ადამიანები, რომელთა არსებობაც წარმოუდგენელია და რას შეადგენს მათი შემოსავალი. თვალებს არ დაუჯერებთ!
2017, 12 თებერვალი, 2:21
მსოფლიოში 7 მილიარდამდე ადამიანია და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალურია. თუმცა არსებობენ ერთეულები, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიშნით ხასიათდებიან. მათ აღტაცებაში მოჰყავთ დანარჩენი ადამიანები, რადგან აქვთ რაღაც ისეთი, რაც არათუ დამახასიათებელი, არამედ საკმაოდ უჩვეულო და გასაოცარია ჩვეულებრივი მოკვდათათვის. მაშ ასე, დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ ადამიანს და გაგაცნობთ, თუ რამდენს შეადგენ მათი შემოსავალი Youtube არხებიდან. 1) პია მარტელი ( შემოსავალი Youtube-დან: $25, 186 ) პია დაიბადა კალიფორნიაში. მისი თქმით მან ბავშვობდიანვე იცოდა, რომ მამაკაცის სხეულში გამომწყვდეული ქალი იყო. ამიტომ გადაწყვიტა სქესი შეეცვალა. თუმცა ეს მთავარი არ არის. პია განსაკუთრებული მდგომარეობით დაიბადა. მას აქვს ორი ძალიან პატარა ფეხი, რომლის გამოყენებაც რა თქმა უნდა არ შეუძლია. ის დღესდღეობით ჩვეულებრივად ცხოვრობს და ცდილობს ფეხების დანაკლისი ხელებით აინაზღაუროს. პია სამომღერლო კარიერის აწყობას აპირებს.
2) პაკირაპა ჰუნაგანდი ( Youtube შემოსავალი: 21, 574 $) 30 წლის მამაკაცი ინდოეთიდან, რომელიც ნამდვილად ახერხებს ყველას გაოცებას. საქმე იმაშია, რომ ის საკვებად უვარგის ნივთიერებებს გეახლებათ. თანაც ეს ნივთიერებები არც მეტი, არც ნაკლები ქვები, აგურები და ტალახია. მან ამგვარი რამეების ჭამა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. მამაკაცი აცხადებს, რომ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მიუხედავად მისი ჩვევისა, რომელიც პირველად მაშინ დაიწყო როცა სამი კილო სამშენებლო მასალა შეჭამა თავის სოფელ კარნატაკაში. 3) ქან ტრიკანი ( Youtube შემოსავალი: $45, 863 ) ერთ დღეს, როდესაც ქანი თავის სამზარეულოში სადილს ამზადებდა, შემთხვევით ადუღებული ზეთი ხელზე გადაესხა. საშინლად ჭღერს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან მან ვერაფერი იგრძნო, მეტიც ქანმა თავის თავში ეს ტალანტი აღმოაჩინა და დღეს უკვე გინესის რეკორდების წიგნშია შესული. 4) საიმონ და ჯორჯ ქალინები ( შემოსავალი Youtube-დან: $ 46.158 ) მათ მეორენაირად ვამპირ ტყუპებსაც უწოდებენ. იმის გამო, რომ მათ აქვთ ეშვების მსგავსი კბილები, ზედმეტად ფერმკრთალები არიან, არ შეუძლიათ მზეზე დიდხანს ყოფნა და გაოფლიანება, რადგან მაშინათვე კანი უღიზიანდებათ. სხვა მხრივ ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. 5) რომარიო დოს სანტოს ალვესი (შემოსავალი Youtube-დან: 82, 145 $) რომარიო ერთი ჩვეულებრივი ბოდიბილდერი იყო ბრაზილიიდან. 25 წლის ასაკში მან გადაწყვიტა ფილმის პერსონაჟს დამსგავსებულიყო და კუნთებში ზეთისა და ალკოჰოლის ინექცია შეუშვა. შეიძლება ითქვას, რომ მისი სურვილი ასრულდა და ის მართლაც დაემსგავსა რომელიღაცა ანიმაციის გმირს, თუმცა ამით მან საშინელი ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნა და თითქმის საჭირო გახდა მისი ხელების ამპუტაცია.