რელიგია ,,ევროპაში კი არა, ღმერთმა სასუფეველშიც რომ შეგვიშვას, შინაგანი კულტურის დეფიციტს ვერაფერი ამოავსებს'' - პეტრე კოლხი 2017, 3 თებერვალი, 0:21 “ევროპაში კი არა, ღმერთმა სასუფეველშიც რომ შეგვიშვას, შინაგანი კულტურის დეფიციტს ვერაფერი ამოავსებს.სირცხვილია ამდენი ცილისწამება და ეკლესიის დისკრედიტაცია. მით უფრო მაშინ, როცა არაფერი გვემატება. სულს საშინლად ვამძიმებთ და საზოგადოებაც შეცდომაში შეგვყავს. არც ერთ ეკლესიაში არ ღირს ჯვრისწერა ხუთასი ლარი. არც ერთი მღვდელი არ უშვებს წყვილს იმის გამო, რომ ფინანსები არ გააჩნიათ, მაგრამ ნურავინ იფიქრებს იმას, რომ სასულიერო პირისთვის უცხოა ყოფითი პრობლემები. შემოსილიც ჩვეულებრივი ადამიანია, ჰყავს ოჯახი და შვილები, უმეტესად მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელსაც რჩენა უნდა და მერწმუნეთ ჰაერით არავინ იკვებება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმება გვეკრძალება და ჩვენი პატიოსნებით და მრევლის მხარდაჭერით მინიმუმამდე მაინც უნდა ვაკმაყოფილებდეთ ყოველდღიურ მოთხოვნებს. 218 4-ს მოსწონს
|