არქიტექტურა მსოფლიოს 20 ღირსშესანიშნაობა, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს! 2017, 11 თებერვალი, 17:47 მოგზაურთა ყველაზე რეიტინგული საიტის TripAdvisor-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს იმ კულტურული ძეგლების სია, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ტურისტებში. მაშ ასე:
1. მაჩუ პიქჩუ, პერუ მაჩუ პიქჩუ აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ახალი საოცრება. იგი ზღვის დონიდან 2450 მეტრზე მდებარეობს. მას უწოდებენ "ქალაქს ცაში".ეს გახლავთ ინკების ძველი ქალაქი, რომელიც XV საუკუნეში აშენდა. 1440 წლიდან ეს ადგილი ინკების მმართველის რეზიდენციად ითვლებოდა მანამ, სანამ 1532 წელს ესპანელები არ შეიჭრნენ ინკების იმპერიაში. 1532 წელს მაჩუ პიქჩუს მოსახლეობა ისე გაქრა, რომ მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის. 2. შეიხ ზაიდის მეჩეთი, აბუდაბი შეიხ ზაიდის მეჩეთი, მსოფლიოს 6 უდიდესი მეჩეთებიდან ერთ-ერთია. შეიხ ზაიდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პირველი პრეზიდენტი იყო. სხვა მუსლიმანური ტაძრებისაგან განსხვავებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დათვალიერება. განურჩევლად რასისა და სარწმუნოებისა. 3. თაჯ მაჰალი, აგრა, ინდოეთი თაჯ მაჰალის მარმარილოს მავზოლეომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. იგი XVI საუკუნეში აიგო იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, მისი საყვარელი მეუღლის მუმთამაზ მაჰალის სახელზე, რომელიც მშობიარობას გადაყვა. თაჯ მაჰალი მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. 4. კორდობის მეჩეთი, ესპანეთი კორდობის მეჩეთი შემკულია მოზაიკური ორნამენტებით. მის ადგილას რომაული ტაძარი იყო, შემდეგ კი მეჩეთი აშენდა. როგორც ყველა მუსლიმი მლოცველისათვის სავალდებულოა მექაში ლოცვა, ასე იყო კორდობა კათოლიკეებისათვის. 5. წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანი, იტალია ვატიკანისა და კათოლიკური სამყაროს გულში აღმართულია წმინდა პეტრეს ტაძარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა იტალიაში. მისი მშენელობა 1506 წელს დაიწყო და 1626 წელს დასრულდა. ძველი გადმოცემებით, წმინდა პეტრე ტაძრის საკურთხევლის ქვეშაა დაკრძალული. ამ მიზეზით, მრავალი პაპი ამ ადგილას იმარხება. 6. ანგორ- ვატი, სიემ-რიპი, კამბოჯა ანგორ-ვატი ინდუისტური ტაძარია კაბბოჯაში. იგი აგებულია ღმერთ ვიშნუს სახელზე 1112-1152 წლებში. ანგკორ-ვატი ინდუისტური კოსმოლოგიის გრანდიოზული განსახიერებაა: მისი ცენტრალური კოშკები მერუს მთას, ღმერთების სახლს განასახიერებენ, ხოლო გარეთა კედლები _ მის გარშემო მყოფ სამყაროს. ტაძარი, რომელიც კჰმერის არქიტექტურის მაღალი კლასიკის წარმომადგენელია, კამბოჯის სიმბოლოდ იქცა და მის დროშაზეც კია გამოსახული. 7. ბაიონის ტაძრის კომპლექსი, სიემ-რიპი, კამბოჯა ბაიონი ერთ-ერთი საოცარი ეკლესიაა ანგკორის ტერიტორიაზე. ბაიონის 54 კოშკი და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანის 2, 4 მ-იანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი, ქანდაკება; ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრები სცენების ამსახველი მოხატულობით. 8. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, სანქტ პეტერბურგი, რუსეთი ეს ტაძარი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს არამხოლოდ, თავისი ინტერიერითა გუნბათებით, არამედ ლეგენდით რომლის მიხედვითაც ტაძარი აიგო. არსებობს გადმოცემა, რომ ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც 1881 წლის 1 მარტს გრინევიცკიმ სასიკვდილოდ დაჭრა ალექსანდრე II, რომელმაც გააუქმა ბატონყმობა და ხალხს თავისუფლება დაუბრუნა. 9. გეტისბურგის პარკი, გეტისბურგი, პენსილვანია ეს გახლავთ გეტისბურგის ჯარისკაცთა მემორიალი. ადგილი, სადაც 1863 წელს მოხდა ამერიკის შეეთებულ შტატებს შორის სამოქალაქო ომი. 10. ძველი ნაქალაქარი, დუბროვნიკი, ხორვატია 1979 წელს იუნესკომ დუბროვნიკის კედლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ისინი გარს ესხმიან ქალაქს ოთხივე მხარეს. სწორედ ამ კედლებმა შეუნარჩუნეს ქალაქს : ციხე-კოშკი, ეკლესია-მონასტრები, ქუჩები, სკოლები, მუზეუმები და გალერეები. ეს ქვის კედლები, VI საუკუნეში, თავდაცვის მიზნით აშენდა. 11. ლინკოლნის მემორიალი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი მონუმენტი ვაშინგტონში ნაციონალურ მოლზე, აგებულია აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაჰამ ლინკოლნის პატივსაცემად. შენობას ბერძნული დორიული ტაძრის ფორმა აქვს, მასში მოთავსებულია დიდი ზომის მჯდარი აბრაჰამ ლინკოლნის ქანდაკება, რომლის კვრაცხლბეკზე მისი ორი ყველაზე ცნობილი სიტყვაა გამოკვეთილი. ამ მემორიალთან წარმოთქმულ იქნა მრავალი განთქმული სიტყვა, მათ შორის მარტინ ლუთერ კინგის „მე მაქვს ოცნება“ 1963 წლის 28 აგვისტოს, დასაქმებისა და თავისუფლების დემონსტრაციული მარშის ბოლოს. 12. პეტრა, უძველესი ქალაქი, იორდანია ქალაქი პეტრა, იორდანიაში, ზღვის დონიდან 900მ სიმაღლეზე მდებარეობს. 2007 წლის 7 ივლის პეტრა, მსოფლიოს ახალი საოცრებების სიაში შეიტანეს. პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ახ. წ. მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. ახალი დროის ევროპელებიდან პეტრა პირველად ინკოგნიტოდ მოგზაურმა შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ურკჰარდტმა ნახა. ანტიკური თეატრის გვერდით, უდემეელების ეპოქის შენობასაც ნახავთ. 13. ჩინეთის დიდი კედელი, პეკინი, ჩინეთი კედლის მშენებლობა ძვ.წ III საუკუნეში, იმპერატორ ცინ შიხუანდის ინიციატივით დაიწყო. კედლის ზომები სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია. მნახველს შეუძლია, არქიტექტურის გარდა, ულამაზესი ხედებითაც დატკბეს. 14. ეფესო, ძველი ბერძნული პოლისი, თურქეთი ყველაზე დიდი და კარგად შემონახული ქალაქი იზმირის პროვინციაში, თურქეთში. რომაული მმართველობის პერიოდში იგი იყო სიდიდით მეორე ქალაქი, რომის შემდგომ. მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შეტანილი არტემიდას ტაძარი, სწორედ ეფესოში მდებარეობს. 15. ალჰამბრა, ესპანეთი მავრიტანული პერიოდის არქიტექტორული ძეგლი სამხრეთ ესპანეთში. შედგება სასახლის, მეჩეთისა და ციხესიმაგრისაგან. აშენდა XIV საუკუნეში, როგორც მავრი მმართველების რეზიდენცია და წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის მუზეუმს. შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 16. ავსტრალიის ომის მემორიალი, კანბერა, ავსტრალია ავსტრალიის მთავარი მემორიალი, ეძღვნება პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. დღეს იგი ითვლება, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად, ამ ტიპის ძეგლებს შორის. მემორიალი ახლოსაა პარლამენტის შენობასთან, მისი აივნიდან ულამაზესი პანორამა იშლება. 17. მილანის საკათედრო ტაძარი დუომო, მილანი, იტალია გოთიკური სტილის ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული. მსოფლიოში სიდიდით მესამე კათოლიკური ეკლესიაა. მასში დადგმული მადონას ოქროს ქანდაკება იმდენად მაღალია, რომ მილანის რამდენიმე რაინიდანაც მოსჩანს. 18. საგრადა ფამილია (კატალ. წმინდა ოჯახი), ბარსელონა, ესპანეთი ბაზილიკური ტიპის ტაძარი კატალონიაში, ესპანეთში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. ტაძრის მშენებლობას 40 წელი ანტონიო გაუდი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი დომენიკ სუგრანიესი. ტაძარი დღემდე დაუმთავრებელია. 2010 წლიდან პაპმა ბენედიქტ XVI ძარი აკურთხა და დღესაც აღესრულება ღვთისმსახურება. ქრისტეს ქანდაკება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ძეგლია მსოფლიოში. ყოველწლიურად მის სანახავად უამრავი ტურისტი ადის. ძეგლიდან განსაცვიფრებელი ხედები იშლება. შეგიძლიათ ზემოდან გადმოხედოთ კოპაკაბანას პლაჟს, მარაკანას გრანდიოზულ სტადიოსა და მთელს ქალაქს. 20. სიდნეის ოპერის თეატრი, სიდნეი, ავსტრალია სიდნეის ოპერის თეატრი XX საუკუნეში აშენდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განთქმული საკონცერტო დარბაზია მსოფლიოში. შენობის პროექტის ავტორი, დანიელი არქიტექტორი იორნ უტზონია. შენობას ნიჟარის ფორმის სახურავი აქვს, ეს ძეგლი, ოპერის არამოყვარულ ტურისტებსაც კი იზიდავს თავისი სილამაზით. 1777 6-ს მოსწონს
|