სიახლეები "რა ნორვეგია, რის შვეიცარია? ტრ...ში კუილი გვიხმება" 2017, 2 თებერვალი, 12:58 "რაც საქართველოში საშუალოზე მაღალ შემოსავლად ითვლება (40 000–100 000 ლარი ოჯახზე), აქვს ოჯახების 2.3%ს. 0.7%ს აქვს ამაზე მაღალი. ქვეყნის 97%ის შემოსავლების ზედა ზღვარი უტოლდება ამერიკის უღარიბესი 20%სას. როცა წარმატებული ქვეყნის სტანდარტით ჩვენი ქვეყნის 99.3% ღარიბი ან საშუალოშემოსავლიანია ამ უმდიდრეს 0.7%ს გადასახადების აწევა კი არა, სულ ექსპროპრიაცია რომ შეაგებო და ჩამოარიგო მაინც არ იქნება საკმარისი, რომ ყველასთვის საშუალო შემოსავალი მიიღო. ამ ქვეყანაში საშუალო ოჯახის ღირსე...ული ცხოვრების ერთადერთი გზა ეკონომიკურ ზრდაზე გადის. ანუ მეწარმეობაზე და ფულის მოზიდვაზე. ფულს ყველაზე მეტად გადასახადები აშინებს. ურესურსო საქართველოში ფულის გაჩენის ერთადერთ გზად რჩება კარგი ბიზნესგარემოს შექმნა. უამისოდ მაქსიმალური "სამართალი" რაც შეიძლება მიიღწეს ყველას თანაბარი სიღარიბეა. გადასახადების აწევა კი უახლოეს ათწლეულებში ღირსეული ცხოვრების უმცირესი შანსის მოსპობაა. არსებულ ეკონომიკურ ზრდას რომ წავუმატოთ 1%, რაც მესამედზე მეტია, 131 წელი დაგვჭირდება რომ პერ კაპიტა უღარიბეს ევროკავშირის ქვეყანას, ბულგარეთს დავეწიოთ. ვინაწილოთ ორი კაპიკი საუკუნენახევრის განმავლობაში "სამართლის" სახელით და ვიყოთ მათხოჯები. მაგრამ როგორც ჩანს ესეც კი საკმაოდ ოპტიმისტური სცენარია რეალურ პერსპექტივასთან შედარებით, რადგან მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საწყალი ორნახევარპროცენტიანი ზრდაც ვერაფრით შევინარჩუნოთ. შედეგი – დეკემბერი – 0.3%. საყოველთაო სიღარიბის ჰუმანურობად შეფუთვა უარეს შემთხვევაში თავის მოდებილებაა, უკეთეს შემთხვევაში ენდემური სიდებილე. 293 3-ს მოსწონს
|