x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ხალხური მეთოდები ტერფის ვალგუსურ დეფორმაციასთან საბრძოლველად

imageძვლის ზრდა ფეხის ცერა თითის სფეროში - საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც არასასიამოვნოა ბევრი ქალისათვის. ამ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ. საწყის ეტაპზე ძვლის ზრდა შეიძლება შეწყდეს სხვადსასხვა ტრადიციული მედიცინის საშუალებით.

ეს მეთოდები არის ეფექტური, იმ შემთხვევაში თუ არსებობს დაავადების, პირველადი ნიშნები. არსებობს მოსაზრება, რომ ტრადიციული მედიცინის საშუალებით შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის თავიდან არიდება.

სტატიაში გაეცნობით მეთოდებს, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ფეხის ძვლის ზრდის მკურნალობის სახელით. სანამ გამოიყენებდეთ ხალხურ ნებისმიერ საშუალებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეიტყვეთ მისი აზრი. რა თქმა უნდა ჩაიტარეთ ტესტი ალერგიულობაზე!

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ენდროს საღებავი.

ძვლის ზრდის პროცესში რეკომენდირებულია ენდროს საღებავის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ნივთიეერბათა ცვლასა და ნორმალიზაციას ადამიანის სხეულში და სპობს შარდმჟავას. ამისათვის, საკმარისია ერთი ჩაის კოვძი ენდროს ძირისგან დაფხვნილი ნივთიერება, დაამატეთ მას ერთი ჭიქა ცხელი წყალი და მოადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააყენეთ ნარევი, გააცივეთ, და მიიღეთ ნახვეარი ჭიქა დღეში ორჯერ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბაბუაწვერა და იოდი.
დაკრიფეთ ბაბუაწვერა და გაახმეთ იგი, ან შეიძინეთ აფთიაქში მისი მზა ფხვნილი. დაასხით გამხმარ ყვავილებს იოდი, იმ დონით რომ ყვავილები იოდში დაიფაროს. გამოიყენეთ ეს საშუალება მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ. დაიბანეთ ფეხები, შემდეგ საგულდაგულოდ გაიმშრალეთ, მიღებული ნარევი დაიტანეთ გამოზრდილ ძვალზე. ასეთი პროცედურა შეიძლება ჩაიტაროთ ყოველდღე ღამით. ორი კვირის განმავლობაში.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მდოგვი, ღრუბელა (ბადიაგა), სკიპიდარი.
გამოიყენეთ ამ ნივთიერებებისგან დამზადებული მალამო. აიღეთ ერთი კოვზი მდოგვი (მშრალი), იგივე რაოდენობის ღრუბელა, ორი სუფრის კოვზი სკიპიდარის სითხე. შესახედაობა და სუნი, რა თქმა უნდა კარგ შთაბეჭდილებას არ დატოვებს, მაგრამ ეფექტი მისაღები იქნება.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იოდი და მარილი.
ტკივილის შესამცირებლად ეფექტური საშუალებაა თბილი აბაზანების მიღება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ამისათვის საჭიროა, ერთი ლიტრი წყალი, ათი წვეთი იოდი და ორი სუფრის კოვზი მარილი. აბაზანების მიღების წესი უნდა იყოს რეგულარული.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იოდი და ასპირინი.
10 მგ იოდს დაამატეთ 5 დაფხვნილი ასპირინის ტაბლეტი და საფუძვლიანად მოურიეთ. როდესაც ასპირინი დაიშლება იოდი გახდება უფრო უფერული, ეს ნარევი ცნობილია, როგორც "ფარმაცევტული კოქტეილი", მიზანშეწონილია ღამით მზარდ ძვალზე შეზელვა. პროცედურა კეთდება სამი დღის განმავლობაში, ამის შემდეგ პროცედურას უნდა მოჰყვეს ორკვირიანი შესვენება - და შემდეგ ისევ სამი დღე მკურნალობა.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჩამოთვლილი ხალხური მეთოდები არ ითვლება პროფესიონალური მკურნალობის საშუალებად, ისნი გამოიყენება მხოლოდ ტკივილისგან თავის დასაღწევად და პროცესის გარკვეული დროით შემცირებას. image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - გამოიყენეთ ეს საშუალება რამდენიმე ღამის განმავლობაში და თქვენი კანი გახდება სუფთა და ნათელი

2 - ნახეთ, თუ როგორ უნდა მოიცილოთ: მეჭეჭები, ასაკობრივი ლაქები და ფერიმჭამელები სახიდან!

3 - ქუჩაში ამ პროდუქტის შეძენა არ ღირს, რადგან მისი მომზადება სახლშიც შესაძლებელია

4 - ფრთხილად: 5 პროდუქტი, რომელთა მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებაც არ შეიძლება!

5 - მშობლებო ეს უნდა იცოდეთ: ახალი საბავშვო თამაში, რომელიც ძალზედ სახიფათოა

0
1860
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1860
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0