x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, დედამიწის ისტორია უნდა გადაიწეროს...

პალეობიოლოგებმა ახალი საინტერესო კვლევა ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ გადაშენებამდე დინოზავრები, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ჩვენის წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ.


image


საკუთარი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, შეიძლება, დავასკვნათ, რომ გადაშენების გზაზე მყოფი დინოზავრები ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ, ცოტა ხნის წინ, ბრისტოლის (დიდი ბრიტანეთი) და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, Current Biology–ში გამოაქვეყნეს.

როგორც ცნობილია, დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ მომხდარი, ცარცულ–პალეოგენური გადაშენების შედეგად გაქრნენ... და აქამდე, გავრცელებული აზრის თანახმად, პლაცენტური ძუძუმწოვრები (მათ შორის ადამიანებიც) პლანეტაზე მხოლოდ ამ მოვლენის შემდეგ გაჩნდნენ. ახლა კი, ეს მოსაზრება უარყოფილია!

პალეობიოლოგთა ჯგუფმა გაარკვია, რომ პლაცენტურების, ანუ უმაღლესი ძუძუმწოვრების ყველაზე ადრინდელი წარმომადგენლები, ჯერ კიდევ ცარცულ პერიოდში უნდა გამოჩენილიყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე ივარაუდეს, რომ ჩვენი წინაპრები დინოზავრების ამოწყვეტის მოწმენიც იყვნენ:

"ჩვენ ათასობით პლაცენტური ძუძუმწოვრის ნამარხი შევაგროვეთ და სხვადასხვა ჯგუფების გაჩენის და გადაშენების კანონზომიერების დანახვა შევძელით. კვლევის შედეგად, მიღებული მონაცემების საფუძველზე დავადგინეთ, თუ როდის გაჩნდნენ და განვითარდნენ პლაცენტური ძუძუმწოვრები, " – განაცხადა კვლევის ერთ–ერთმა თანაავტორმა ემილი კარლაილმა.

მეცნიერები დარწმუნებით ვერ ამბობენ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ იმ დროს ადამიანები. საერთო ჯამში, კვლევის დროს, მათ ძუძუმწოვრების 380 განამარხებული ნაშთი დეტალურად შეისწავლეს. მათ შორის, 21, 3%, ცარცული პერიოდიდან იყო და უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების გარდა, დინოზავრებთან ერთად, პლანეტაზე უკვე არსებობდნენ კურდღლები, კატები და ძაღლები.


P. S. XIX–XX საუკუნეებში, აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ყველა მტკიცებულებას, რაც დარვინიზმის თეორიას ეწინააღმდეგებოდა. მაგ., 1862 წ. ნახშირის მოპოვებისას, ილინოისის მაღაროში, მუშებმა 310 მლნ. წელზე მეტი ხნის წინა მცხოვრები, ადამიანის გაქვავებული ჩონჩხი იპოვეს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ განადგურდა უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა

* ამერიკის კონტინენტის უცნობი ცივილიზაცია და არტეფაქტების გაქრობის იდუმალებით მოცული ისტორია

* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0