სხვა მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი – ეგვიპტე. 15 გასაოცარი ფაქტი იდუმალ ქვეყანაზე 2015, 7 თებერვალი, 0:05 ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში. აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის. 1) ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ 1, 400-ზე მეტ სხვადასხვა ღმერთსა და ქალღმერთს. 2) უძველეს ეგვიპტურ აკლდამებში აღმოჩენილი იყო არც მეტი არც ნაკლები საპირფარეშოები. 3) მსოფლიოში უძველესი კაბა იპოვეს ეგვიპტეში და ის არის დაახლოებით 5000 წლის. 4) რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეგვიპტეში პირამიდის მშენებელ მუშებს უხდიდნენ ლუდით: 1 ბიდონი (4 ლიტრი) დღეში. 5) გიზის ცნობილი პირამიდა აშენდა როგორც ფარაონ ხეოფსის სამარხი, მის აშენებას დასჭირდა 20 წელი. ის აშენდა ორ მილიონზე მეტი ქვის ბლოკისგან, რომელთაგან თითოეული იწონის ორნახევარ სპილოს. პირამიდის სიმაღლე შეადგენს 460 ფუტს – მეტს ვიდრე თავისუფლების ქანდაკებაა. პირამიდის ფუნდამენტი უდრის ხუთ საფეხბურთო მოედანს. 6) სუდანში უფრო მეტი პირამიდაა, ვიდრე ეგვიპტის ტერიტორიაზე. 7) თავისუფლების ქანდაკება თავდაპირველად განკუთვნილი გახლდათ ეგვიპტისათვის. 8) კლეოპატრა, რომელიც იყო ეგვიპტის ბოლო ფარაონი, ფაქტობრივად იყო ბერძენი და არა ეგვიპტელი. 9) ერთ დროს უდაბნო საჰარა იყო ნაყოფის მომცემი მიწა და სავანა. კლიმატურმა ცვლილებებმა, რომლებიც მოხდა ძვ.წ. 8000 წელს გადააქციოეს ეს ადგილი უდაბნოთ. ამჟამად ეს ადგილი არის მსოფლიოში ყველაზე ცხელი უდაბნოთ, მისი ფართობი შეადგენს 9 400 000 კვადრატულ მილს, რაც უდრის დაახლოებით აშშ-ს ფართობს. ყველანაირი ტიპის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი არის ანტარქტიდა. 10) თქვენ წარმოიდგინეთ ძველ ეგვიპტელებს ეძინათ ბალიშებზე, რომლებიც დამზადებული იყო ქვებისაგან. 11) მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა არ არის ეგვიპტეში, იგი მექსიკაშია. 12) პირველი მცურავი კატარღა გამოიგონეს ეგვიპტეში. 13) საქორწილო ბეჭდების გაცვლის ტრადიცია მოდის ძველი ეგვიპტური კულტურიდან. 14) ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში. 15) ლეგენდის თანახმად ფარაონი პიოპი II შიშველ მონებს უსვამდა თაფლს, რადგან თავიდან მოეცილებინა ბუზები. 1577 10-ს მოსწონს
|