ყოველ ქალს და გოგონას კარადაში შეიძლება აღმოაჩნდეს დაძველებული სვიტერი, რომელიც ოდესღაც ძალიან უყვარდა, მაგრამ მისი დრო წავიდა. სამაგიეროდ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, მაღაზიაში წასვლის და ახლის შესაძენად დიდი თანხის გადახდის ნაცვლად გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია.
ბევრს ეხერხება ჭრა-კერვა და ქსოვა, მაგრამ მათი არ ცოდნის შემთხვევაშიც, თუკი მოინდომებთ, შეძლებთ რამდენიმე მარტივი ხერხით სვიტერების ახლებურად გადაკეთებას და გამოყენებას (უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ დახმარებისათვის მას ვისაც ეს ეხერხება).
ძველი სვიტერები თქვენ შეგიძლიათ გადააკეთოთ კაბებად, ქვედაბოლოებად, ბლუზებად, ხელთათმანებად, ასევე გამოიყენოთ ცხოველების საწოლის დასამზადებლად, სხვადასხვა ნივთების და დეკორაციების გასაფორმებლად.
ასე, რომ მიაშურეთ კარადებს და გადახედეთ თქვენს გარდერობს, რათა ძველი სვიტერები ისევ გამოიყენოთ.