x
image
beko777
ქართული კულტურის და ხელოვნების მოამაგენი ემიგრაციაში
image


საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ საორგანიზაციო კომიტეტმა 2017 წლის „მეგას“ მე-18 ცერემონიალისთვის გადაწყვიტა, კიდევ ერთი ახალი ნომინაცია წარუდგინოს საზოგადოებას და ამჯერადაც ემიგრაციის ფორმატში, რადგან შარშან ცერემონიალზე უკვე დაწესდეს ყოველწლიური ნომინაცია ქართველი ემიგრანტების რჩეული და მასში პირველი გამარჯვებული ნინო ჩხეიძეც გამოვლინდა, ამჯერად გადაწყდა ქართველ ხელოვანთა მხარდამჭერნი და მოამაგენი დაგვეფასებინა და იმ ადამიანთა სახელის და გვარის შეგროვება, მათი საქმიანობის გაცნობა და შესწავლა გადავწყვიტეთ ვინც რეალურად და არაერთჯერადად ემსახურება ქართული კულტურის და ხელოვნების მოღვაწეებს.


ამჯერად გვინდა ერთ-ერთი მათგანი გაგაცნოთ: - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი, ქართველი მუსიკოსების გვერდში მდგომი და ქველმოქმედი დიანა ბაგრატიონი, რომლის ფონდის ორგანიზებითაც წლის ბოლოს (სავარაუდოდ ნოემბერში) შტატებში პიანო ფესტივალი ჩატარადება და სწორედ აღნიშნულ ფესტივალზე ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის ზურა ჩინჩალაძის ნაწარმოებებიც გამოვა საზოგადოების წინაშე.
მოგეხსენებათ ზურა ჩინჩალაძე მუდმივ მოგზაურობაშია და ის ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი საყვარელი ავტორ-შემსრულებელია, გასული წლის ნოემბერში ის აშშ-ი იმყოფებოდა სადაც ქართველ მომღერალთან მანანა დონაძესთან ერთად დაუვიწყარი დღეები აჩუქა ემიგრაციას, სწორედ იქ გადაწყდა 2017 წლის ნოემბერში პიანო ფესტივალში ზურა ჩინჩალაძის ნაწარმოებების შესრულება.

დავინტერესდით, ქალბატონი დიანას საქმიანობით და ვეცადეთ დავკავშირებოდით გარკვეულ ადამიანებს და წრეებს. ასევე ვესაუბრეთ, მომღერალ მანანა დონაძესაც, რომელსაც პროფესიიდან გამომდინარე, ხშირი და ინტენსიური შეხება აქვს ქალბატონ დიანა ბაგრატიონთან. არ დაგიმალავთ და სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია, ამ ქალბატონის საქმიანობამ და ქველმოქმედებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ კარგი პროდიუსერი და ორგანიზატორია, არამედ ასევე დიდი ქველმოქმედი და ყველა ნიჭიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი ქართველების, გვერდით მდგომი და გზის გამკაფავი. რომლებიც მხოლოდ იწყებდნენ ფეხის ადგმას შტატებში, - პიანისტები, მომღერლები, კომპოზიტორები, მუსიკოსები და ასე შემდეგ.


ქალბატონი დიანა თავის პროფესიასთან ერთად, უამრავი ონკოლოგიური თუ ჰემატოლოგიური საავადმყოფოს დამფინანსებელი და გულშემატკივარი აღმოჩნდა, მათ შორის, თბილისის იაშვილის სახელობის საავადმყოფოშიც. მის ასეთ ზრუნვას, მადლიერებას უცხადებენ ბევრი, სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები და თანამდებობის პირები. ქალაქის მერი, თუ სხვა და სხვა სენატორები. მაგრამ როგორც თვითონ ქალბატონი დიანა ამბობს, - ყველაზე დიდი და ძვირფასი, ამ მადლობის წერილებიდან, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილია.



საოცრად საამაყოა, როცა იგებ და ხედავ, რომ ემიგრაციაში ქართველებსაც გვყავს ისეთო ლობი, მხარდამჭერი და გვერდში მდგომი, რომელიც რეალურად აკეთებს საქმეს და ეხმარება ნიჭიერ ქართველებს, რომლებსაც უყვართ და ქმნიან მუსიკას, ხელოვნებას და კულტურას. სხვათაშორის აქვე გვინდა წარმოგიდგინოთ ამ ადამიანის ორგანიზებით ჩატარებული მცირე, მაგრამ სიხარულით სავსე პატარა საქველმოქმედო საღამოს ვიდეო, სადაც ორი ბუმბერაზი ქართველი მუსიკოსი ინგა ფერაძე და რომა რცხილაძე საჩუქრებს ურიგებენ ქ-ნი დიანას სახელით პატარა ბავშვებს, სხვათაშორის ეს ორივე მუსიკოსი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ ცერემონიალის გამარჯვებულები არიან სხვადასხვა ნომინაციებში.


მოკლედ 2017 წლის ბოლოს, ქართული ხელოვნების და კულტურის ერთადერთ რეალურ მოამაგეს საქართველოში - „მეგას“ დაჯილდოებას საკუთარი არჩევანის გაკეთება მოუწევს და ვისურვებდით, რომ ნომინაციში უამრავი ისეთი ღირსეული ქართველი იყოს წარმოდგენილი, როგორიც ამ წერილის მთავარი მიზეზი დიანა ბაგრატიონიაა, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტური გუნდის სახელით წარმატებები, მშვიდობა და ჯანმრთელობა გვინდა ვისურვოთ. შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ ვეცდებით დროთა განმავლობაში ქ-ნი დიანა და სხვებიც ახლოს გავაცნოთ ფართო აუდიტორიას, რადგან მათ უნდა იცნობდეს სრულიად საქართველო, უნდა იცნობდეს და მადლობას უხდიდეს ყველაფრისთვის.


ბესიკ ჩუბინიძე (ჟურნალისტი)



image


image




0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0