x
image
დათო შაროვი
რით განსხვავდება ერთმანეთისაგან, თითიდან და ვენიდან აღებული სისხლი?
image


არსებობს ორი ძირითადი მეთოდი სისხლის სინჯისთვის: კაპილარული (თითიდან)

და ვენური (ვენიდან). ძირითადი განსხვავება არის ქიმიურ შემადგენლობაში, ვენიდან

აღებული სისხლი “უკეთესი ხარისხისაა“, ვიდრე თითიდან. მდიდარი ქიმიური შემად-


გენლობა იმას ნიშნავს, რომ ანალიზი კეთდება უფრო ზუსტი. თითიდან აღებული სისხ-

ლი გამოიყენება ზოგადი (კლინიკური) სისხლის ტესტისთვის, რომელითაც დგინდება მასში შემავალი კომპონენტების რაოდენობა: სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლის წი-

თელი უჯრედები, თრომბოციტები, ჰემოგლობინი. ის გამოიყენება სამედიცინო გამოკ-

ვლევების ჩატარებისას, ასევე ორგანიზმის ინფექციაზე გასინჯვის დროს, სისხლის საერ-

თო ანალიზის ჩატარებას სთხოვენ ყველა ადამიანს, რომელიც მიმართავს ექიმს კონკრე-

ტული ჩივილებით ან სულაც კონსულტაციის მიზნით. თავის მხრივ ვენიდან აღებული სისხლი, საშუალებას იძლევა გამოიკვლიონ მრავალი სახის ინფექციები, რომლის გარკ-

ვევაც ვერ მოხერხდა თითიდან აღებული სისხლით.ვენიდან აღებული სისხლი გამოიყე-

ნება უფრო სპეციფიკური გამოკვლევებისას: ბიოქიმიური ანალიზისთვის, ნარკოტიკებზე და ჰორმონებზე გამოკვლევისას, დაავადებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, სქე-

სობრივი გზით გადამდები დაავადებებისას. ვენიდან აღებული სისხლით შეგვიძლია

ასევე, გამოვიკვლიოთ ანემია, ლეიკემიის პირველი სტადიები, დეჰიდრატაცია, აუტოი-

მუნური დაავადებები, თრომბოზის რისკი, ჟანგბადის უკმარისობა, ალერგია, თირკმლის
უკმარისობა, იმუნიტეტის დაქვეითება, გულსისხლძარღვთა პრობლემები და სხვა დაავა-

დებები. ასევე, ვენიდან აღებული სისხლით ტესტი უტარდებათ ადამიანებს, რომლებსაც

დაუნიშნეს სხვადასხვა გამოკვლევები, ამისათვის კი სისხლის საკმარისი რაოდენობაა სა-

ჭირო, თითიდან აღებული სისხლით ეს შეუძლებელია.

0
774
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0