სხვა მორიგი თავსატეხი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. რომელი ლაქის ფერი უფრო ჰგავს ფეხსაცმლის ფერს? 2015, 13 ივლისი, 12:20 ინტერნეტში ჯერ არ განელებულა დებატები კაბის შესახებ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და დააბნია თავისი შეფერილობით. და აი ვებსივრცეში კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკამათო თემა, რომელმაც კვლავ ხალხის აჟიტირება გამოიწვია. თემა შეეხება ორი განსხვავებული ლაქის ფერს და ნათელი ფერის ფეხსაცმელს. სწორედ “ტვიტერში'' გამოქვეყნებულმა ფოტომ კითხვით - რომელი ფერის ლაქი უფრო უხდება ფეხსაცმელს, წარმოშვა ეს გაუგებრობა.ფოტო მართლაც რამდენადმე დამაბნეველია, რადგან რთულია მიხვიდე ჭეშმარიტებამდე, მაგრამ თუ ერთ-ერთ ლაქს ხელს დააფარებთ და ისე შეადარებთ ფეხსაცმელს, ნამდვილად თვალსაჩინო იქნება, რომ მარჯვენა ლაქი მეტად გავს ფეხსაცმლის ფერს. მაშ რამ გამოიწვია დებატები? და თქვენ რას ფიქრობთ, მაინც რომელი ლაქის ფერი უფრო ჰგავს ფეხსაცმლის ფერს? 242 11-ს მოსწონს
|