მსოფლიო სირიის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა? 2017, 6 თებერვალი, 20:03 სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და “საწოლსაა მიჯაჭვული“, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხ “ალ-ჯაზირას“ წამყვანი ფასად ალ-ქასიმი Twitter-ის გვერდზე, ის ცნობილი ოპონენტია სირიის რესპუბლიკის ხელმ- ძღვანელობისა. როგორც ჟურნალისტი თავის ჩანაწერში აზუსტებს, ასადი არ იმყოფება კომაში. ამავე დროს, თურქეთის პრო-სამთავრობო გამოცემა Daily Sabah აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი ცერებრალური ინფარქტის მდგომარეობით გადაყვანილია საავად- მყოფოში, მათი განცხადებით რესპუბლიკის ხელმძღვანელმა გადაიტანა ინსულტი. წინა კვირაში უკვე არსებობდა ინფორმაცია, რომ ბაშარ ასადს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცრუ ინფორმაცია პრე- ზიდენტის მოწინააღმდეგეების მიერ იყო გავრცელებული, რათა მორალურად გაენადგუ- რებინათ სირიის რესპუბლიკის არმიის სული. 370 5-ს მოსწონს
|