x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წყვილი 22 წელია ცხოვრობს საკანალიზაციო ჭაში
imageმარია გარსიამ და მიგელ რესტრეპომ ერთმანეთი კოლუმბიის ქუჩებში გაიცნეს.ორივე ნარკოდამოკიდებულები იყო და თითქოს ყველაფერზე ხელიც ჰქონდათ ჩაქნეული.მათი ცხოვრება უფსკულისკენ მიექანებოდა, მაგრამ ერთმანეთის მხარში დგომამ შეაძლებინა დაეძლიათ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ყველაზე რთულ პერიოდში იპოვეს თავშესაფარი და 22 წლის შემდეგ ისევ იქ ცხოვრობენ.წყვილის სახლი საკანალიზაციო ჭა არის და მიუხედავად ამისა, ეს გახლავთ მათთვის ყველაზე ბედნიერი ადგილი მსოფლიოში.

image

კოლუმბია დანაშაულის მაღალი მაჩვენებელით და ნარკომოვაჭრეებით გამოირჩევა.

წყვილს არც ფული გააჩნდა, არც ნათესავები ჰყავდათ რომ დახმარებოდნენ.ამიტომ მათ საცხოვრებლად საკანალიზაციო ჭა აირჩიეს.



imageიყო თავშესაფრის მუდმივად ჩამორთმევის მცდელობა, მაგრამ მთავარია ისინი ერთად იყვნენ და მხარში ედგნენ ერთმანეთს.


აქ ცხოვრების დროს წყვილმა საბოლოოდ უარი თქვა ნარკოტიკებზე და მათი ცხოვრებაც ნელ-ნელა დალაგდა.თითქოს ამის შემდეგ სხვა საცხოვრებელი უნდა მოეძებნათ, მაგრამ აგერ 22 წელია ისინი კვლავ ჭაში ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.

image


სახლისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი აქვთ მოწყობილი:ელექტრობა, გათბობა, პატარა სამზარეულო და ტელევიზორი.


image


როგორც ყველა ოჯახს, მათაც გაცხოველებულები სადღესასწაულო სამზადისი აქვთ.


image

წყვილს კიდევ ერთი ოჯახის წევრი ჰყავთ.ძაღლი სახელად-ბლეკი, რომელიც მათ სახლს იცავს.

image

ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ ეს არის ძალზე წყნარი რაიონი და არც უფიქრიათ საცხოვრებლის გამოცვლა.

image

ვინმეს შეიძლება შეეცოდოს წყვილი, რომელიც საკანალიზაციო ჭაში ცხოვრობს, მაგრამ მთავარია ისინი არიან კმაყოფილები თავიანთი ცხოვრებით და თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ ვიდრე სხვა ვინმე, რომელიც საუცხოო სასახლეში ცხოვრობს.


მსგავს თემებზე სტატიები იხილეთ აქ




0
348
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0