ტექნოლოგიური სიახლეები 7 საოცრება, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონებს გააჩნია 2017, 6 თებერვალი, 9:57 მობილური ტელეფონები, ჩვენი ცხოვრების განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ამ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს ძალიან ბევრი საიდუმლო გააჩნიათ, თუმცა ამის შესახებ ბევრ ჩვენთაგანმა არაფერი იცის. წარმოგიდგენთ ჭკვიან ტელეფონების 7 საოცარ ნიჭს!
1. მაუსის და კლავიატურის დაკავშირება - ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ ერთი სპეციალური კაბელი, რომლის შეძენაც შესაძლებელია ტექნიკის მაღაზიებში. ამ კაბელის საშუალებით, ჭკვიან ტელეფონებზე მოქმედებას განახორციელებთ კლავიატურა-მაუსის საშუალებით. ვფიქრობ, ეს ანდორიდის ერთ-ერთი უძლიერესი საიდუმლოებაა.
2. Black Screen თემა - ანდორიდის ტიპის მობილური ტელეფონის ბატარიის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, შეგიძლია გამოიყენოით შავი ფერის უკანა ფონი. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეკრანი აუცილებლად უნდა იყო ლედ-ამოლედი. სხვა ტიპის ეკრანები შავ ფერს ნორმალურ ფერად აღიქვამენ, ხოლო ამოლედი, შავი ფერის გაშვების პროცესში, პიქსელებს ავტომატიურად დეაქტივაციას აძლევს, რაც ენერგიის დაზოგვასთან არის გათანბრებული.
3. Music Sleep Timer - მოგოწონთ, ძილის წინ მუსიკა? თუმცა ამასობაში ისე გეძინებათ, რომ ვერც ხვდებით გათიშეთ თუ არა! ამ პრობლემით თუ შეწუხდით და ეძებთ გამოსავალს, საუკეთესო ფუნქციაა - Music Sleep Timer -ი. ამ ფუნქციის საშუალებით მუსიკა რამოდენიმე წუთში ავტომატიურად ითიშება. შესაძლებელეია ასევე ხელითაც დააყენოთ.
4. დაკარგული ტელეფონის მოსაძებნად - დაკარგული ან მოპარული ტელეფონის საძებნელად არსებობს საუკეთესო საშუალება. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა შეხვიდეთ Google-ის ანგარიშზე, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ >Android Device Manager ვარიანტი. ამის შემდეგ ამოგიგდებთ ორ ვარიანტს: 1. მართე აპარატი შორიდან 2. დისტანციური საკეტი და დაფორმატება(ფაბრიკული)
5. კეშის გასუფთავებით აჩქარება - ამ ფუქციას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შედით ყოველდღე აპლიკაციებში, შემდეგ გაწმინდეთ მითითებული აპლიკაციის კეში. გარდა ამისა, გათიშეთ ყველა ის პროგრამა, რომელიც არ გჭირდებათ.
6. Mathpix - ვისაც მათემატიკასთან არ გაქვთ კარგი ურთიერთობა, ამ პრობლემასაც ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი მოგიგვარებთ. საჭიროა, ჩაწეროთ Mathpix -ის პროგრამა > დაინსტალირეთ, შემდეგ გადაუღეთ მათემატიკის ოპერაციას, რომლის ახსნაც გიჭირთ და ეს პროგრამა ავტომატიურად დაგიწერთ ზუსტ პასუხს დეტალებში.
7. ჰოლოგრამის პროექტორი - 3D ჰოლოგრამას შექმნა ოჯახის პირობებში სავსებით შესაძლებელია, მთავარი მონდომებაა. საჭიროა მხოლოდ CD კონტეინერი, კომუნალური დანა ან კიდევ რაიმე მჭრელი დანა. CDსაფარი დაჭერით და მიაკრაით პირამიდულად ერთმანეთს, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, აწყობილი პირამიდა დადეთ მობილურზე, ჩართეთ ჰოლოგრამული ვიდეო ტელეფონში და დანარჩენში თავად დარწმუნდებით. უკეთესია თუ ბნელ ოთახში შეასრულებთ ამ ოპერაციას!!!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი, ტელევიზორზე??? 2. აღმოჩენილია პირველი ეროტიული სათამაშო 3. შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ? 4. იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ! 5. "დროპას" დისკები - ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები!
5264 11-ს მოსწონს 1-ს არა
|