ ნეკნების არე. თავი გადაწეული უნდა იყოს იატაკისკენ. 3. დარჩით ასე 30 წამის განმავლობაში და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. 1181 3-ს მოსწონს
|