იარაღი და ტექნიკა ამერიკული არმიის 10 ყველაზე მძლავრი მანქანა 2017, 5 თებერვალი, 20:45 1. IAV Strykerბრონეტრანსპორტიორი IAV Stryker 350 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავითაა აღჭურვილი. თავისი კლასის სამხედრო მანქანებს შორის ერთერთი ყველაზე სწრაფია.
2. AAV-7 სადესანტო მანქანა ამფიბია AAV-7. მისი ძრავის სიმძლავრე 525 ცხენის ძალაა. 3. RG-33 ბრონირებული მანქანა RG-33 ამერიკის არმიაში 2007 წლიდან გამოიყენება. მისი დიზელის ძრავის სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა. 4. International MaxxPro Dash მცირე ზომის სპეციალიზირებული ბრონეტრანსპორტიორი International MaxxPro Dash ერაყში გამოჩნდა 2007 წლიდან. მან ჰამერი ჩაანაცვლა. შეცვლის მიზეზი ჰამერის დაუცველობა გახდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისაგან. ის ჰამერთან შედარებით არამარტო გამძლე, არამედ უფრო მძლავრიცაა, 400 ცხენისძალიანი ძრავით. 5. Bradley Fighting Vehicle ეს ამერიკული ბრონეტრანსპორტიორი პოპულარობით მესამეა ტანკ აბრამსსა და ჰამერს შემდეგ 600 ცხენისძალიანი ძრავით. 6. M60 AVLB ეს სამხედრო ტექნიკა მდინარეების გადასალახად გამოიყენება. მას სხვადასხვა მოდიფიკაციის ძრავებით აღჭურვავდნენ. მათი სიმძლავრეა 700 ცხენისძალა. 7.M109 Howitzer თვითმავალი საარტილერიო დანადგარი M109 Howitzer საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკის არმიის შეიარაღებაშია. ძრავის სიმძლავრე 405 ცხენის ძალაა. მას იყენებენ გერმანიისა და სამხრეთ კორეის არმიებიც. 8. M9 ACE ეს სამხედრო ბულდოზერი 295 ცხენისძალის სიმძლავრის ძრავით მუშაობს. 9. M88A2 Hercules მანქანა ძირითადად ბრძოლის ველიდან მწყობრიდან გამოსული საბრძოლო ტექნიკის ევაკუაციისათვის გამოიყენება. მისი ძრავის სიმძლავრე 750 ცხენისძალაა. 10. M1 Abrams ტანკ აბრამსის ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენისძალაა. ეს ამერიკის არმიის სერიოზული, მუდმივად განახლებადი საბრძოლო მანქანაა. 402 1-ს მოსწონს
|