x
რეცენზია: ჰენზელი და გრეტელი - ალქაჯებზე მონადირენი

image


ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, ჩემი ჰობია და თუ თავისუფალი დრო მრჩება ყოველთვის კინოინდუსტრიაში ვიძირები.

ფილმის რეცენზია არასდროს დამიწერია. ეს პირველია, მაგრამ საქმეს პროფესიონალურად მივუდგები, გავითვალისწინებ ყველა დეტალს და თუ ვინმე ჩემს ნამუშევარს შეაფასებს, ამით მხოლოდ სიამოვნებას მომანიჭებს.

მოკლედ დავიწყე და პირველი რეცენზია იქნება „ჰენზელი და გრეტელი - ალქაჯებზე მონადირენი“.

თავიდან მოგაწვდით ზოგად-საინტერესო ინფორმაციას.

ფილმის იდეის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გახლავთ ტომი ვირკოლა..ან მოდით ჟურნალისტური მიდგომა გამოვიყენოთ და ჯერ მნიშვნელოვანზე - ანუ ამ შემთხვევაში საინტერესოზე (ჩემი აზრი და შეფასება ფილმზე)
გესაუბრებით. სხვა დანარჩენს ზოგად-საინტერესოს კი დაბლა წაიკითხავთ.

„ჰენზელი და გრეტელი - ალქაჯებზე მონადირენი“-ს საფუძვლად ძმები გრინების ზღაპარი „ჰენზელი და გრეტელი“ უდევს.

ზღაპრის თანამედროვე ეკრანიზაცია საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა. შეიძლება ითქვას ფილმის ნახვას ერთი ამოსუნთქვით შეძლებთ. სურათის დაწყება გაიძულებთ,
თუ არა დაგაინტერესებთ მაინც ფილმს „ჩაუჯდეთ“.

ფილმი არ განეკუთვენა საშინელებათა ფილმს, მაგრამ არის სცენები, სადაც საკმაოდ ბევრი სისხლია. უბრალოდ ეს ისეთი კუთხნით არის ნაჩვენები, რომ ნანახი არ შეგაშინებთ.

გმირებს აქვთ ისეთი იარაღი, რომელიც მათი დროისთვის შეიძლება ითქვას ძალიან თანამედროვეა, თუმცა მსგავსი დეტალები სხვა ფილმებშიც ბევრია. ამიტომ შეგვიძლია ამ დეტალებს ყურადღება არ მივაქციოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი-ორივე მთავარი გმირი, ჰენზელი და გრეტელი საკმაოდ სიმპატიური პერსონაჟები არიან. სიმპატიურში არ ვგულისხმობ მხოლოდ გარეგნულ შესახედაობას. შესაძლოა ამ როლისთვის მსახიობებს საკუთარი ოსტატობის გამოვლენა ბოლომდე არ დასჭირდათ, მაგრამ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული,
როგორსაც მსგავსი ფილმი ითხოვს.

არ არსებობს სიუჟეტის სიღრმე, ყველაფერი თავიდანვე ნათელია და ლოგიკური დასასრული აქვს. ერთ ინტრიგას თუ არ ჩავთვლით „რატომ მიატოვეს მშობლებმა და-ძმა ტყეში“. თუმცა ამის პასუხისკენაც ისე ლაღად მივდივართ, რომ ფილმის ყურების დროს ზემოთ აღნიშნული ინტრიგა არც კი გახსენდებათ, რადგან ფილმი დატვირთულია ეფექტური სცენებით.

სპეცეფექტები, იუმორი, მსახიობების თამაში - ამ ყველაფერს კარგი ორგანიზება გაუკეთეს. არის ისეთი მომენტებიც, სადაც ლოგიკური კითხვა დაგებადებათ და რაზეც პასუხს ვერ მიიღებთ, მაგრამ ამაზეც გული არ დაგწყდებათ, რადგან ალქაჯებთან ბრძოლისა და იუმორისტული სცენები თავისას გადაწონის.

ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს, როგორც ყველა ზღაპარს, მაგრამ არის საკმაოდ უსიამოვნო მომენტებიც, რომელიც უბრალოდ დაგამწუხრებთ და იტვყით „თუ ჰეფი ენდია ბოლომდე ეგეთი იყოს“.

მთავარი გმირების გარდა, დარწმუნებული ვარ სხვა პერსონაჟების მიმართაც გაგიჩნდებათ სიმპათია. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე მთავრდება, რომ სავარაუდოდ, ნამუშევარს გაგრძელება ექნება.

მოკლედ, თუ გიყვართ ზღაპრების თამაედროვე ეკრანიზაციები, ფანტასტიკა, სპეცეფექტები, იუმორი, კარგი მსახიობები, მძაფრი სიუჟეტი ეს ფილმი საყურებლად ნამდვილად ღირს. ნუ ელით რაიმე ჭკვიანურს ან პომპეზურს.

ახლა გადავიდეთ იმ ზოგად-საინტერესო ინფორმაციაზე, რომელზეც თავშივე გელაპარაკეთ.

ესეიგი ფილმის იდეის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი ტომი ვირკოლაა.


ვირკოლა


ნორვეგიელი კინორეჟისორი 1979 წელს ალტაში დაიბადა. ბევრი ფილმი გადაღებული არც აქვს. ერთ-ერთი ფილმი, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა „ოპერაცია „მკვდარი თოვლია“ (ჟანრი:საშინელბათა, კომედია“).


ეგ ფილმი ნანახი მაქვს და სიმართლე გითხრათ სრული დებილობაა. ზომბების მოყვარულებიც ვერ ისიამოვნებენ ამ ფილმით.

ასევე ვირკოლამ კვენტინ ტარანტინოს „მოკალი ბილის“ პაროდია გადაიღო. მე ამ ფილმიდან უფრო ვიცოდი, ვიდრე „მკვდარი თოვლიდან“.

ვირკოლა დიდი ბექრაუნდით არ გამოირჩევა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა „ჰენზელი და გრეტელი“ კი ნამდვილად კარგ შეფასებას იმსახურებს.

თავად ფილმი „ჰენზელი და გრეტელი - ალქაჯებზე მონადირენი“ (ინგლ.ვერს. Hansel & Gretel: Witch Hunters) ეკრანებზე 2013 წლის 19 იანვარს გამოვიდა. ნამუშევრის ბიუჯეტმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა და საკმაოდ დიდი მოგება მოიტანა.

მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯერემი რენერი-ჰენზელი, ჯემა არტერტორნი-გრეტელი.

აქვე ერთ საინეტრესო ფაქტს გეტყვით. თავიდან გრეტელის როლზე დიანა კრიუგერი, ევა გრინი და ნუმი რაპასი განიხილებოდნენ.

ჰანზელიჰანზელი1ჰანზელი2ჰანზელი3გრეტელიგრეტელი2გრეტელი3დეადწითური

4
204
5-ს მოსწონს
ავტორი:comoestas
comoestas
204
  
2016, 12 მარტი, 22:42
მადლობა
2016, 9 მარტი, 10:58
ეს ფილმი ნანახი მაქვს, მომეწონა... ავტორს კიდევ ბრავო, კარგად გიმუშავია.
2016, 9 მარტი, 0:25
მადლობა ^–^ იმედია სპოილერობა არ გამომივიდა
2016, 8 მარტი, 23:34
ყოჩაღ :)
0 1 4