მსოფლიო დონალდ ტრამპმა შვარცნეგერი მწვავედ გააკრიტიკა 2017, 7 იანვარი, 17:20 ![]() ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ავსტრიული წარმოშობის მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, რეალითი შოუს “ვარსკვლავების მოსწავლე", დაბალი რეიტინგის გამო, რომლის წამყ- ვანიც შვარცნეგერია.შესაბამისი განცხადება რესპუბლიკელმა განათავსა თავის Twitter-ის გვერდზე. “ გამოქვეყნდა რეიტინგები და არნოლდ შვარცნეგერი ჩაფლავდა დონალდ ტრამპთან შედარებით, რომელიც რეიტინგების ოსტატია" წერს რესპუბლიკელი და თავის თავს მესამე პირში მოიხსენიებს. “ ესეც თქვენი კინოფილმების ვარსკვლავი, ჩვენ ვადა- რებთ პირველ სეზონს მეთოთხმეტეს, ახლა შეადარეთ მისი შედეგები ჩემს პირველ სეზ- ონს, მაგრამ ვის აღელვებს ეს ყველაფერი, ის ხომ ჰილარის მხარდამჭერი იყო" დაიჩი- ვლა რესპუბლიკელმა. ![]() რეალითი შოუ “ ვარსკვლავების მოსწავლე" ადრე მიჰყავდა ტრამპს, ხოლო 2015 წელს რესპუბლიკელი გაათავისუფლეს მისი სკანდალური განცხადებების გამო, რომლებსაც ის აკეთებდა საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში. ამ შოუს ჩვენება განახლდა ამ თვი- დან და ახლა მისი წამყვანი არნოლდ შვარცნეგერია. ეს შოუ არის გაგრძელება პროექტი- სა “ მოსწავლე" სადაც ბიზნესმენები იბრძოდნენ ტრამპის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაო- ბის დასაწყებად. შვარცნეგერი რესპუბლიკელების მხარდამჭერია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს უარი თქვა ტრამპის მხარდაჭერაზე. შვარცნეგერმა განმარტა, რომ ქვე- ყნის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე პარტიის. მან მოწონება და მხარდაჭერა გამოუცხადა დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონს და ტრამპის მეტოქეს ოჰაიოს შტატის გუბერნატორს ჯონ კეისიკს. 480 7-ს მოსწონს
|