x
კბილების გათეთრების 9 ბუნებრივი საშუალება

ბევრი ოცნებობს ჰოლივუდურ ღიმილზე, მაგრამ სამწუხაროდ

ლამაზი ქათქათა კბილები ყველას როდი აქვს.

კბილების გათეთრების 9 საშუალებაზოგიერთი ძვირიან ლაზერულ გათეთრებას ან ასევე ძვირადღირებულ მათეთრებელ ზოლებს მიმართავს. თუმცა, ორივე საშუალებას შეუძლია კბილის ემალი დააზიანოს, რაც კბილების მგრძნობელობის ზრდას და ძლიერ ტკვილებს იწვევს.

არსებობს ბევრად უფრო დაცული გამათეთრებელი საშუალებები, რომლებიც კბილების შენარჩუნებას უწყობს ხელს.(ფულსაც დაზოგავთ).

საკვები სოდა
საკვები სოდა ბუნებრივი გამათეთრებელი საშუალებაა. მისი ოქსიდანტური თვისებების გამო ის ბევრი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის. ჩაის კოვზის მეოთხედი და ცოტაოდენი წყალი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული ფაფით კბილის ჯაგრისით კბილები გაიხეხეთ. სოდა კბილებს არ დააზიანებს. ის თანდათანობით მათ გაათეთრებს.

ჭამეთ მარწყვი


ამ ტკბილ კენკრაში ბევრი ვაშლის მჟავაა, რომელიც ბუნებრივი მათეთრებელია.

თბილი მარილიანი წყალი

მარილი კბილების გათეთრებასა და ღრძილების მოვლაში დაგეხმარებათ, რადგან მას
ანტიბაქტერიული ზემოქმედების უნარი აქვს.1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ.
კბილების გათეთრები 9 ბუნებრივი საშუალება

მიიღეთ ბევრი თეთრი საკვები

ეს ისედაც ნათელია. რაც უფრო მეტ თეთრ საკვებს მიიღებთ მით უფრო თეთრი კბილები გექნებათ.
ჭამეთ ქათამი, ბრინჯი და თევზი. თავი აარიდეთ ჭარხალს, სტაფილოს და შავ მოცხარს,
ასევე ინდურ და ჩინურ საკვებს, რომლებიც შეიცავენ კურკუმას და საკვებ საღებავებს.


ჭამეთ ვაშლი

ვაშლი კბილებისთვის ერთერთი საუკეთესო ბუნებრივი მათეთრებელია. ის კბილის ემალის ნალექისგან გაწმენდას უწყობს ხელს და როგორც მარწყვი ვაშლის მჟავას შეიცავს, რომელიც კბილების გათეთრების ეფექტური საშუალებაა.

დალიეთ წყალი ან რძე

რძე შეიცავს კალციუმს, რაც კბილების ემალის სიმყარეს უწყობს ხელს და კბილებს და ყბის ძვლებს ამაგრებს. წყალი კი საუკეთესო ბუნებრივი გამწმენდია. ის ბაქტერიული ნალექის ჩამორეცხვაში დაგეხმარებათ.

ჭამეთ ყველი

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც კბილებს გაწმენდს და გაამაგრებს არის ყველი.მის შემადგენლობაში ბევრი კალცია, თუმცა ყველის ზედაპირის სტრუქტურა გამწმენდი თვისებებითაც ხასიათდება.ეფექტურია მაგარი ყველის სახეობები. მაგალითად ჩედერი.

გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი სავლებ საშუალებად

სავლებად საკმარისი იქნება 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. 15 წუთის განმავლობაში გამოივლეთ პირის ღრუ. ეს ზეთი ბაქტერიებს და კბილების ნალექს სპობს.

ხის ნახშირი

რამდენადაც უცნაურად არ ჟღერს, ხის ნახშირი ძალიან ეფექტური საშუალებაა კბილების გათეთრებისთვის. ის 100% ნატურალური მათეთრებელია. ამაგრებს ღრძილებს, სპობს ტოქსინებს, შთანთქავს ბაქტერიებს და სრულიად მისაღები საშუალებაა.


0
191
შეფასება არ არის
ავტორი:comoestas
comoestas
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0