რჩევები როგორ შევუხამოთ მარსალის ფერი სხვა ფერებს 2017, 15 თებერვალი, 16:26 მარსალის ფერი - ეს არის მუქი ფერი - მიღებული კონიაკის ფერის და წითელის შერევის შედეგად. ტრადიციულად მარსალის ფერს უხამებენ შავ ფერს. ლამაზი ანსამბლის მისაღებად შეიძლება ამ ფერის კომბინირება კრემისფერთან, ქვიშის და ყავის ფერებთან. ეს კლასიკური შეხამება ძალიან ეფექტურად გამოიყურება. კარგად ეხამება მარსალის ფერი ნაცრისფერს. იქ, სადაც არის მარსალის ფერის ტანისამოსი და აქსესუარები, კლასიკური შეხამება
თუ გავიხსენებთ შემოდგომის ტყის ფერების გამას, ძალაუნებურად გონებაში მაშინვე წარმოგვიდგება წითელი-ყვითელი-მწვანე-მეწამული ფერები. თუ არა ბუნებამ, ვინ იცის, როგორ შეუხამოს ერთმანეთს იდეალურად სხვადასხვა ფერები? ბუნების კარნახის გამოყენებით შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ მარსალის ფერი არაჩვეულებრივად ეხამება მუქ მწვანეს, მოყვითალო-ყავისფერს და მდოგვისფერს.
მარსალის ფერს მშვენივრად შეეხამება ზეითუნის ბუნებრივი ფერები.
საკმაოდ არაჩვეულებრივად გამოიყურება მარსალის ფერი სალათისფერთან.
ეფექტური ანსამბლის შესაქმნელად შეიძლება მარსალის ფერი შევუხამოთ ვარდისფერს და ნარინჯისფერს.
ძალიან თამამი გადაწყვეტილება იქნება, თუ მარსალის ფერს შევუხამებთ ცისფერს, ფირუზისფერს და ზღვისფერს. ასეთი კომბინაცია ძალიან ეფექტურად გამოიყურება და თქვენს გარდერობს ძალიან მრავალფეროვანს გახდის, გარდა ამისა თქვენს განწყობილებას გაახალისებს ნათელი ფერებით.
უნდა ავღნიშნოთ, რომ მარსალის ფერი არის საკმაოდ მკვეთრი ფერი, ამიტომ ფერთა ანსამბლი უნდა იყოს ჰარმონიული და არ გამოიყურებოდეს გადამეტებულად, არ უნდა იყოს გადატვირთული ამ ფერით. ეფექტურობისთვის და ამავდროულად ბალანსის დაცვისათვის, უმჯობესია საბაზისო მარსალის ფერს დაემატოს იმავე ფერის რაიმე აქსესუარი, მაგ ჩანთა და ქუდი (არ დაგავიწყდეთ ანალოგიური ფერის პომადა და ლაქი).
ქალბატონებო გისურვებთ იყოთ ლამაზები, ფერადები და ბედნიერები!
83 1-ს მოსწონს
|